ჯანდარის ტბა – თავისი დიდი მნიშვნელობით და დიდი სირთულეებით

ჯანდარის ტბას საქართველო და აზერბაიჯანი იყოფს. ტბის ერთი ნაწილი გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მეორე კი აზერბაიჯანში, ყაზახის რაიონს. მეზობლები, როგორ უფრთხილდებიამ მას, ამჯერად ჩვენი საუბრის თემა არაა.

ვაკვირდებით თავად, როგორი დამოკიდებულება გვაქვს მის მიმართ. ტბას დღეს ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა, მათი მსხვილფეხა საქონელი, მონადირეები და მეთევზეები სტუმრობენ.

გარკვეული პერიოდულობით კი გარემოს დამცველებიც აკითხავენ. ეს უკანასკნელნი მისი ყველაზე დიდი მეგობრები არიან, რადგან არაფერს ართმევენ.

ჯანდარის ტბას მიგრაციისას და საზამთროდ 20 000-მდე წყალმცურავი ფრინველი იყენებს. მათზე მონადირეები გამალებით ნადირობენ. ტბიდან სროლის ხმა ხშირად ისმის.

ფრინველებს უსაფრდებიან ე.წ კამიშებში – (ჭაობის მცენარე, ლელი), დასდევენ ძრავიანი ნავებით. ტყვიების ლულები ყრია ტბის ნაპირზე. სხვადასხვა საყოფაცხოვრები ნარჩენებით კი მოფენილია ტბის გარშემო ტერიტორია. პლასტმასის ბოთლები ტივტივებს ალაგ-ალაგ წყლის ზედაპირზეც.

ტბის და მისი ფრივნელების მიმართ, ინტერესის გაზრდას გარემოს დამცველი ორგანიზაცია SABUKO ცდილობს. ამჯერად მათ აქცენტი კონკრეტულ საკითხზე გააკეთეს, რასაც ჭარბტენიანი ტერიტორიების პრობლემები ჰქვია.

დაბინძურება, გვალვა, დაშრობა – ეს ჯანდარის და მისი მსგავსი სხვა ტბების მთავარი სირთულეებია. SABUKO-ში იციან და ჩვენც გვიზიარებენ, რომ მდინარეები და აუზები წარმოადგნენ „სახლს“ მრავალი სახეობისთვის. მათ კი სჭირდებათ სუფთა წყალი გადასარჩენად და გამრავლებისთვის. ხშირად ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ადამიანი იყენებეს სასოფლო სამეურნეო მიწებზე ასევე შეიძლება აღმოჩნდეს ამ ადგილებში და წყალმცენარეებით დაფაროს წყლის ზედაპირი წებოვანი მწვანე მასით.

„ ისტორიულად, ზოგიერთი ჭარბტენიანი ტერიტორია, როგორიცაა ჭაობი განიხილება, როგორც უსარგებლო სივრცე. ძალიან ბევრი დააშრეს კიდეც სახლის ასაშენებლად, ან ფერმის დაარსების მიზნით. დადგა დრო, რომ დავიცვათ ის ადგილები, რაც კიდევ შეგვრჩა. აგრთვე, ჭარბტენიანი ადგილები წყლის მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენენ, განსაკუთრებით იქ, სადაც წყლის სხვა რესურსი მწირია. ჭარბტენიანი ტერიტორიები მიწისქვეშა წყალს ზედაპირული დონის მიღწევის საშუალებას აძლევს. ამგვარად, ეს ტერიტორიები ეხმარება მიწიქვეშა წყალს განახლებაში”- ორგანიზაცია SABUKO.

და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჭარბტენიან ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი ჭაობის ტორფიან ნიადაგებში, ნახშირბადის მარაგი თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე მსოფლიოს ტყეებში.

QvemoQartli.ge