270 000 ლარის ბედი გადასაწყვეტია

5 მარტს რუსთავის საკრებულოს სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ ჩვენ საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, კახა ბარათაშვილი ესაუბრა.

– მთავარი საკითხი რაც განვიხილეთ ბიუჯეტის ცვლილებებს ეხებოდა. გარე განათებისთვის გამოყოფილი თანხიდან დაგვრჩა 270 000 ლარი. ასევე, შპს სტატუსი აიპი-თ შეეცვალა რუსთავის თეატრს და მოხუცებულთა სახლს. კიდევ ერთი საკითხი ეხება ,,ენერჯი ინვესტს”, მათი მივლინების ხარჯებიდან 30 ლარი დაუბრუნდა ბიუჯეტს.

– გამონთავისუფლებული 270 000ლარი რაში დაიხარჯება?

აღნიშნული თანხა რა მიმართულებით დაიხარჯება ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის. ასეთ საკითხს საფინანსო და ამ, კუთხით მომუშავე სხვა სამსახურები წყვეტენ. განვიხილავთ იმ საჭიროებებს რაც ქალაქს აქვს და გამონთავისუფლებული თანხაც მათ მოხმარდება.

– ასეთი ერთ-ერთი საჭირობა ქალაქში მუნიციპალური ტრასპორტსის დამატება არ არის? ჩვენ გვქონდა ამ თემაზე მოსახლეობასთან საუბარი და ისინი ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრობდნენ…

– ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ცუდი აზრი არ არის და მისი გათვალისწინება შეიძლება.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=93