COVID -19 და საჯარო მმართველობა – ევროპა ციფრული მმართველობის ახალი საფეხურისთვის ემზადება

საჯარო მმართველობის ევროპული ინსტიტუტი (EIPA) ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებს შორის, რომელიც მუშაობს საჯარო მმართველობის საუკეთესო პრაქტიკების შექმნისა და დანერგვისთვის. ინსტიტუტის მკვლევართა უახლესი პუბლიკაციები ეხება, საჯარო მმართველობის დისტანციურ მუშაობას, პანდემიის პერიოდში. ყურადღება გამახვილებულია საკანონმდებლო ბაზაზე, რომელიც დისტანციური მომსახურების შესაძლებლობას იძლევა და არსებულ გამოწვევებზე. საკითხი გაანალიზებულია ევროპული და ესპანური, საკანონმდებლო ჩარჩოების ჭრილში.

მკვლევარების დაკვირვებით, მართვის დისტანციური ფორმა თავის დადებით მხარეებთან ერთად საყურადღებო მომენტებსაც შეიცავს, რაც სამუშაო დროის და საშინაო შრომის ერთმანეთისგან გამიჯვნასაც მოიცავს. კერძოდ პუბლიკაციის თანახმად, მკვლევარები დასკვნამდე მივიდნენ, რომ მუშაოს აღნიშნული ფორმა, რიგ შემთხვევაში, ახანგრძლივებს სამუშაო საათებს. განსაკუთრებული ყურადღება პუბლიკაციებში ციფრული მმართველობის დახვეწის აუცილებლობას ეხება. განხილულია ისეთი საკითხები, როგორც ელექტრონული ხელმოწერის, ონლაინ ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვის და მმართველობისთვის განსხვავებული უნარ-ჩვევების შეძენას ეხება.

მმართველობის ციფრული სამყაროში გადატანა უსაფრთხოების საკითხებსაც უკავშირდება. მკვლევარები ყურადღებას ამახვილებენ პირად მონაცემთა დაცვის გამართული სისტემის შექმნაზე და ციფრული უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაზე. კვლევის თანახმად ეს საკითხი დისტანციური მუშაობისას განსაკუთრებით რთული ხდება, რადგან ხშირ შემთხვევაში სამუშაოს შესასრულებლად იმ ციფრული მოწყობილობების გამოყენება ხდება, რომელიც არ არის „სამსახურის ტექნიკა“ და რომელიც კერძო პირის ლეპტოპს, პერსონალურ კომპიუტერს, პლანშეტს ან მობილურს წარმოადგენს. გამოწვევებს შორის სახელდება „პროდუქტიულობის“ კლება, რაც დასაქმებული პირის განცალკევებულ მუშაობას და მისი სამუშაოს შესრულების კონტროლის არაეფექტურ გზებს უკავშირდება. ასევე ხელის შემშლელი ფაქტორი შეიძლება გახდეს დასაქმებულისთვის, სახლში მყუდრო სამუშაო ადგილის უქონლობა.

„ მთავრობების პოლიტიკური ამოცანაა, პანდემიის შექმნილი ეკონომიკური კრიზის დაძლევა. ეს კი მეტწილად დამოკიდებულია საჯარო მმართველობის სისტემის სწრაფ აღდგენაზე. საჯარო მოხელეებთან მუშაობა და საჯარო მმართველობის სისტემების ჰარმონიზაცია არსებულ გამოწვევებთან არის უმთავრესი იმ ამოცანათა შორის, რომელიც დროულად უნდა შესრულდეს“, – ციტატა EIPA-ის პუბლიკაციიდან ტელემუშაობის/დისტანციური მუშაობის მოდელები ევროპაში.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით