23.01.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

3 წლის წინ დაწყებული სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის შედეგად სოფელმა წვეთი წყალი ვერ მიიღო

არც თუ ცოტას გვაქვს ნანახი, როგორ გამოიყურება ადამიანებისგან დაცლილი, მიტოვებული სოფელი. რატომ ტოვებენ სოფლებს?!

ხშირად დაცარიელებული სოფლების უკან  სუსტი თვითმმართველობა – მთავრობის არაეფექტური რეგიონული პოლიტიკა დგას. ამ ყველაფერს კი საბიუჯეტი თანხების წყალში გადაყრის სახე აქვს.

სწორედ წყალი და ამ შემთხვევაში სარწყავი წყალი შეიძლება გახდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის [შაუმიანის ტერიტორიული ერთეული] დაცარიელების მიზეზი. მოსახლეობა საუბრობს, რომ სარწყავი წლის უქონლობის გამო უჭირთ მოსავლის მოყვანა. ადგილი კი ისეთია, რომ ბუნების ძალების და წვიმის იმედად ვერ იქნები. 

თემაზე ადგილობრივები რეზო შავაძე და ეთერ ლომსანიძე საუბრობენ. ხიხანში ახლა მთავარი მსჯელობის საკითხია, რა ბედი ეწია პროექტს, რომელიც სოფლის სარწყავი სისტემის მოსაწყობად დაიწყო და ახლა ადგილიდან არ იძვრის. გვიყვებიან, რომ „საქართველოს მელიორაციამ“ დაიწყო პროექტის განხორციელება და მათი ინფორმაციით სამუშაოები გასული წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. თუმცა სარწყავი წყლის  ნაცვლად გადათხილი ტერიტორიები და მათში ჩაყრილი, მიტოვებული მილები დარჩათ. სოფელში ამბობენ, რომ მსხვილფეხა საქონლის ამოყვანა ამ ორმოებიდან ხშირად უწევთ და პროექტიდან, ხიხანმა ვერანაირი სიკეთე ვერ ნახა.

QvemoQartli.ge სხვადასხვა უწყებებს მიმართა იმისთვის, რომ გაერკვია ვინ, რა პროექტს, რა თანხებით და რა ვადებით – ასრულებდა აღნიშნულ სოფელში.

მარნეულის ადგილობრივ თვითმმართველოში საკითხზე მოგვწერეს: „ სარწყავი წყალი განეკუთვნება მელიორაციის სამსახურის კომპეტენციას. ჩვენი ინფორმაციით იგეგმება  აღნიშნული მიმართულებით სამუშაოების წარმოება, თუმცა დააზუსტეთ ქვემო ქართლის სერვის ცენტრთან.”

მივყევით თემას და მივმართეთ წერილით 10 მარტს შპს ,,საქართველოს მელიორაციას“ [გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს]. წერილის მიღება დაგვიდასტურეს, მაგრამ კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია. შესაბამისად, 1 აპრილს კომუნიკაცია მათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ვცადეთ. ამით კი მივიღეთ შემდეგი პასუხი:

„ ხიხანის პროექტთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან  გაიმართება შეხვედრა, რის შემდეგაც  გიპასუხეთ თქვენ კითხვებზე“.

იმის გათვალისწინებით, რომ სოფელ ხიხანში ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ სარწყავი წყლის პროექტის განხორცილებისას მოხდა თანხების გაფლანგვა, მივმართეთ პროკურატურას. უწყებამ [საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დახმარებით] განგვიმარტა, რომ ამ მიმართულებით საქმე აღძრული არ არის.

მართალია, მთავარ კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ, მაგრამ მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროექტის შესახებ, ჩვენი კოლეგების არქივში აღმოვაჩინეთ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით სარწყავი წლის პროექტი, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის ტერიტორიული ერთეულიც [შედის სოფელი ხიხანიც]  უნდა მოეცვა, 2016 წლის დეკემბერში დაიწყო შპს საქართველოს მელიორაციამ. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 700 ათას ლარს აღემატებოდა. როგორც მელიორაცია ასევე სოფელ ხიხანის მკვიდრნი მას „საუკუნის პროექტს“ უწოდებნენ.” იმედების მასშტაბის სრულად შესაფასებლად, დაუთმეთ ვიდეოს 1:04 წამი.


2016 წლის ბოლოს, სოფელ ხიხანის და არა მხოლოდ ამ სოფლის, არამედ მარნეულის მუნიციპალიტეტის 1 300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მონაკვეთის სარწყავი სისტემის უზრუნველყოფისთვის, დაიწყო „საუკუნის პროექტი.“

პროექტის შედეგად ხიხანს სარწყავი წყალი არ მიუღია. სოფელს დარჩა გადათხილი მიწები და მილები. ხიხანი წელს ორმა ოჯახმა დატოვა. ადგილობრივები დარდობენ, რომ სხვა ოჯახებიც წავლენ, რადგან წყლის გარეშე მოსავალი ვერ მოჰყავთ.

ასე, რომ როდესაც ნახავთ მიტოვებულ სოფელს, ნუ იფიქრებთ რომ აქ, ზარმაცი ადამიანები ცხოვრობდნენ და ადვილი არსებობისთვის ქალაქებში გადავიდნენ.

შეიძლება თქვენ ცდებოდეთ და ცარიელი სოფლის უკან უპასუხისმგებლო სახელმწიფო უწყებები იდგნენ.

სამაია რზაევა

მანონ ბოკუჩავა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით. 

Related Posts

ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ საუკეთესო ესსეს ავტორი გამოვლინდა

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ – ცნობირების ამაღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების...

პანდემია და სასმელი წყლის გარეშე მყოფი სოფელი / Pandemiya və susuz qalmış kənd

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალი სამგორი, უკვე მრავალი წელია სასმელი წყლის მოლოდინშია. 800-მდე ოჯახს წლებია სასმელად ვარგისი წყლის ყიდვა უწევს.  ადგილობრივები...

რუსთავში არჩევნების ადმინისტრირებას მორიგი გამოცდილი კადრი გამოაკლდა

20 სექტემბერს, რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიამ სხდომაზე, ოთხი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილა. ამჯერად არჩევნების ადმინისტრირების ტვირთი,...

“კომპანია RMG -ის დაბინძურების არეალი და მასშტაბები საგანგაშო მდგომარეობამდეა გაზრდილი” – მწვანე ალტერნატივა

„მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივმა პლატფორმამ“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია RMG – ის მუშაობის არეალში, ბოლნისისა და...

რეკომენდაციები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისთვის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, კორონავირუსიის პანდემიასთან დაკავშირებით, შეიმუშავა რეკომენდაციები, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისთვის. დამსაქმებლის...

რუსთავში გახარიას პარტიის მერობის კანდიდატი საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

პარტია “საქართველოსთვის” ამ წუთებში მედიისთვის ბრიფინგს მართავს. მათი, რუსთავის მერობის კანდიდატი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ არჩევნები რუსთავში”მძიმედ მიმდინარეობს”. კანდიდატი ყურადღებას...

ერთი ყველასთვის – ყველა ერთისთვის

დღეს, სამოქალაქო სოლიდარობის აქცია, თბილისისი ექვს მოედანზე, ერთროულად დაიწყო. ადამიანის უფლებები, განათლება, უსაფრთხო გარემო, თავისუფალი მედია, სამართლიანი არჩევნები და კულტურული...

მუნიციპალიტეტების განვითარების დოკუმენტების ხარისხი

ქვემო   ქართლში  მუნიციპალიტეტების  საშუალოვადიანი  განვითარებისა  და  პრიორიტეტების   დოკუმენტების  ხარისხის  მონიტორინგის ანგარიში

რუსთაველი მძღოლები გზებზე ტექნიკური მარილის ნაკლებობაზე საუბრობენ

7-8 თებერვალი ისევე, როგორც მთელი ქვეყნისთვის რუსთავისთვისაც უხვნალექიანი იყო. თოვლი, ქალაქის საფეხმავლო მონაკვეთებთან ერთად, გზის საავტომობილო ნაწილზეც დაიდო. ,, ისეთი...

28 ნოემბრიდან ძალაში ახალი შეზღუდვები შედის

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან  31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე...

270 000 ლარის ბედი გადასაწყვეტია

5 მარტს რუსთავის საკრებულოს სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ ჩვენ საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, კახა ბარათაშვილი ესაუბრა. – მთავარი საკითხი რაც განვიხილეთ...

„წყალი, ადამიანის უფლებები და ადვოკატირება“ – ტრენინგი მარნეულისა და დმანისის უფროსკლასელებისთვის

UNICEF-ისა და ევროკავშირისა მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების „ახალგაზრდები უკეთესი WaSH-სთვის“ (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) და „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრი...

ასარჩევი პრიორიტეტები: მშიერი რუსთაველი, თუ კეთილმოწყობილი ქალაქი

რუსთავის თვითმმართველობის მისაღებში სამუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეხვდებით დახმარების სათხოვნელად მისულ მოქალქეებს. ითხოვენ მედიკამენტებით დახმარებას, უფასო სასადილოს პროგრამაში ჩართვას, შეშას,...

გარდაბნის რაიონში თბოელექტროსადგური უნდა აშენდეს

დღეს, თბილისი საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ფორუმს მასპინძლობდა ბიზნესფორუმს სამივე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრები – ვერა ქობალია, ზაფერ ჩაღლაიანი, შაჰინ მუსტაფაევი და ბიზნეს საზოგადოება...

ეკონომიკური ძალადობა ქალებზე

ორგანიზაცია “საფარმა“ კვლევის ფარგლებში შეისწავლა ეკონომიკური ძალადობის ფორმები და მისი შედეგები. კვლევის თანახმად ეკონომიკური ძალადობა სერიოზულად აზიანებს ქალის ფიზიკურ და...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *