რუსთავი – არჩევნების პირველი ტურის შედეგი

რუსთავის საარჩევნო უბნების შედეგები სრულად დაითვალეს. ამომრჩევლებმა, რომელთაც ხმა ქალაქის 88 საარჩევნო უბანში მისცეს, რუსთავის საკრებულო ამგვარად დააკომპლექტეს:

“ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოში ყველაზე მეტი, 16 წევრი ეყოლება. რიგით მეორეა, თავისი შედეგებით „ქართული ოცნება“ – მათ 15 მანდატი ერგოთ. გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ კი 3 მანდატი. ვაკანტური რჩება 1 ადგილი.

მერებს შორის კი ხმების რაოდენობა ამგვარად განაწილდა: დავით კირკიტაძე 43.54 %, ნინო ლაცაბიძე 44.8% – ხმების 6. 82% კი ბექა ლილუაშვილმა მიიღო, რომელიც გახლდათ პარტია „საქართველოსთვის“ რუსთავის მერობის კანდიდატი. დანარჩენი სამი მერობის კანდიდატის შედეგი 3%-ს არ აღემატება.

QvemoQartli.ge ეცადე საკითხზე რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებას, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარს არც ოლქის თავმჯდომარემ და არც მდივანმა უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ მერებთან დაკავშირებით, საარჩევნო მარათონი გრძელდება  – მეორე ტურში, ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება,  გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატსა და მმართველი გუნდის წარმომადგენელს შორის მოუწევს.

 

QvemoQartli.ge