„გირჩი“ რუსთავის 81-ე უბანზე ამომრჩეველთა პარალელურ დათვლას ახდენს (ვიდეო)

რუსთავის 20-ე საარჩევნო ოლქის 81-ე უბაზე, პარტია „გირჩის“ წარმომადგენელი, კომისიის წევრი, უბანზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა პარალელურ დათვლას ახორციელებს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ნინო მაჭარაშვილი აცხადებს რომ ითვლის ამომრჩეველთა აქტივობას.

საკითხთან დაკავშირებით, QvemoQartli.ge „ადამიანის უფლებათა ცენტრი“-ს წარმომადგენელს  დაუკავშირდა. ორგანიზაციის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში, მსგავსი ქმედების თაობაზე, სპეციალური ჩანაწერი არ არის.

ნინო ბერიძე

QvemoQartli.ge