მაჟორიტარობის კანდიდატი: „ოცნების“ წარმომადგენელი მეზობლებს საარჩევნო უბანზე, მხოლოდ, გასაუბრების შემდეგ უშვებს

„ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ლია მაისურაძე, ამომრჩევლებზე ზეწოლაზე საუბრობს. აცხადებს, რომ „ოცნების“ აგიტატორები დღეს, მთელი დღის მანძილზე, მუშაობდნენ რუსთავის მე-12, მე-13 და მე-9 საარჩევნო უბანთან.

„ რუსთავის მე-2 ოლქში, დილიდან იდგნენ ოცნების ამომრჩევლები, სიებით ხელში და ე.წ. წინასწარ შეთანხმებულ მეზობლებს, მოსვენებას არ აძლევენ.  მოითხოვდნენ, რომ დაეფიქსირებინათ არჩევანი. ასევე, მე-9 უბანზე ამომრჩეველ-აგიტატორი იდგა  ოცნების მაისურით და ,,სამეზობლოს” მხოლოდ გასაუბრების შემდეგ უშვებდა საარჩევნო უბანზე. აგიტატორები მუშაოდნენ და ჩვენ გადავიღეთ კიდეც, მე-16 სკოლასთან, სადაც მე-12 და მე-13 საარჩევნო უბანია განთავსებული“- აცხადებს, „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ლია მაისურაძე.

„ქართული ოცნების“ რუსთავის ორგანიზაციაში კი  აცხადებენ, რომ პარტია მუშაობს არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით.

ვიდეოს წყარო: ენმ-ს რუსთავის ორგანიზაციას