05.02.2023 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

2 ტონა 25 ლარი – მარტყოფში სასმელ წყალს კვლავ ყიდულობენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი მარტყოფი, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი სოფელია. მარტყოფში დღეს  7400-მდე ადამიანი ცხოვრობს. სოფლის ცენტრალურ გზებზე ავტომობილები აქტიურად გადაადგილდებიან, ხალხმრავლობაა ქუჩებში – მუშაობს არა ერთი კომერციული ობიექტი. მარტყოფს აქვს ორი საბავშვო ბაღი და ორი სკოლა. სოფელი ცნობილია, როგორც უძველესი ასევე ახალი აგებული ეკლესიებით, რომელთაც მთელი წლის მანძილზე, არა ერთი ადამიანი სტუმრობს.

თუმცა სიცოცხლით სავსე სოფელში, ადგილობრივების ნაწილს, სასმელი წყლის ყიდვა უწევს.

ნინო წიკლაური ერთ-ერთი აქ მცხოვრებთაგანია, რომელსაც ეს პრობლემა უკვე ექვსი თვეა აწუხებს. გვიყვება, რომ გასული წლის ოქტომბრიდან დღემდე, სასმელი წყლის შეძენა, ყოველდღიურად, უწევს.

„წყლის პრობლემა გვაქვს ძალიან დიდი, პირადად ჩემთან ოქტომბრის მერე წყალი აღარ ყოფილა. საიდანაც მოედინება იქ ეტყობა, რაღაც ქანებმა ცვლილება განიცადა-ო და ბასეინში აღარ გროვდება-ო, სადაც წყალი უნდა მოგროვდეს და განაწილდეს უბნების მიხედვით, – ამას აბრალებენ. წყალს ვყიდულობთ, ასეთ დღეში ვართ. გვპირდებიან რომ მალე იქნება. როგორც ვიცი დიდი თანხებია გამოყოფილი და კეთდება. საცხენე-ახალსოფელს აქვს და მარტყოფი-ნორიოც ჩავერთვებით მალე, ასე გვეუბნებიან“, –  საუბრობს, ადგილობრივი ნინო წიკლაური.

სოფელში სასმელი წყლის პრობლემაზე გვიყვება, 68 წლის გოდერძი მარუშაშვილიც.

„სოფელში რომ წყალი არ არის და წყალს რომ იყიდი ამხელა სოფელში, ეს სოფელია?! ეს არის უკეთესობა?! ვყიდულობთ წყალს. ჯერ ისე გაჭირვებაა, უფულობაა. საჭმლის ყიდვა უჭირს ხალხს და მით უფრო, რომ წყალიც უნდა იყიდო. ამისთანა უპატრონო სოფელი მგონი არსად არის საქართველოში“, – ამბობს ადგილობრივი გოდერძი მარუშაშვილი.

„შემოჰყავთ-ო წყალი-ო, მაგრამ როდის იქნება არ ვიცი, მრიცხველებსაც დავაყენებთ-ო, მაგრამ არ ვიცი.. ფაქტია რომ ჯერ ისევ ვყიდულობთ წყალს“, – აღნიშნავს კიდევ ერთი ადგილობრივი, რომელიც საუბარში გვერთვება.

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის გარკვეულ ნაწილს, წყლის მიწოდების პრობლემა არა აქვს, გვიხსნიან რომ საკითხი მაინც მთელი სოფლის სატკივარია.

„ მართალია ჩვენ უბანში არის წყალი, მაგრამ სოფელში ზოგადად სასმელი წყლის პრობლემაა. ჩვენ, დილის საათებში მაინც მოგვეწოდება, მაგრამ გვერდით უბანში მცხოვრები ოჯახების უმეტესობა წყალს ყიდულობს ან წყაროდან ეზიდება“,  – ამბობს 47 წლის თამუნა ბედიანაშვილი.

მარტყოფის ცენტრში, სამარშუტო ტაქსს ვხედავთ წარწერით: „წყალი“. ადამიანი, რომელიც წყალს ყიდის გვიხსნის, რომ ამ კომერციულ საქმიანობაში მის გარდა სხვებიც არიან ჩართული.

„თითქმის ორჯერ, სამჯერ ჩამომაქვს წყალი, ეს მარტო მე, მაგრამ სხვებიც არიან. ორი ტონა წყალი 25 ლარი ღირს, დღეში მაქსიმუმ სამი რეისი მომაქვს.  საერთო ჯამში, 6 ტონა წყლის გაყიდვა მიწევს დღიურად. წლებია უკვე მარტყოფში ეს პრობლემაა“, – ამბობს წყლის გამყიდველი ახალგაზრდა.

სასმელი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გაგუა ამბობს, რომ საკითხის შესახებ ინფორმირებული არიან და მის მოსაგვარებლად, შესაბამისი სამუშაოებიც 2017 წლიდან მიმდინარეობს. პროექტს, მერია მუნიციპალური ფონდის დახმარებით ახორციელებს.  გვიხსნის, რომ მარტყოფთან ერთად გამრიცხველიანება, კიდევ ოთხ სოფელში – ნორიოში, ახალსოფელში, ვაზიანსა და ახალ სამგორში იგეგმება.

„ ამ დროისთვის, მიმდინარეობს წყალმომარაგების პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები, სარეზერვო ბასეინების გაკეთება და მაგისტრალური ხაზების მთლიანად ჩაწყობა, რომელიც უახლოეს თვეებში სრულდება.

მესამე ეტაპის ტენდერიც ცხადდება დღე-დღეზე, შეიძლება ერთ კვირაშიც გამოცხადდეს, რომელიც მოიცავს გამრიცხველიანების სამუშაოებს და შიდა დაქსელვას. მესამე ეტაპის დასრულების ვადა, სავარაუდოდ, წელიწად-ნახევარი იქნება. რვა ათას ოჯახში გვაქვს შესაყვანი ინდივიდუალურად მრიცხველი, – ეს მხოლოდ მარტყოფში.

პროექტის დასრულებას დრო სჭირდება. ხალხის მდგომარეობაშიც შევდივართ, მაგრამ ის ხალხიც უნდა შემოვიდეს ჩვენ მდგომარეობაში. მაგათთვის კეთდება და საბოლოოდ კეთდება იმისთვის, რომ რაიონში აღმოიფხვრას წყლის პრობლემა“, – აცხადებს, გარდაბნის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გაგუა.

სასმელი წყლის გარდა მარტყოფში საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების მართვით კუთხითაც სირთულეებია.

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

ავტორი: ნინო ბერიძე

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Related Posts

ბიო ჩაი და თევზის წარმოება – მწვანე ეკონომიკის მხარდაჭერა საქართველოში

სხვადასხვა კულტურებთან ერთად, საქართველოში ჩაის მოყვანის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არსებობს. შოთა  კოპალიანი ცაგერის რაიონის სოფელ ჭალისთავში ცხოვრობს. მას ჩაის დამზადების კულტურა...

ნანა მასწავლებელი ეკომიგრანტებით დასახლებული სოფელ ხიხანიდან

სოფელ ხიხანში ნანა მასწავლებლის სახლი ყველამ იცის. მარნეულის მუნიციპალიტეტში, ეკომიგრანტებით დასახლებულ 500 მოსახლიან სოფელში, ნანა გაბაიძე რუსულსაც ასწავლის, ცეკვასაც და ქალთა ფეხბურთის გუნდსაც უძღვება.

სოფელი ჯორჯიაშვილი – პროტესტის მცირე შედეგი და უცვლელი დიდი პრობლემა

მოსახლეობის აღწერის ბოლო მონაცემებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჯორჯიაშვილის დასახლებაში 721 ადამიანი ცხოვრობს. სოფელი, დღეს, წყლის პრობლემის წინაშე დგას.ადგილობრივები მართავენ აქციებს, ჰყვებიან...

factcheck.ge – დეზინფორმაცია: ვიქტორია ნულანდმა უკრაინის ტერიტორიაზე ბიოლოგიური იარაღის არსებობა დაადასტურა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ფართომასშტაბიანი ომის პარალელურად გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოყენებით საინფორმაციო შეტევა. ამჯერად, სოციალურ ქსელში გავრცელდა მტკიცებები,...

,,კარდაკარმა” ბინა რუსთავის მერიაში დაიდო

დღეს, რუსთავში ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შეხვედრა შედგა. კომისიამ ბინა რუსთავის მერიის შენობაში დაიდო.  ,, ქვემო ქართლი რთული რეგიონია,...

რუსთავის მერს მოქალაქეების მიღების დღეები არ აქვს

QvemoQartli.ge-ს დაუკავშირდნენ მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ თვეებია, უშედეგოდ, ცდილობენ რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან შეხვედრას. მსგავსი შინაარსის კომენტარები, ასევე, გვხვდება რუსთაველების...

სასმელი წყალი – ერთი სოფლის აუხდენელი ოცნება/İçməli su – bir kəndin həyata keçməyən arzusu

სასმელ წყალს, რომ ოქროს ფასი აქვს ეს კარგად იციან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუტორ-ლეჟბადინში. 273 ადამიანი, რომელიც ხუტორ-ლეჟბადინში ცხოვრობს სოფლის ერთ...

დმანისის თვითმმართველობამ ახალი სოციალური პროგრამების განხორციელება დაიწყო

წელს, დმანისის მუნიციპალიტეტმა ექვსი ახალი სოციალური პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამების ჩამონათვალი ასეთია: 18 წელს გადაცილებულ შეზღუდული შესაძლებლობის ქალთა და 18 ...

„თან მრცხვენია, თან მჭირდება“ – უფასო სასადილოებით მოსარგებლე ადამიანები (ვიდეო)

სიღარიბე არჩევანი არ არის. ამ მდგომარეობადე, ადამიანი, შეიძლება სხვადასხვა გარემოიებამ მიიყვანოს. იყო სოციალურად დაუცველი, ნიშნავს არ გაგაჩნდეს სულ ელემენტარული საცხოვრებელი...

მთავრობის წინასაარჩევნო პროექტი რუსთაველების ჯიბეს ვერ მოერგო

უკვე, ორი შაბათ-კვირაა რუსთავში პატარა ბაზრობები იმართება. თეთრი კარვებისგან შემდგარ ბაზრობაზე ბოსტნეული, ხორცი, ბურღულეული, ხილი და კონსერვები იყიდება. ,, ფასები...

საწარმო, რომელიც გარემოს დაბინძურებაშია შემჩნეული, წარმოების გაფართოებას გეგმავს

თითქმის ყოველდღე,  რუსთავში ჰაერის ხარისხის დამდგენი ფონური სადგური გვაჩვენებს, რომ ჰაერში მყარი ნაწილაკების ოდენობა, ყოველგვარ დაშვებულ ზღვარს, სცდება. ამ სადგურის...

“სამუშაოები დაუსრულებელია” – აუდიტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის დასკვნა გამოაქვეყნა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები: საბიუჯეტო რესურსები რესურსების...

მოსახლეობა ჯანდარის ტბაზე ბადით თევზაობის უფლებას ითხოვს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში 1987 წელს, სვანეთის სტიქიის შედეგად ჩამოსახლებული მოსახლეობა ცხოვრობს. დასახლებაში ერთმანეთის მსგავსი ერთი და ორსართულიანი სახლებია. ოდესღაც...

ქალები და მობილობა

კვლევა სახელწოდებით „ქალები და მობილობა – ქალთა ყოველდღიური გადაადგილების ასპექტები“ განხორციელდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, რეგიონალური პროგრამის „მდგრადი ურბანული...

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში ანტიდასავლურ პროპაგანდაზე იმსჯელეს

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ – ცნობირების ამაღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების (fake...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *