სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის
1 ივლისს, ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად – კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), ქვემო ქართლის მედია (KKM), „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, დაინტერესებულ მხარეთა შეხვედრა ჩაატარა.
პროექტი 4 წლის განმავლობაში ქვემო ქართლის (მარნეული, თეთრიწყარო, დმანისი, გარდაბანი, ბოლნისი, წალკა) და სამცხე-ჯავახეთის (ახალციხე, ნინოწმინდა) რეგიონების რვა მუნიციპალიტეტში იმუშავებს და უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობას სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხარისხის გასაუმჯობესებლად და მათი შესაძლებლობების განსავითარებლად. ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, დონორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე, აქტივისტები და პარტნიორი ორგანიზაციები.
ღონისძიებაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს:
სიგრიდ ბრეთელმა, პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში;
თამარ გაბუნიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;
გიორგი დოხტურიშვილმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული;
ნანა ჯანაშიამ, აღმასრულებელი დირექტორი, CENN.
ღონისძიების ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტების მერებთან გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი.