რუსთაველ სპორტსმენ გოგონებს სტრესის მართვის შესახებ ესაუბრნენ

„სტრესის დადებითი და უარყოფითი შედეგები – მასთან გამკლავების გზები“ – ამ სახელწოდების შეხვედრა გაიმართა დღეს „ ქვემო ქართლის მედიის“ რუსთავის ოფისში. შეხვედრას ფსიქოლოგი თამარ გოგოლაძე უძღვებოდა.

ღონისძიებას რუსთავის გოგონათა საკალათბურთო გუნდის „რუსთავი”-ს წევრები ესწრებოდნენ. ფსიქოლოგმა სპორტსმენებს სტრესის მართვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრა სტრესის წყაროებზე ათლეტებისთვის, რომელიც შესაძლოა იყოს:

  • ოჯახური, აკადემიური, სოციალური ფაქტორები
  • მწვრთნელთან და თანაგუნდელებთან ურთიერთობის სირთულეები
  • გუნდში როლების ბუნდოვანი განაწილება
  • ათლეტის შესრულების მიმართ არარეალური ან ბუნდოვანი მოლოდინები
  • შეზღუდული დრო
  • გამუდმებული კრიტიკული უკუკავშირი
  • შეცდომებისადმი ხისტი დამოკიდებულება
  • პერფექციონიზმი
  • მარცხის შიში
  • წარმატების ლიმიტირებული განსაზღვრება

შეხვედრაზე განიხილეს სტრესის მართვის სავარჯიშოებიც. ასევე, სტრესის დადებით ფაქტორად  გარდაქმნის ტექნიკები – რაც მის გამოწვევად აღქმას გულისხმობს.  ამასთან ერთად, ფსიქოლოგის პრეზენტაციის დიდი ნაწილი მოიცავდა ინფორმაციას სტრესის უარყოფით გავლენაზე, როგორც ფიზიკურ ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე.

ღონისძიება, გაიმართა პროექტის ფარგლებში „ Her home – ქვემო ქართლში ქალთა ფსიქოლოგიური და სამართლებრივი მხარდაჭერის ცენტრის შექმნა“, რომელსაც „ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge” ახორციელებს  „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

112 – გადაუდებელი დახმარების ცენტრი

14-81 სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი

116-006  ოჯახში ძალადობისგან დაცვის ცხელი ხაზი

QvemoQartli.ge