„სოლიდარობის ცენტრი“ – სოფელ ვახტანგისში ახალგაზრდები ახალი შესაძლებლობების შექმნას ცდილობენ (ვიდეო)

რა შეიძლება გააკეთონ 20 წლის სტუდენტმა და მისმა მეგობრებმა, საკუთარი სოფლისთვის?! ბევრი რამ და ამის შესახებ, იმედის მომგვრელ ისტორიას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში ვისმენთ.

ნურანა მუსაევამ, მეგობრებთან ერთად, საზღვრისპირა სოფელ ვახტანგისში „სოლიდარობის ცენტრი“ შექმნა. ორგანიზაცია მე-6 თვეა მუშაობს და მისი მიზანი სოფლის ახალგაზრდების და ქალების მხარდაჭერაა.

ცენტრს ამ დროისთვის არ აქვს პროექტორი. ასევე ახალგაზრდებს არ აქვთ კომპიუტერული ტექნიკა.

რადგან ცენტრი თავისი განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფება, მათ ფონდების მხრიდან მხარდაჭერა სჭირდებათ. ახალგაზრდები დაინტერესებული არიან შეისწავლონ პროექტების წერა, მართვა და გაეცნონ ადვოკატირების საუკეთესო პრაქტიკებს.

პ.ს ცენტრის მიმართ ინტერესის შემთხვევაში, მათთან დაკავშირებაში, ჩვენი რედაქცია დაგეხმარებათ.

მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია”.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით