„ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ მსმენელებს 19 სხვადასხვა სასწავლო კურსს სთავაზობს

„ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა“  საქმიანობა DVV International-ის დაფინანსებითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაიწყო. იგი წარმოადგენს საქართველოში გახსნილ, ამავე მიზნების მქონე, მე-13 ცენტრს.

ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში მიმდინარეობს სწავლა შემდეგ კურსებზე:

 ფასიანი კურსები (თვეში 20 ლარი) :

  1. შედუღების კურსი–1 თვე
  2. ბუღალტერია-2 თვე
  3. ჭრა-კერვა– 3 თვე
  4. კომპიუტერების შემსწავლელი კურსი-3 თვე
  5. ინგლისური ენა IV-VII კლასელებისთვის-3 თვე
  6. ინგლისური ენა VII-XI კლასელებისთვის- 3 თვე
  7. რუსული ენა დამწყებთათვის-3 თვე
  8. კონდიტერია (პურ-ფუნთუშეულობა)-1 თვე
  9. ელექტროგაყვანილობა-1 თვე

უფასო კურსები:

  1. ჯვარედინი ქარგვა-3 თვე
  2. სუვენირების ქსოვა-3 თვე
  3. თექის შესწავლა-3 თვე
  4. მებაღეობა-1 თვე
  5. მოზაიკა-1 თვე
  6. ფართო პროფილის მშენებლობა-ლესვა-1 თვე
  7. ფართო პროფილის მშენებლობა-იატაკის ფილების დაგება
  8. ხეზე კვეთა-3 თვე
  9. ხატვა-2 თვე

ცენტრში ასევე ფუნქციონირებს ორი კლუბი IX – XII კლასელებისთვის: ლიტერატურის და დისკუსიის.  ცენტრი აერთიანებს ახალგაზრდულ მიმართულებას და სწავლებისა და დასაქმების ხელშემწყობ ცენტრს.

ახალგაზრდულ მიმართულებას ჰყავს  30 -მდე მოხალისე,  როგორც ქალაქ ბოლნისიდან ისე სოფელ ქვეშიდან და დაბა კაზრეთიდან. ძირითადი მიმართულება ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა. ხოლო, სწავლების და დასაქმების ხელშემწყობი ცენტრის მიზანია, დამსაქმებლებისა და დასაქმების მაძიებლების ერთმანეთთან დაკავშირება, ინფორმირება და მათ შორის წარმატებული კომუნიკაციის დამყარება.

სწავლებისა და დასაქმების ხელშემწყობი ცენტრი გთავაზობთ შემდეგ კურსებს:

მეწარმეობის დაწყების მსურველთათვის:

  • სამეწარმეო უნარების გაძლიერება: ბიზნესის გეგმის შედგენა, რესურსების მოძიება/მობილიზება, ბაზრის ანალიზი, პროდუქციის შექმნა, სუბიექტად რეგისტრაცია;
  • ლიდერობა და მართვის უნარები: დელეგირების უნარები, გუნდის მართვა, ემოციური ინტელექტი;
  • მოლაპარაკების ტექნიკები და ეფექტური თვით-პრეზენტაცია (Elevator Pitch);
  • მარკეტინგი (ციფრული მარკეტინგი, E-commerce, Storytelling);
  • რისკების მართვა;
  • სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

დაქირავებით დასაქმების მსურველთათვის:

სამუშაოს მოძიების უნარები: CV-ის და სამოტივაციო წერილის შედგენა, სამუშაოს მოძიების პლატფორმები, გასაუბრების ძირითადი პრინციპები, LinkedIn გვერდის შექმნა;

გასაუბრებისა და კომუნიკაციის უნარები, ეფექტური პრეზენტაციის ჩატარება, თვითმენეჯმენტი;

ტექნოლოგიური უნარები: Google-ის ინსტრუმენტები (Gmail, Google Drive, Google Form);

Skype, Zoom და სხვა პლატფორმების მოხმარება.

თვითდასაქმებულებისთვის (freelancer):

ცალკეული სასწავლო კურსები (გრაფიკული დიზაინი, მონტაჟი, კომპიუტერული უნარების გაუმჯობესება) დისტანციური დასაქმების პლატფორმების შესახებ ინფორმაცია.

ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი ოფიციალურად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა და DVV International-ის დირექტორის მოადგილემ უვე გარტენშლეგერმა გახსნეს.

ცენტრის გახსნას DVV International-ის რეგიონული კოორდინატორი ბეტინა ბრანდტი,   DVV international საქართველოს ოფისის დირექტორი ლალი სანთელაძე, პროექტების მენეჯერი დავით ჯიქია, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის (GAEN) წარმომადგენლები,  ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.

ყოველი კურსის ახალი ჯგუფების შექმნისას ცენტრის ფეისბუქ გვერდზე იდება სარეგისტრაციო ბმული, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეგისტრირდეს და ჯგუფის დაკომპლექტების დროს უკუკავშირი მიიღოს. გარდა ამისა, შეუძლიათ ცენტრში მოსვლა და კურსზე  ადგილზევე დარეგისტრირება.
მისამართი: ბოლნისის, სულხან-საბა ორბელიანის N197
საკონტაქტო ინფორმაცია– infobolnisiaec@gmail.com
Facebook/Bolnisi AEC- ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
https://www.facebook.com/bolnisi.aec

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით