რეკომენდაციები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისთვის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, კორონავირუსიის პანდემიასთან დაკავშირებით, შეიმუშავა რეკომენდაციები, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისთვის.

დამსაქმებლის ვალდებულებები

  • 20 და მეტი დასაქმებულის შემთვევაში, სამუშაოს დაწყების წინ უნდა გააკონტროლოს დასაქმებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით;
  • შეიმუშაოს საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა;
  • შეიმუშაოს იმ პირთა დაუყოვნებელი იზოლაციის პოლიტიკა და პროცედურები, რომელთაც COVID19-ის ნიშნები ან/და სიმპტომები გააჩნიათ, აღნიშნულთან დაკავშირებით მოახდინოს მათი ინფორმირება;
  • განათავსოს თვალსაჩინო ადგილას განცხადებები COVID-19-ის და იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
  • დასაქმებულები, რომელთაც შეუძლიათ სამუშაოს შესრულება დისტანციურად, მაქსიმალურად უზრუნველყოს მუშაობის ამგვარი მეთოდის გამოყენებით;
  • შესაძლებლობის ფარგლებში დააწესოს შეზღუდვები სამუშაო დროზე;
  • მუშაობის მიმდინარეობისას სამუშაო დროის განმავლობაში დააწესოს სანიტარული შესვენებები;
  • უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში დასაქმებულთა შორის 2მ დისტანციის დაცვა;
  • ადმინისტრაციული შენობების შესასვლელთან განათავსოს დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით; სხვა შემთხვევაში, სამუშაო არეალში შესვლამდე მოხდეს ფეხსაცმლის შეცვლა/ბახილების გამოყენება;
  • სამუშაო ადგილებზე განათავსოს ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;
  • უზრუნველყოს, სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;
  • მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;
  • დასაქმებულები უზრუნველყოს, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, ჩაფხუტი, ხელთათმანი, სამედიცინო ნიღაბი), დააწესოს კონტროლი მათ გამოყენებაზე; o მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;
  • უზრუნველყოს მობილური/ქალაქის ტელეფონის პერიოდული დამუშავება შესაბამისი წესით;
  • უზრუნველყოს ხშირად შეხებადი ზედაპირების შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება ყოველ 2 საათში ერთხელ;
  • პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია (ბუნებრივი ვენტილაციის შეუძლებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს ხელოვნური ვენტილაცია, გარედან ჰაერის შემოტანით, ცირკულაციითა და უკან გატანით;
  • პესტიციდებთან მუშაობის შემთხვევაში მიაწოდოს რესპირატორული ნახევარნიღაბი ფილტრებით ან კარტრიჯით, ბამბის თავსაბურავი, ქიმიური ნივთიერებებისადმი მედეგი: დამცავი სათვალეები, გრძელი ხელთათმანები, ფეხსაცმელები, ერთჯერადი ბამბის კომბინიზონი;
  • ღია ცის ქვეშ მუშაობის შემთხვევაში მიაწოდოს დამცავი ხალათები, წინსაფრები (საჭიროების შემთხვევაში), ნიღბები, ხელთათმანები;
  • უზრუნველყოს გამოყენებული ტანსაცმლის დატოვება სამუშაო სივრცეში და არ დაუშვას დასაქმებულთა მიერ მათი სახლში წაღება;
  • უზრუნველყოს სამუშაო სივრცის დროული დასუფთავება და ნარჩენების დროული გატანა;
  • უზრუნველყოს დასაქმებულთა/ ვიზიტორთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყოს ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

დასაქმებულთა ვალდებულებები

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

  • თქვენს სამუშაო ადგილზე დაიცავით ჰიგიენის წესები;
  • სამუშაო პროცესი განახორციელეთ საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
  • საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით, ხოლო დაბანის შემდგომ კარგად გაიმშრალეთ. იმ შემთხევაში თუ ობიექტზე ხელის დაბანა შეუძლებელია, გამოიყენეთ სპირტის შემცველი ან/და ანალოგიური თვისებების მოქნე ხელის საწმენდი სადეზინფექციო საშუალებები;
  • მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს;
  • მოერიდეთ სხვა დასაქმებულებთან/მესამე პირებთან შეხებას;
  • მოერიდეთ თავშეყრას (რეკომენდირებულია ერთ სამუშაო პლატფორმაზე არაუმეტეს 10 ადამიანის მუშაობა უსაფრთხო დისტანციის დაცვით – არანაკლებ 2მ);
  • დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ);
  • დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;
  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება.

QvemoQartli.ge