ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა საქართველოში
„ ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა საქართველოში”- ამ სახელწოდების კვლევა წარუდგინა საზოგადოებას, მიმდინარე თვეს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI).
ნაშრომი მომზადდა პროექტის ფარგლებში: „კარგი მმართველობისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ბენეფიციარი მესაკუთრეების ღიაობის სტანდარტების გაუმჯობესება“, ვიშეგრადის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.
კვლევა ყურადღებას ისეთ საკითხებზე ამახვილებს, როგორცაა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, შეფერხებული ვაქცინაციის პროცესი, აცრილთა სტატისტიკა, ვაქცინაციის ხარჯები და ვაქცინაციის პროცესის სტრატეგიული კომუნიკაცია.
კვლევის მიგნებების თანახმად, ვაქცინაციის პროცესის შესახებ საკმარისი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ოფიციალური დოკუმენტების გამოთხოვის შედეგადაც რთულდება გავრკვევა, თუ რა მოლაპრაკებებს აწარმოებს საქართველო ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად გაგრძელებისათვის, უცნობია რა თანხას ვიხდით ვაქცინებში.
„ მიუხედავად ბოლო პერიოდის ვაქცინაციის დინამიკის ზრდისა, ნათელია, რომ ქვეყანაში შემოსული დოზების დროული და ეფექტური ადმინისტრირება ვერ მოხერხდა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მიღებული 2 მილიონზე მეტი დოზიდან ამ ეტაპზე გამოყენებულია მხოლოდ 645 ათასი დოზა. ამასთან, მიზნად დასახული 18 წელს ზევით ასაკის მოსახლეობის სამიზნე რაოდენობის (60%) მოცვა 2-ჯერადი აცრით მხოლოდ 10.4%-ს შეადგენს. ამასთან, არსებული მონაცემებით, 5 თვის განმავლობაში, 15 მარტიდან დღემდე ვაქცინაციის ეროვნული გეგმით გათვალისწინებული მიზნობრივი 46,520 სამედიცინო მუშაკის მხოლოდ 36%-ია აცრილი“- ვკითხულობთ, კვლევის მიგნებებში.
მკლევართა მიერ ყურადღება გამახვილებულია, ვაქცინაციის პროცესის სტრატეგიული კომუნიკაციაზე.
„ ვერ ვიღებთ ინფორმაციას, თუ რა სახის საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს მთავრობა მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესით დაინტერესებისა და ინფორმირებისათვის. ცნობილია, რომ სწორედ აღნიშნული მიზნობრიობით შექმნილია ახალი ვებგვერდი provax.ge და იდენტური ფეისბუქ გვერდი, თუმცა სხვა სახის აქტივობებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის“- წერია IDFI კვლევაში.
კვლევითი მასალა ყუარადღებას „შეფერხებული ვაქცინაციის პროცესზე“ ამახვილებს:
„ 15 მარტიდან მაისამდე საქართველოში მინიმუმ ერთი დოზით აცრილთა პროცენტული მაჩვენებელი არ უტოლდებოდა 1%-ს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვაქცინების რაოდენობა გაიზარდა და დასაშვები გახდა 18 წელს ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია, აცრილი მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, ივლისის თვიდან კი ვაქცინირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაიწყო. კერძოდ, 15 ივლისს მოსახლეობის 4.4% ერთი დოზით მაინც იყო აცრილი (2 დოზით აცრილი – 2.9%), ეს მონაცემი 31 ივლისს 8.1%-მდე გაიზარდა (2 დოზით აცრილი – 4%). აღნიშული უკავშირდება ქვყანაში ფაიზერის ვაქცინის მარაგების გაზრდას.“
მკველევარებისთვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, 4 აგვისტოს მდგომარეობით, აცრილთა რაოდენობა რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:
აცრებისა და ჯავშნების 58%, 4 აგვისტოს მდგომარეობით, თბილისზე მოდის.
შენიშნვა: მასალაში გამოყენებული ყველა ვიზუალიზაცია ეკუთვნის „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI)
კვლევა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე..
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით