COVID 19 – რეკომენდაციები

„ახალი“ კორონავირუსი არის კორონავირუსის ახალი შტამი. კორონავირუსით გამოწვეული ავადობა პირველად გამოვლინდა ჩინეთის ქალაქში უხანი და მას ოფიციალურად ეწოდა „კორონავირუსით დაავადება-2019“ (CO -შემოკლებული „კორონა“, VI – შემოკლებული „ვირუსი“ და D – შემოკლებული „დაავადება“). ოფიციალურ სახელდებამდე ამ დაავადებას ეწოდებოდა „2019 წლის ახალი კორონავირუსი“ ან „2019-CoV).

ვირუსი COVID-19 ახალი ვირუსია და ის უკავშირდება ვირუსების იმავე ჯგუფს,რომელსაც განეკუთვნება „მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი“ (SARS) და გაციების ზოგიერთი ფორმა.

COVID-19 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიად გამოცხადდა. რასნიშნავდა ეს?

COVID-19-ის პანდემიად გამოცხადება არ ნიშნავს, რომ ვირუსი უფრომომაკვდინებელი გახდა, არამედ წარმოადგენს დაავადების გეოგრაფიული გავრცელების დადასტურებას. შევეცდებით,მოკლედ  და  გასაგებად  აგიხსნათ,თუ  რას  წარმოადგენს კორონა ვირუსი და  როგორ  შეიძლება  ვებრძოლოთ  მას.

COVID-19-ისთვის დამახასიათებელია სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველა, ყელის ტკივილი, ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა, თავისა დაკუნთების ტკივლი, ზოგადი სისუსტე, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება ან მოსვენების დროს ქოშინი (რაც ადრე არ გქონია). თუმცაღა  მსგავსი სიმბპტომები  ახასიათებს  სხვა  ვირუსებსაც.

COVID19 ინფიცირებულად ითვლება  მხოლიდ  ის   ადამიანი, რომელსაცინფექცია დაუდასტურდა  ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევით (პსრ ტესტი – PCR) ან სწრაფი ანტიგენტესტით. თუ  კი   აღმოაჩენთ  კორონავირუსის  ნიშნებრს, დაუკავშირდით თქვენ ოჯახის ექიმს. ხველება და ტემპერატურის მატება ახასიათებს სხვა ვირუსულ ინფექციებსაც. ამიტომ, თუ ახველებთ, გაქვთ სურდო ან ტემპერატურა, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კოვიდ-ინფიცირებული ხართ. მიუხედავად ამისა, აუცილებელია რამდენიმე დღე გაატაროთ იზოლაციაში.

როგორც წესი, სხვა ვირუსული ინფექციით გამოწვეული სიმპტომები სტანდარტულიმიმდინარეობისას 3-5 დღეში ქრება. მაღალი რისკის კონტაქტად  ითვლება პირი, რომელსაც სიმპტომების გაჩენამდე ან  ლაბორატორიული ნიმუშის აღებამდე 48 საათის განმავლობაში:

იმყოფებოდა  ინფიცირებულთან    1 მეტრზე ნაკლები დისტანციით 15 წუთზე მეტი დროით;ჰქონდა ფიზიკური კონტაქტი COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან; ჰქონდა დაუცველი უშუალო კონტაქტი COVID-19-ით ინფიცირებულის მიერ გამოყოფილ სეკრეტთან (მაგ: ხველის ან ცემინებისას); იმყოფებოდა  მასთან  დახურულ  სივრცეში.

თუ  თქვენთან  ახლო  კონტაქტში  მყოფს  დაუდასტურდა  COVID 19, გადადით თვითიზოლაციაში, დაუკავშირდით 112  ან  ოჯახის პირად ექიმს. საჭიროების შემთხვევაში  უნდა მოხდეს თქვენი ტესტირება. სიმპტომების  შესაბამისად უნდა გადაწყდება ბინაზე  მკურნალობა  ან  ჰოსპიტალიზაციაც. აგიხსნით  რას  გულისხმობს  თვითიზოლაცია: არ   გახვიდეთ გარეთ; არ  მიიღოთ  სტუმრები; კორონავირუსის  გადაცემა  ხდება  საკმაოდ   მარტივად,     წვეთოვანი და კონტაქტური გზით.   მაგალითად, ხველის ან ცემინების დროს, ხელის ჩამორთმევით, სახესა და თვალთან დაუბანელი ხელის შეხებით,  დაავადებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით.

ინფიცირებული   ადამიანი გადამდები ხდება სიმპტომების დაწყებამდე 2 დღით (48 საათით) ადრე. კორონავირუსისგან  თავის  დასაცავად   აუცილებლად, მოერიდეთხალხმრავალ  ადგილებს, ატარეთ  პირბადე, ხშირად  დაიბანეთ  ხელები  საპნით და  გამოიყენეთ  სადეზინფექციო  ხსნარები, დაიცავით  2 მ დისტანცია. კორონავირუსს  ახასიათებს  ინკუბაციის განსხვავებული  პერიოდი, საშუალოდ 5-6 დღე, თუმცა შეიძლება 14 დღემდეც გაგრძელდეს.

დაავადების მიმდინარეობის დადგენის მიზნით გამოიყენება ანტიგენის სწრაფიტესტი ან პსრ (PCR) ტესტი, რომელიც ადგენს ცხვირ-ხახის ნაცხში ვირუსის არსებობას; ანტისხეულების ტესტი: COVID-19 IgM/IgG  ტესტი არის სწრაფი, რომელიც განსაზღვრავს   სისხლში, შრატსა და პლაზმაში  ვირუსის მიმართ ანტისხეულების არსებობას.  უსიმპტომო პაციენტებში, ან დაავადების ადრეულ ეტაპზე აღნიშნული ტესტის გაკეთება არ არის მიზანშეწონილი, რამდედანაც ანტისხეულების გამოყოფა იწყება სიმპტომების დაწყებიდან მე-5 და მე-14 დღეს; საკუთარი ინიციატივით არცერთი ასეთი ტესტის გაკეთება არ არის რეკომენდებული. ამისთვის  გირჩევთ დაუკავშირდით ოჯახის პირად ექიმს.

სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულიშემდეგი ჯგუფების ლაბორატორიული მომსახურება: ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილი პაციენტი პნევმონიის დიაგნოზით ან ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირაციული დაავადების ნიშნები. ან, ექიმის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები (მათ შორის, ამბულატორიულად მისული პაციენტის ტესტირება, ტესტირების შედეგის მიღებამდე თვითიზოლაციის პირობების მკაცრი დაცვით); დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, მხოლოდ თვითიზოლაციის ან/და კარანტინში ყოფნის (დადასტურებულ შემთხვევასთან ბოლო კონტაქტიდან 12 დღე) პერიოდში, მინიმალური – დაავადების ერთ-ერთი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ექიმის ან/და ეპიდემიოლოგის გადაწყვეტილებით; სამედიცინო პერსონალი, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ პირთა დაწესებულებების პერსონალი და ბენეფიციარები და სხვა. დეტალური ინფორმაცია ტესტირებას დაქვემდებარებული ჯგუფების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/4896450?publication=9

სხვა შემთხვევაში, თუ ტესტს იკეთებთ საკუთარი სურვილით, მომსახურება არის ფასიანი.თუ  ინფიცირებულს დასჭირდა გეგმიური სამედიცინო მომსახურება, დაუკავშირდეს ოჯახის   ექიმს   გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების საჭიროების დროს კი  უნდა   მიმართის  112-ს. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ინფიცირებულთან ერთად სახლში მცხოვრები ოჯახის ყველა წევრი დარჩეს თვითიზოლაციაში. თუ თქვენი ოჯახის წევრი რამდენიმე წესი, რათა შეამციროთ ვირუსის გადაცემის საფრთხე: ხშირად გაანიავეთ ოთახი, გარე სივრცეში გამავალი ფანჯრის, კარის გაღებით. ინფიცირებულთან კონტაქტის აუცილებლობისას ყველა წევრმა უნდა გაიკეთოს პირბადე. იზოლაციაში მყოფ ოჯახის წევრთან აუცილებლობის გარდა ფიზიკური კონტაქტი მაქსიმალურად შეზღუდეთ. საეჭვო ინფიცირებული პირი, სარგებლობს საკუთარი ჭურჭლით და საყოფაცხოვრებო ნივთებით. თუ შესაძლებელია, საეჭვო ინფიცირებული პირი სარგებლობს ცალკე აბაზანით და სან-ჰიგიენური კვანძით, სხვა შემთხვევაში საერთო საპირფარეშოს მოხმარების შემდეგ, ინფიცირებულთან შეხებაში მყოფი ზედაპირები უნდა გაიწმინდოს სადეზინფექციო ხსნარით. საერთო სივრცეში ზედაპირები რაც შეიძლება ხშირად ვამუშავებთ სპირტიანი (60-80%) ხსნარით. არსებობს  მკურნალობის  სხვადასხვა  ფორმა, ჯანმრთელობიდან გამომდინარე.(ბინაზე,სასტუმროში,საავადმყიფოში) ბინაზე მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღება, თუ COVID-19 დადასტურებულ პირს აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები ან უსიმპტომოა.

ამავდროულად აუცილებელია პირს ჰქონდეს თვითიზოლაციის პირობები. აღნიშნული არ ვრცელდება ქრონიკული დაავადებების მქონე და 65 წელზე უფროსი ასაკის პირებზე. ასევე, 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, რომელთა მკურნალობა აუცილებელია განხორციელდეს სამედიცინო დაწესებულებაში; თუ პირს აქვს მსუბუქი სიმპტომები, ან უსიმპტომოა, მაგრამ არ აქვს თვითიზოლაციის პირობები, 112-თან კონტაქტის შემდეგ განხორციელდება მისი გადაყვანა COVID -სასტუმროში;

დაავადების მძიმე მიმდინარეობისას, ასევე ქრონიკული დაავადების მქონე და ხანდაზმული პირების შემთხვევაში, მკურნალობა ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებაში.მნიშვნელოვანია  ვიცოდეთ, რომ სიმპტომიანი პაციენტის შემთხვევაში მკურნალობა დასრულებულია, თუ თვითიზოლაციიდან გასულია მინიმუმ 10 დღე და დამატებით 3 უსიმპტომო დღე; თუ დაავადება მიმდინარეობდა სრულიად უსიმპტომოდ, პაციენტი 10 დღე იმყოფება იზოლაციაში და მე-11 დღიდან იხსნება მეთვალყურეობიდან. ორივე შემთხვევაში გამოჯანმრთელებას ადასტურებს მკურნალი ოჯახის ექიმი.

ჰოსპიტალიდან ბინაზე გაწერა ხორცილდება დამტკიცებული პროტოკოლისთანახმად, ექიმის გადაწყვეტილებით. თუ საკარანტინო ზონაში მოთავსებული პირი დასაქმებულია, ჯანდაცვის  სამინისტრო უფლებამოსილია, ასეთ პირებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი ცნობა. სტაციონარში მოთავსებულ პირებზე, ცნობა გაიცემა სტაციონარული დაწესებულების მიერ, ხოლო ბინაზე მეთვალყურეობის შემთხვევაში ცნობას გასცემს შესაბამისი ონლაინ-კლინიკა.

ხშირად  ისმის  კითხვა, თუ  რა  პროცედურები  უმდა  გამოიაროს საქართველოში  შემოსვლის  მსურველმა? მოგახსენებთ, რომ   საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებისთვის, ქვეყანაში შემოსვლისათვის საჭიროა: საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის შემდგომაც ექვემდებარება თვითიზოლაციაში გადასვლას 8 დღით.  PCR ტესტის არმქონე პირი ექვემდებარება საკარანტინე სივრცეში გადასვლას. (აღნიშნული საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით  და ექვემდებარება პერიოდულ განახლებას). ინფორმაციას, რომელ  ქვეყანაში  შეიძლება  გამგზავრება პანდემიის  პირობებში ვერ  მოგაწვდით, ვინაიდან  იგი  განახლებადია. წინსაწარ  უნდა  დაუკავშირდეთ  სასურველი  ქვეყნის  საკონსულოებსა  თუ საელჩოებს. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, COVID-19-თან დაკავშირებული ყველა სამედიცინო სერვისი ფასიანია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  უსიმპტომო პაციენტები წარმოადგენენ ვირუსისგადაცემის წყაროს, თუმცა სიმპტომების არ არსებობის გამო, ვირუსის გამოყოფის ინტენსივობა ნაკლებია. შესაძლოა უსიმპტომო  პაციენტის მდგომარეობა  მოულოდნელად დამძიმდეს, ამიტომ აუცილებელია ყურადღებით ადევნოთ თვალყური დაავადების მიმდინარეობას და მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ ოჯახის ექიმს.

მასალის მომზადებისას, ავტორი ეყრდნობოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტროს, გაცემულ რეკომენდაციებს.

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 QvemoQartli.ge