„ქართული ოცნების“ შემომწირველების კომპანია რუსთავში, გასართობი ცენტრის მშენებლობისთვის, ხეებს ჭრის
ეს მშენებარე სავაჭრო-გასართობი ცენტრი შპს „ნიუს მოლს“ ეკუთვნის.
კომპანიის დირექტორი, დავით კაპანაძე 2018 წლიდან „ქართული ოცნების“ შემომწირველია. მას ამ დროისთვის მმართველი პარტიისთვის და მისი მხარდაჭერილი პრეზიდენტისთვის, 70 000 ლარი აქვს ჩარიცხული.
შპს „ნიუ მოლის“ წილის 45%-ის მფლობელი, მამუკა ხელაიაც „ქართული ოცნების“ შემომწირველია. მას მმართველი გუნდისთვის, 2017 წლიდან დღემდე 55 000 ლარი აქვს ჩარიცხული.
შპს “ნიუ მოლისგან“ კითხვებზე პასუხს ველით.
ხოლო რუსთავის მერია, კომენტარისთვის ჩვენგან ოფიციალურ წერილს ითხოვს.
შენიშნვა: ვიდეოში გამოყენებულია მოძრაობის „ჩემი ქალაქი მკლავს“ ფოტომასალა.
ახალი ინფორმაცია: კომპანიამ მოგვიანებით გააკეთა კომენტარი. იხილეთ მასალა ბმულზე…
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით