“300-ზე მეტი საჩივრის უდიდესი უმრავლესობა დაუშვებლად ან უსაფუძვლოდ ცნეს, ბევრი მათგანი შესაბამისად არც განხილულა” – ეუთო [Material Azərbaycan dilində əlçatandır]

ეუთოს საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ, საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის ძირითადი მიგნებები გამოაქვეყნა. ანგარისში ცალსახად უარყოფით მოვლენად არის შეფასებული, კენჭისყრის დღეს,  საჩივრების განხილვისა და სააპელაციო პროცედურების პრაქტიკა.

„ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების და ვენეციის კომისიის მიერ დიდი ხნის წინ გაჟღერებული რეკომენდაციები, რომელთა მიხედვით საჩივრების განხილვისა და სააპელაციო პროცედურების გამარტივება და ამ პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან და კარგ პრაქტიკასთან დაახლოება უნდა მოხდეს, არ შესრულებულა.

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას ბევრი დაინტერესებული მხარე ეჭვს გამოთქვამდა საარჩევნო კომისიების, სასამართლობის და სამართალდამცავი ორგანოების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების მიუკერძოებლად და ეფექტურად განხილვასთან დაკავშირებით. 300-ზე მეტი საჩივრის უდიდესი უმრავლესობა დაუშვებლად ან უსაფუძვლოდ ცნეს, ბევრი მათგანი შესაბამისად არც განხილულა, რაც ეფექტური იურიდიული დაცვის უფლებას საფრთხის ქვეშ აყენებდა”- წერია, სადამკვირვებლო მისიის მიგნებებში.

ბოლო დროს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით არ მოხდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ვენეციის კომისიის მიერ დიდი ხნის წინ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინება. აღნიშნული რეკომენდაციები საარჩევნო დავების გადაწყვეტის სისტემის გამარტივებას და გასაჩივრების უფლებასთან დაკავშირებული წესების გაფართოებას ეხება.

ანგარისში ვკითხულობთ, რომ მაშინ როდესაც რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტებს და აკრედიტირებულ სადამკვირვებლო ჯგუფებს საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებების და საარჩევნო კანონმდებლობის დარვევების გასაჩივრების უფლება აქვთ, ამომრჩევლებს საარჩევნო პროცესში საკუთარი უფლებების დაცვის ფართო საშუალებები არ გააჩნიათ, რაც ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს და ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის შეზღუდულ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიასთან საუბარში ბევრი დაინტერესებული მხარე გამოხატავდა ეჭვს, რომ საარჩევნო კომისიები, სასამართლოები და სამართალდამცავი ორგანოები არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების მიუკერძოებლად და ეფექტურად განხილვას არ მოახდენდნენ.

„ საერთაშორისო არენაზე აპრობირებული კარგი პრაქტიკის მიხედვით, საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის და განხილვისთვის გამოყოფილი ერთდღიანი და ორდღიანი ვადები არასათანადოდ მოკლეა, რაც ხელს უშლის საჩივრების მომზადებას, გამოძიებას და განხილვას.  ბოლოდროინდელი ცვლილებებით საარჩევნო კომისიების მიერ სასამართლოებში ადმინისტრაციული დარღვევების ოქმების შეტანისთვის,მათი განხილვისთვის და გადაწყვეტილების გამოტანისთვის დაწესებული ხანგრძლივი ვადები შემცირდა, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. მართალია ამ ცვლილებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ მანამდე გაცემული რეკომენდაცია შესრულდა (რომლის მიხედვით საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებისთვის უფრო სწრაფი პროცესი უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი), განახლებული წესების მიხედვით ამ პროცესისთვის ათ დღემდე ვადაა განსაზღვრული, რაც მაინც ზედმეტად ხანგრძლივ პერიოდს წარმოადგენს“- ვკითულობთ სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში.

აქვე აღნიშნულია, რომ საჩივრების დიდ ნაწილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების უფლება ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს გააჩნიათ, რაც ამ კომისიების კოლეგიალურობის ხარისხს ამცირებს და საჩივრების განხილვის პროცესის გამჭვირვალობას ზღუდავს.  

„ პრაქტიკულად ყველა ის საჩივარი, რომლებიც კომისიებში იქნა შეტანილი, ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების მიერ იქნა განხილული ისე, რომ მათი ღია სხდომებზე განხილვა არ მომხდარა. გარდა ამისა, ცესკოს თავმჯდომარის ის გადაწყვეტილებები რომელთა მიხედვით სავარაუდო საარჩევნო დარღვევებისთვის სანქციების დაწესება არ მოხდა, არაა გასაჩივრებადი, რაც კანონიერი უფლებების ეფექტურად დაცვის შესაძლებლობას ზღუდავს, ეს კი ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება“- ეუთოს სადამკვირვებლო მისია.

ATƏT-in Beynəlxalq seçki müşahidə missiyası Parlament seçkilərinin monitorinqinin əsas tapıntılarını yayımlayıb. Hesabatda səsvermə günü şikayətlərin müzakirəsi və apellasiya prosedurları təcrübəsi birmənalı şəkildə mənfi hadisə olaraq dəyərləndirilib.

“ATƏT-in Demokratik İnstitutları və İnsan Hüquqları və Venesiya Komissiyası tərəfindən uzun müddət əvvəl səsləndirilmiş tövsiyələr yerinə yetirilməyib. Həmin tövsiyələrə əsasən şikayətlərin müzakirəsi və apellasiya prosedurlarının asanlaşdırılması, həmin prosesin beynəlxalq standartlarla və yaxşı təcrübə ilə yaxınlaşdırılması olmalıdır.

Beynəlxalq seçki müşahidə missiyası ilə söhbət zamanı çox sayda maraqlanan tərəf, seçki komissiyaları, məhkəmələr və hüquq mühafizə orqanları tərəfindən seçkilərlə bağlı şikayətlərin qərəzsiz və səmərəli müzakirəsi ilə əlaqədar öz şübhəsini bildirirdi. 300-dən artıq şikayətin əksəriyyətini yolverilməz yaxud əsassız hesab etdilər, onlardan çoxu heç uyğun şəkildə müzakirə də olunmadı və bu səmərəli hüquqi müdafiə hüququnu təhlükə altına qoyurdu”- müşahidə missiyasının tapıntılarında yazılıb.

Son zamanlar həyata keçirilmiş qanunvericilik dəyişikliklərinə əsasən ATƏT-in Demokratik İnstitutları və İnsan Hüquqları ofisinin və Venesiya Komissiyasının uzun müddətdir verdiyi tövsiyələrin nəzərə alınmır. Qeyd olunan tövsiyələr seçki davalarının həlli sisteminin asanlaşdırılması və şikayət etmək hüququ ilə bağlı qaydaların genişləndirilməsinə aiddir.

Hesabatda oxuyuruq ki, qeydiyyatdan keçmiş seçki subyektləri və akreditasiyadan keçmiş müşahidəçi qrupunun, seçki komissiyalarının qərarını və seçki qanunvericiliyinin pozulmasını şikayət etmək hüququ var. Seçicilərin seçki prosesində şəxsi hüquqlarının qorunması üçün geniş imkanları yoxdur və bu ATƏT qarşısında götürülmüş öhdəliklərə, beynəlxalq standartlara və öhdəliklərə ziddir. ATƏT-in Demokratik İnstitutlar və İnsan Hüquqları ofisinin məhdudlaşdırılmış seçki müşahidəçi missiyası ilə söhbət zamanı maraqlanan çox sayda tərəf, seçki komissiyaları, məhkəmələr və hüquq mühafizə orqanlarının seçki ilə əlaqədar şikayətlərin qərəzsiz və səmərəli müzakirəsini həyata keçirəcəyinə şübhə edirdi.

“Beynəlxalq arenada sübut olunmuş yaxşı təcrübəyə əsasən seçki komissiyaları tərəfindən qəbul edilmiş qərarların şikayət edilməsi və müzakirəsi üçün ayrılmış bir və iki günlük vaxt uyğun deyil və qısadır. Bu isə şikayətin hazırlanması, araşdırılması və müzakirəsinə mane olur. Son dəyişikliklərə əsasən seçki komissiyaları tərəfindən inzibati pozuntu protokollarının məhkəmələrə verilməsi, onların müzakirəsi və qərar çıxarılması üçün tətbiq edilmiş uzun müddətlər azaldılıb və bu müsbət qiymələndirilməlidir. Doğrudur, bu dəyişiklərə əsasən ATƏT-in Demokratik İnstitutları və İnsan Hüquqları ofisi tərəfindən ona qədər verilmiş tövsiyələr yerinə yetirildi (tövsiyələrə əsasən seçki qanunvericiliyinin pozulması üçün daha sürətli proses təmin edilməli idi), yenilənmiş qaydalara əsasən bu proses üçün on günə qədər vaxt müəyyən edilib, bu yenə də həddindən artıq uzun müddətdir”- müşahidə missiyasının hesabatında oxuyuruq.

Həmçinin, orada qeyd olunub ki, şikayətlərin böyük hissəsi ilə bağlı MSK/Dairə Seçki Komissiyalarının sədrlərinin və onların ümavinlərinin qərar qəbul etmək hüququ var. Bu isə komissiyalarının kollegiallıq dərəcəsini azaldır və şikayətlərin müzakirəsi prosesinin şəffaflığını məhdudlaşdırır.

Praktiki olaraq komissiyaya daxil olan bütün şikayətlər MSK/Dairə Seçki Komissiyalarının sədrləri tərəfindən müzakirə olunub. Onlar açıq iclaslarda müzakirə edilməyib. Bundan əlavə MSK-nın sədrinin güman edilən seçki pozuntuları üçün tətbiq etdiyi sanksiyalar qərarının yerinə yetirilməməsi da şikayət edilməli deyil. Bu qanuni hüquqların səmərəli müdafiəsi imkanlarını məhdudlaşdırır. Bu isə ATƏT qarşısında götürülmüş öhdəliklərə və beynəlxalq standartlara ziddir”- ATƏT-in müşahidə missiyasında oxuyuruq.

QvemoQartli.ge