ჩვენ შესახებ

სარედაქციო კოდექსი

 „ქვემო ქართლის მედი“ – QvemoQartli.ge ცდილობს აუდიტორიისადმი ანგარიშვალდებულებითა და პასუხისმგებლობით , ასევე რედაქციაში შეთანხმებული წესებითა და პრინციპებით გააშუქოს მოვლენები, შექმნას ჟურნალისტური ნაწარმოებები.

ორგანიზაციის მისიასთან ერთდ, გაეცნობით პრინციპებს და სახელმძღვანელო დოკუმენტებს, რომელთა გათვალისწინებითაც ჩვენ ვცდილობთ თქვენთვის ვიმუშაოთ.

მისია: ჩვენ გვჯერა თავისუფალი მედიის და მისი ძალის დემოკრატიის განვითარებაში. ვმუშაობთ ქვემო ქართლის საზოგადოებისთვის – მაღალი ჟურნალისტური სტანდარტით. ყოველდღიურად ვცდილობთ ორგანიზაცია ვაქციოთ თავისუფალი სიტყვის სივრცედ და  შევუქმნათ მას მდგრადი ფინანსური გარემო.

ჟურნალისტიკა, ისევე როგორც ყველა სხვა პროფესია, არ არის სრულად დაზღვეული შეცდომებისგან. ჩვენ სხვადასხვა მეთოდით, ვცდილობთ შეცდომების პრევენციას.

თუ თვლით, რომ ჩვენი მცდელობის მიუხედავად – პირნათლად გვემუშავა თქვენი ინფორმირებისთვის, მაინც დავარღვიეთ ქვემოთ მოცემული რომელიმე პრინციპი, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ საბჭოებს:

  1. ჩვენი რედაქციის თვითრეგულირების საბჭო:

QvemoQartli2022@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ – განცხადება თვითრეგულირების საბჭოს.

აქ თქვენს განაცხადს, თქვენი ჩართულობით განვიხილავთ ჩვენს ჟურნალისტებთან ერთად.

  1. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია – ეს არის პროფესიული გაერთიანება, რომლის მიერ ჩამოყალიბებულ 11 პრინციპსაც ჩვენი რედაქცია აღიარებს. ქარტიას შეგიძლიათ მიმართოთ ბმულზე

პრინციპები:

სიზუსტე

სიზუსტე ნებისმიერი ახალი ამბის სიუჟეტის ქვაკუთხედია და, მეტწილად, სწორედ ის განაპირობებს აუდიტორიის ნდობას საბოლოო პროდუქტისადმი. მედიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მის მიერ დაბეჭდილი თუ გადმოცემული ამბის  ნამდვილობის უზრუნველსაყოფად. მედია ორგანიზაციამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს აუდიტორია და არ უნდა გაავრცელოს ყალბი ახალი ამბები. არსებითად, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი სიუჟეტი, ამბავი უნდა ეყრდნობოდეს სანდო წყაროს, ხოლო ფაქტები უნდა გადამოწმდეს. აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ სიზუსტე სისწრაფეზე მნიშვნელოვანია. აზრი არ აქვს პირველობას, თუ ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.

მიუკერძოებლობა

 მიუკერძოებლობა მედიის დამოუკიდებლობის გარანტია და გულისხმობს, რომ ჩვენი პროფესიული მოსაზრებები არ უნდა იყიდებოდეს და ექცეოდეს გავლენის ქვეშ, ხოლო პირადი რწმენა არ უნდა ახდენდეს გავლენას სიუჟეტზე, ამბავზე, რომელსაც ვქმნით.

ეს ბევრად მეტია, ვიდრე ორ მხარეს შორის ბალანსის შენარჩუნება, რადგან აზრთა სხვადასხვაობის ასახვასა და ინკლუზიურობას მოიაზრებს. აქ შეიძლება იგულისხმებოდეს არამხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისი, არამედ კულტურული ლანდშაფტის მრავალფეროვნება, სხვადასხვა გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების, ქალაქსა თუ სოფლად მცხოვრები, ხანდაზმული თუ ახალგაზრდა, შეძლებული და ღარიბი მოსახლეობის შეხედულებები

 სამართლიანობა

ეს ნიშნავს სამართლიანობას აუდიტორიის, წყაროებისა და იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ჩვენი მედიამასალა მოიცავს და/ან ეხება; სამართლიანობა, ასევე, მოიაზრებს ახალი ამბებზე მომუშავე ყველა თანამშრომლის პატივისცემას და თანაბარ მოპყრობას. ყველა პირს, რომელსაც ესა თუ ის მასალა ეხება, უნდა ჰქონდეს უფლება, უპასუხოს ნებისმიერ ბრალდებას და გადმოსცეს ამბის საკუთარი ვერსია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხვაგვარად შეუძლებელია, გარკვეული მტკიცე სარედაქციო მიზეზებიდან გამომდინარე.

 ინტერესთა კონფლიქტი

ამვარ კონფლიქტად ჩვენ განვიხილავთ მდგომაროებას, როცა ჟურნალისტის, რედაქციის წევრის პირადი, კორპორატიული ან სამოქალაქო ინტერესი შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს ჟურნალისტურ პრინციპებთან.

  • სიძულვილის ენის დაუშვებლობა.
  • ბავშვის ინტერესის უპირატესობა გაშუქებისას.
  • ინკლუზიური მედია.
  • სოციალურ მედიაში მუშაობის მეთოდოლოგია.
  • კონფლქიტების, ძალადობის, საგანგებო სიტუაციების, არჩევნების და სხვა მნიშვნელოვანი თემების გაშუქების პრინციპებს და სახელმძღვანელოებს, რომლებსაც ჩვენ ვაღიარებთ და ვეყრდნობით, თქვენ იპოვით აქ:

ეს სარედაქციო გზამკვლევი დამუშავებულია EU4Media -ს პროექტის ფაგრლებში მირანდა ჰერსტის (Miranda Hurst) (ედინბურგის ნეპერის (Napier) უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ლექტორის და ნათია კუპრაშვილის – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის თანამშრომლობით.

___________________________________________________________________________

ორგანიზაციის გუნდი: მანონ ბოკუჩავა (დირექტორი, დამფუძნებელი)

ფრილანსერი ავტორები: ნინო ბერიძე,  გურანდა ფუტკარაია

ექსპერტები/კონსულტანტები, რომლებთანაც ორგანიზაციას აქვს თანამშრომლობის გამოცდილება: დავით ლოსაბერიძე, ქეთევან მურღულია, მერაბ ცინდელიანი.

____________________________________________________________________________

ს/კ 416303912

საკონტაქტო ინფორმაცია: qvemoqartli2022@gmail.com

____________________________________________________________________________

მიმდინარე და შესრულებული პროექტები:

პროექტი: Her home – ქვემო ქართლში ქალთა ფსიქოლოგიური და სამართლებრივი მხარდაჭერის ცენტრის შექმნა

განმახორციელებელი:  ქვემო ქართლის მედია

ფინანსური მხარდამჭერი:  ქალთა ფონდი საქართველოში

პროექტი: „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის“

ლიდერი ორგანიზაცია: CENN

პარტნიორი ორგანიზაცია: ქვემო ქართლის მედია

ფინანსური მხარდამჭერი: ევროკავშირი

პროექტი:  „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის გაუმჯობესება – რეგიონული მედია და სამოქალაქო სექტორი თვითმმართველობის საუკეთესო პრაქტიკისთვის“

ლიდერი ორგანიზაცია: ქვემო ქართლის მედია

პარტნიორი: ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი

ფინანსური მხარდამჭერი: ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.

 

პროექტის სახელწოდება: „საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში, თვითმმართველობების გაძლიერებისა და საჯარო სერვისების გაუმჯობესების მიზნით, დასახული ამოცანების შესრულების ხარისხის მონიტორინგი.“

დაფინანსების წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

პროექტის სახელწოდება: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ – ცნობირების ამღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების (fake news) შესახებ

პროექტის მიზანი: მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებში გაზარდოს მგრძნობელობა პროპაგანდის პრობლემის მიმართ, აამაღლოს მათი ცნობიერება პროპაგანდის და ყალბი ამბების მიზანმიმართულ გავრცელებაზე.

პროექტის ამოცანა: მიზნის მისაღწევად, მარნეულის მუნიციპალიტეტში, 50 ახალგზრდილისთვის პროპაგანდისა და ყალბი ამბების მიზანმიმართულ გავრცელებაზე ტრენინგების კურსის ჩატარება. ტრენინგების თემატიკა იქნება შემდეგი:

  • პროპაგანდა როგორც პრობლემა;
  • პროპაგანდის მეთოდები თანამედროვე სამყაროში; (ტრადიციულ მედიასთან ერთად, პროპაგანდის ტრიბუნა ხდება სოციალური ქსელები – შესაბამისად, ამ საკითხზე ახალგაზარდებისთის ინფორმაციის მიწოდება არის მნიშვნელოვანი)
  • ანტიდასავლური პროპაგანდა;
  • საქართველო, როგორც რუსული პროპაგანდის სამიზნე; 
  • პროპაგანდასთან ბრძოლა – ყალბი ფოტოს, ვიდეოს და სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის გამოაშკარავება.

დაფინანსების წყარო: საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის (GCSD)

პროექტის სახელწოდება: “როდესაც შენი მეზობელი სპილენძისა და ოქროს მომპოვებელი საწარმოა” – ქალთა განწყობების შესწავლა საწარმო RMG-ის საქმიანობის მიმართ.

პროექტის მიზანი: ქალთა განწყობების შესწავლა საწარმო RICH METALS GROUP-ის (RMG) საქმიანობის მიმართ, არსებული პრობლემების გამოვლენა და საზოგადოებაში შესაბამისი დისკუსიების წარმართვა. 

შედეგი: პროექტის შედეგად მომზადდა კვლევა, რომელმაც გამოკვეთა ქალების დამოკიდებულება საწარმოს მუშაობის მიმართ. აგრეთვე კვლევამ ასახა დაბა კაზრეთში მცხოვრებ ქალთა საჭიროებები და სირთულეები, რომელიც გამოწვეულია საწარმოს RMG-ის მუშაობის შედეგად. კვლევა ითარგმნა ინგლისურ ენაზე.

დაფინანსების წყარო: ქალთა ფონდი საქართველოში

პროექტის სახელწოდება: სოფელ წინწყაროს ადგილობრივი ბიზნესი, თვითმმართველობა და სამოქალაქო საზოგადოება ეკომიგრანტი, კოდორიდან დევნილი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვის – ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა საკვირაო სკოლა წინწყაროში

პროექტის მიზანი: გაზარდოს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობა სოფელ წინწყაროს ახალგაზრდებში, რათა მათ შეძლონ თემში პოზიტიური ცვლილებების განხორცილება.

ამოცანები: საკვირაო სკოლის ფარგლებში, ახალგაზრდებს უტარდებათ შემდეგი თემატიკის ტრენინგები:

  • სამოქალაქო საზოგადოება (მისი მნიშვნელობა, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების კონკრეტული მიღწევები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. ტრენინგები წარიმართება პრეზენტაციის, მცირე დოკუმენტური ფილმების ჩვენების და დისკუსიის ფორმატით);
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციების შექმნა;
  • პროექტების წერა ( ძირითადი საფუძვლები , ფონდების მოძიება )
  • ადვოკატირების ფორმები (გასცემს პასუხს კითხვებს: რას ნიშნავს ადვოკატირების კამპანია, როგორი სახის შეიძლება იყოს, როგორ ვეძებთ პარტნიორებს, როგორ ვიყენებთ ფოტო-ვიდეო მასალებს და სოციალურ ქსელებს, როგორ ვმუშაობთ თემთან);
  • ეფექტური ადვოკატირების კამპანიების წარმართვისთვის ფოტო ვიდეო გადაღების საბაზისი პროფესიული უნარები ;
  • ტრადიციული მედიის როლი ადვოკატირების კამპანიაში ;
  • მედიაწიგნიერება; ყალბი ამბები – პროპაგანდა;
  • უფასო ინტერნეტ რესურსების გამოყენება (ბლოგების შექმნა, სოციალური ქსელის გვერდების, YouTube არხის და მათი გამოყენება ადვოკატირების მიზნისთვის);
  • საქართველოს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მისიის და მი ზნების გაცნობა (ნატო, ევროკავშირი, გაერო, ეუთო);
  • ადამიანის უფლებების მდგომარეობა და ცხოვრების ხარისხი – ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ;
  • გენდერული თანასწორობა (პრეზენტაციასთან ერთად მცირე დოკუმენტური ფილმების ჩვენებით);
  • კანონის უზენაესობის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის ;
  • განსხვავებული რელიგიის,ეთნიკური წარმომავლობის, სექსუალური  ორიენტაციის  და განსხვავებული შეხედულებების ადამიანების „ განსხვავებულობის “ მიღება და პატივისცემა ;
  • ასოცირების შეთანხმება; აქცენტი გაკეთდება DCFTA მიმართულებითაც  მცირე საწარმოს მაგალითზე (შპს წინწყარო +). ახალგაზრდებს ექნებათ პრაქტიკული სწავლება საწარმოში, სადაც ასწავლიან როგორ ხდება ასოცირების ფარგლებში არსებული სტანდარტების დაკმაყოფილება. რა მნიშვნელობა აქვს ამას პროდუქციის ხარისხისთვის. ასევე, ისწავლიან თანამედროვე სტანდარტებით რძის პროდუქტების წაროებას და პრაქტიკაში ნახავენ, როგორ „გამოიყურება“ და მუშაობს ევროკავშირის მხარდაჭერილი/გადაიარაღებული მცირე საწარმო.
  • უსაფრთხო გარემოს მნიშვნელობა;
  • თვითმმართველობის მუშაობა;

შედეგი: შექიმნა საკვირაო სკოლა და სამოქალაქო განათლების მცირე ბიბლიოთეკა.

დაფინანსების წყარო: სტრატეგიული  კვლევებისა  და განვითარების  ცენტრი (CSRDG)

პროექტის სახელწოდება: წალკაში მცხოვრები ქალების უფლებრივი მდგომარეობა და საჭიროებები The rights and needs of the women living in Tsalka

შედეგი: მომზადაა წალკაში მცხოვრებ ქალთა საჭიროებების ამსახველი კვლევა.

დაფინანსების წყარო: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მხარდაჭერით, IREX ევროპასთან პარტნიორობით, ევროკომისიის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში.

(პროექტს სახელმწოდებით: ადგილობრივი თვითმმართველობების როლი ასოცირების შესახებ შეთანხმების დღის წესრიგის შესრულებაში  –  ასოცირების ევროვნული სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და ადვოკატირება ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მაგალითზე

შედეგი: მომზადდა ანგარიში ევროკავშირთან ასოცირების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, თვითმმართველობების მიერ შექმნილი საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტების ხარისხის შესახებ. მოხდა მიგნებების და რეკომენდაციების გაცნობა, როგორც სამოქალაქო ასევე საჯარო უწყებებისთვის.

დაფინანსების წყარო: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

პროექტის სახელწოდება: ქვემო ქართლის მოსახლეობის ინფორმირება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ,  ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადებული, სიღმისეული ჟურნალისტური ნამუშევრებით

პროექტის მიზანი:  გაზარდოს ინტერესი და ინფორმირებულება, ქვემო ქართლის მოსახლეობაში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ –  მოსახლეობამ შეძლოს ახალი შესაძლებლობების გამოყენება.

შედეგი: მომზადდა ოთხი საინფორმაციო რგოლი ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე.

დაფინანსების წყარო: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

პროექტის სახელწოდება: საწარმოების პირისპირ – რუსთავში ქარხნების სიახლოვეს მცხოვრები ქალების გამოწვევები და საჭიროებები

პროექტის მიზანი: წარმოაჩინოს რუსთავში მსხვილი საწარმოების სიახლოვეს მცხოვრები ქალების საჭიროებები.

შედეგი: მოვამზადეთ კვლევა და საზოგადოებას წარვუდგინეთ.

ქართული ვერის – საწარმოების პირისპირ – რუსთავში ქარხნების სიახლოვეს მცხოვრები ქალების გამოწვევები და საჭიროებები

ინგლისური ვერსია – Facing Enterprises – Challenges and Needs of Women Living Near Factories in Rustavi

დაფინანსების წყარო: ქალთა ფონდი საქართველოში

პროექტის სახელმწოდება: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო საქართველოში

პროექტის მიზანია: გენდერული თანასწორობის საკითხების ადვოკატირება ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე – სამუშაო ადგილებზე გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის, თანაბარი ანაზღაურებისთვის, უსაფრთხო და ჯანმრთელი სამუშაო პირობების შექმნისთვის.

პროექტის ლიდერი ორგანიზაციაა: ქალთა ფონდი საქართველოში

პარტნიორი ორგანიზაციის სტატუსითაა პროექტში ჩართული: ააიპ ქვემო ქართლის მედია

დაფინანსების წყარო: ევროკომისია

პროექტის სახელწოდება: ინფორმაცია მოდის შენს სოფელში – რეგიონული მედია მარნეულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი დემოკრატიის მხარდაჭერისთვის

პროექტის მიზანი:  მარნეულის მუნიციპალიტეტის მართვაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა.

შედეგი: პროექტის  ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტების სოფლებში, თვითმმართველობის  კოდექსის 85-ე  მუხლის შესახებ, მოსახლეობის ინფორმირებისთვის.

აღნიშნული მუხლი მოსახლეობას სთავაზობს მუნიციპალიტეტების მართვაში ჩართვის სხვადასხვა  ფორმებს (პეტიცია, საერთო კრება და ა.შ) გარდა საინფორმაციო შეხვედრებისა, დასახლებებში შეიქმნა მცირე საინიციატივო  ჯგუფები, რომლებმაც პროექტის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა ადგილობრივი პრობლემების მოგვარებისთვის  აწარმოეს ადვოკატირების კამპანიები. „ქვემო ქართლის მედია“-მ საინფორმაციო პორტალის მეშვეობით,  მათ საინფორმაციო მხარდაჭერაც გაუწია. 

დაფინანსების წყარო: გაეროს განვითარების ფონდი (UNDP)

პროექტის სახელწოდება: გამჭვირვალობა ნდობის და თემის ჩართულობისთვის – გრანტების შედეგების წარმოჩენა და ახალი დაფინანსების წყაროების ძიება

პროექტის მიზანი:  პროექტის პირველი მიზანია ორგანიზაციამ განამტკიცოს და გაზარდოს მის მიმართ არსებული ნდობა, როგორც სამიზნე ჯგუფებში ასევე ზოგადად რეგიონის მოსახლეობაში. მეორე მიზანია, გამჭვირვალობის გაზრდის გზით შეძლოს ახალი ფინანსური წყაროების მოძიება, რეგიონის ბიზნეს სექტორში.

შედეგი: ჩატარდა ორგანიზაციის შიდა აუდიტი. ასევე, მომზადდა რეგიონის ბიზნესის საინფორმაციო ბაზა.

დაფინანსების წყარო: სტრატეგიული  კვლევებისა  და განვითარების  ცენტრი (CSRDG)