ადმინისტრაციული ხარჯები და ინფორმაცია მუნიციპალიტეტების შპს/აიპების შესახებ – თვითმმართველობების უცვლელი გამოწვევა
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შემუშავდა პროექტის „ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის – მუნიციპალიტეტებში გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ეროვნული შეფასება“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) მიერ, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში პარტნიორ რეგიონალურ ორგანიზაციებთან ერთად ფასდება ქვეყნის ყველა თვითმმართველი ორგანოს გამჭვირვალობა, მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმები და პრაქტიკები ერთიანი ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მეშვეობით, მზადდება და გამოქვეყნდება რეიტინგი და ეროვნული ანგარიში.
2017, 2019 და 2021 წლის ანგარიშებში ვხედავთ თვითმმართველობების ისეთ გამოწვევებს, რომელიც ტენდენციის სახეს ატარებს და წლიდან-წლამდე მეორდება. მაინც რა არის ე.წ მთავარი აქილევსის ქუსლი ჩვენი მუნიციპალიტეტებისთვის?!
ქვემო ქართლის მასშტაბით მუნიციპალიტეტების, 2021 წლის, რეიტინგი ასე გამოიყურება:
2019 წელს, ჩვენი რეგიონის რეიტინგი ასეთი გახლდათ:
ქვეყნის მასშტაბით ლიდერი მუნიციპალიტეტი ფოთია. 2021 წლის შედეგების მიხედვით ფოთის მუნიციპალიტეტის საბოლოო შეფასება 70%-ია. მეორე ადგილზე მყოფი მუნიციპალიტეტი კი რუსთავია, 66%-ით. რუსთავისთვის გამოწვევად რჩება, მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ადმინისტრაციული ხარჯების და მუნიციპალური აიპი/შპს-ების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის გაზიარება.
გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების კუთხით, ყველაზე დაბალი შედეგი 4% ადიგენის მუნიციპალიტეტს აქვს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შედგება 3 თემატური ბლოკისგან, რომელიც შეფასების 101 კრიტერიუმს აერთიანებს.
ბლოკი 1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება – მოიცავს 11 ქვებლოკსა და 53 კრიტერიუმს.
ბლოკი 2. ელექტრონული მმართველობა – მოიცავს 4 ქვებლოკსა და 27 კრიტერიუმს.ბლოკი 3. მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება – მოიცავს 2 ქვებლოკსა და 21 კრიტერიუმს.
მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება (ბლოკი 1) და ელექტრონული მმართველობა (ბლოკი 2), ძირითადად, მათი ოფიციალური ვებგვერდების მონიტორინგის საფუძველზე ფასდება. ხოლო მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების (ბლოკი 3) შეფასება ხდება მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ანალიზის გზით და მოქალაქეთა მონაწილეობის პრაქტიკის ადგილზე დაკვირვებით. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალური ორგანო არ გასცემს ამა თუ იმ კრიტერიუმის შეფასების მიზნით მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას, მოცემულ კრიტერიუმში მას ავტომატურად ეწერება შეფასების მინიმალური ქულა.
გარდა ამისა, ინფორმაციის მოძიებისა და გადამოწმების მიზნით გამოიყენება შემდეგი დამატებითი საშუალებები: მუნიციპალურ ორგანოსთან სატელეფონო კომუნიკაცია; „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებული დოკუმენტების შესწავლა; სხვა ოფიციალური (ონლაინ) წყაროების გამოყენება, რომლებიც კონკრეტული კრიტერიუმის შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციას შეიცავს. ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით ფასდება მუნიციპალიტეტის როგორც აღმასრულებელი, ისე წარმომადგენლობითი ორგანო.
შეფასება ხორციელდება ონლაინ პლატფორმის – http://www.lsgindex.org/- გამოყენებით.
პირველადი შეფასებების შემდეგ, მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, გაეცნონ საკუთარი შეფასების შედეგებს და დააფიქსირონ შენიშვნები. პროექტის გუნდი ყველა დასაბუთებულ შენიშვნას ითვალისწინებს შეფასების საბოლოო ანგარიშში.
მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით