რუსთავში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა უფლებამოსილების შეჩერება ითხოვა

რუსთავის #20-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველად ორი საკითხი დასახელდა: რუსთავის #45-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის (ცესკოს არჩეული/დანიშნული) მელანო მჭედლიშვილის უფლებამოსილების შეჩერება და აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსის გამოცხადება.

მჭედლიშვილთან დაკავშირებით, კომისიის წევრებს განუცხადეს რომ მან უფლებამოსილების შეჩერება ითხოვა და შესაბამის განცხადებაში მიზეზად „ოჯახური პრობლემები“ დაასახელა. უფლებამოსილების შეჩერებას კომისიამ მხარი დაუჭირა. ასევე, კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს, 45-ე საარჩევნო უბანზე ახალი წევრის შესარჩევად კონკურსის გამოცხადებას.

კონკურსის მიმდინარეობის თარიღებად 23-24 აგვისტო დასახელდა.

მორიგი სხდომა, რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში 24 აგვისტოს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით