შრომის კანონმდებლობის რეფორმა – გენდერული ასპექტები
„შრომის კანონმდებლობის რეფორმა – გენდერული ასპექტები“ ამ სახელწოდების შეხვედრა გაიმართა დღეს „ მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი“-ს რუსთავის ოფისში.
ღონისძიებაზე, სახალხო დამცველის რეგიონულმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში მარიამ გვიდიანმა, საზოგადოებას შრომის კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილებები გააცნო. საუბარი შეეხო თემებს, რომლისგანაც შედგება ღირსეული შრომის ცნება.
დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე, შრომის ინსპექციის გაზრდილი მანდატი, დასაქმებულის უფლება პროფესიული გაერთიანების წევრობის – ეს მცირე ჩამონათვალია საკითხები, რომელზეც შეხვედრისას დისკუსია გაიმართა.
ღონისძიებას პროფესიული კავშირის აზოტის პირველადი ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ და ღიად საუბრობდნენ იმ გამოწვევებზე რაც მათ წინაშეა: მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხაში რიგი სამსახურების ვერ მოხვედრა, დისკრიმინაცია ასაკის ნიშნით, მოუწესრიგებელი სველი წერტილები საამქროებში, სამუშაო ადგილებზე სუფთა/სასმელ წყალზე წვდომის პრობლემა, კაცებისთვის განკუთვნილი სპეცტანისამოსის გაცემა ქალებზე, ფსიქოლოგიური ზეწოლა თანამშრომლებზე პროფკავშირში გაწევრიანების გამო – ასეთი იყო გამოწვევების ჩამონათვალი, რომელიც შეხვედრის მონაწილეთა ნაწილმა გააჟღერა.
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შეკრებილებს თავიანთი უფლებებით სარგებლობისკენ და პრობლემების სამართლებრივი გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდა.
ღონისძიება, გაიმართა პროექტის ფარგლებში „ Her home – ქვემო ქართლში ქალთა ფსიქოლოგიური და სამართლებრივი მხარდაჭერის ცენტრის შექმნა“, რომელსაც „ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge” ახორციელებს „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.
112 – გადაუდებელი დახმარების ცენტრი
14-81 სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი
116-006 ოჯახში ძალადობისგან დაცვის ცხელი ხაზი
QvemoQartli.ge