თეთრიწყაროში სოციალური თემატიკით დაინტერესებულ მოქალაქეებს სამუშაო ჯგუფში ელიან
„ჩემი ხელის უფლება“ ასეთი სახელწოდების პროექტი მიმდინარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ინიციატივას ორგანიზაცია „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“ (ACSDG) ახორცილებს და მისი მიზანია სოციალური პოლიტიკის გასაუმჯობესებლად სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და პარტნიორობის პროცესის წახალისება.
პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია იწყებს სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელშიც შევლენ სოციალური თემატიკით დაინტერესებული მოქალაქეები, დარგის სპეციალისტები და ბენეფიციარები.
პროქტის განმავლობაში ჯგუფი შეიკრიბება ორჯერ, ხოლო შეკრებებს შორის ჯგუფის წევრებს აქტიური კომუნიკაცია ექნებათ პროექტის განმახორციელებელ გუნდთან.
სამუშაო ჯგუფმა უნდა მოამზადოს ცვლილებათა პაკეტი, რომელიც განსახორციელებლად წარედგინება ადგილობრივ თვითმმართველობას. ცვლილებათა პაკეტი უნდა მოიცავდეს იმ დოკუმენტებში ცვლილებებს, რომლითაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები საზოგადოება უფრო მარტივად შეძლებს თავისი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გაცნობას თვითმმართველობისთვის, ვიდრე შეუძლია დღეს. ასევე, ამ ცვლილებების განხორციელებით ადგილობრივ მოქალაქეს უნდა გაეზარდოს მოტივაცია იმისთვის, რომ თავისი რეკომენდაცია შესთავაზოს გადაწყვეტილების მიმღებებს ადგილობრივ თვითმმართველობაში.
სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისთვის მოგვწერეთ კომენტარებში, ან დაუკავშირდით პროექტის ხელმძღვანელს:
გულიკო შოშიტაშვილი
ელ.ფოსტა: Shoshitashvili.guliko@gmail.com
ტელ. +995 599257040