09.08.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

16 წლის გოგოს მესამე საკეისრო – სექსუალური და რეპროდუქციული განათლების უფლება

მაშინ, როდესაც საზოგადოების ნაწილი ერჩის და ებრძვის სექსუალური განათლების სწავლებას სკოლებში, ჩვენი რეგიონის ქვემო ქართლის სამედიცინო დაწესებულებებში, ყოველდღიურად იბრძვიან არასრულწლოვანი დედების ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადასარჩენად.

ჯულიეტა ოვანესიანი 43 წელია გარდაბნის მუნიციპალიტეტში გინეკოლოგად მუშაობს. ამბობს, რომ არაერთხელ მოუწია 15 წლის ორსულ პაციენტთან მუშაობა.

„მოდის 15 წლის ორსული და არაფერი იცის იმის გარდა, რომ ორსულადაა. ეს ძალიან რთული მომენტია. ამ 15 წლის ადამიანს ყველაფერს უხსნი ნულიდან. უხსნი რა უნდა გააკეთოს, მშობიარობის მხრივ რა და როგორ ხდება. მერე ასწავლი ახალშობილის მოვლას.

არ იციან არაფერი, რადგან თავადაც ბავშვები არიან“, – საუბრობს ჯულიეტა ოვანესიანი, ქალაქ გარდაბანში მოქმედი სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი „სანო“-ს გინეკოლოგი.

საუბრობს, რომ სექსუალური განათლების სწავლებას არა ერთი პრობლემის პრევენცია შეუძლია.

კოლეგის აზრს იზიარებს შორენა გოგოლაშვილი, რომელიც კლინიკა “რუსთავი”-ს ექიმი მეან-გინეკოლოგია. გვიყვება იმ რისკებზე რაც ახლავს ორსულობას არასრულწლოვანისთვის. საუბრობს, რომ სექსუალური განათლების სწავლებას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვაში.

 

სექსუალური განათლების საჭიროებაზე საუბრობს მარნეულის „ავერსი“-ს კლინიკის სამეანო გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ვაჟა ბარამიძეც. ამბობს, რომ პრობლემა ზოგადი განათლების ხარისხშიც არსებობს. გვიყვება, რომ მუნიციპალიტეტში არსებული ქართული ენის ცოდნის დაბალი დონე, რიგ საკითხებს უფრო პრობლემურს ხდის. არის შემთხვევები, როდესაც სამედიცინო პერსონალს უჭირს კომუნიკაცია პაციენტთან. საუბრობს, რომ ამ პრობლემის დასაძლევად მათ რამდენიმე ენაზე მოსაუბრე თანამშრომლები ჰყავთ.

„ მე გეუბნებით, სანამ სექსუალურ განათლებას მიიღებს ადამიანი, მას ზოგადი განათლება უნდა მივცეთ. როდესაც 15 წლის ბავშვს ათხოვებ, რომელ სექსუალურ განათლებაზე არის საუბარი, განათლება ამ შემთხვევაში პირველ რიგში მშობელს სჭირდება, რომ 13-15 წლის ბავშვი არ გაათხოვოს. ჩემს პრაქტიკაში ყოფილა, 16 წლის ბავშვს მესამე საკეისროს ვუკეთებდი! ამ კლინიკაში იყო ეს შემთხვევა და ცხადია, პოლიციას გადავეცით საკითხი..

რაც ადრე ქორწინდებიან მით  მეტად იზრდება რისკი მშობიარობის – საკეისრო კვეთის ჩვენება იზრდება. ბავშვები არიან, მათ ჯერ სათამაშოებით უნდა ითამაშონ! მართალია კანონით ადრეული ქორწინება 18 წლამდე ითვლება, მაგრამ რეალურად ამ ასაკობრივ ჯგუფს ორი კატეგორია აქვს. ეს არის 13-14 წლისების ქორწინება და 15-16 წლის ასაკში ქოწინება. ძალიან დიდ განსხვავებას იძლევა ეს თუნდაც ერთი წელი“, – საუბრობს მარნეულის „ავერსი“-ს კლინიკის სამეანო გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ვაჟა ბარამიძე.

ამბობს, რომ კანონის და ჯარიმების შიშით იკლო მუნიციპალიტეტში ადრეულმა ქორწინებებმა, თუმცა საკითხი, როგორც პრობლემა დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი.

გოგონების სკოლის მერხიდან გათხოვება ცნობილი და მტკივნეული თემაა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ვახტანგისის სათემო ორგანიზაციის „სოლიდარობის ცენტრი“-ს დამფუძნებლის ნურანა მუსაევასთვის.

 

ადრეული ქორწინების საკითხზე, როგორც კვლავ ძალაში მყოფ პრობლემაზე, საპარლამენტო ანგარიშებში წერს სახალხო დამცველიც. თემა შესწავლილი აქვთ და მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიც.

„ განსაკუთრებით პრობლემურია, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი გოგოების ადრეულ ასაკში ქორწინებასა და თანმდევ დანაშაულებზე სათანადო რეაგირება. კვლავ გამოწვევად რჩება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ქორწინების იძულების დანაშაულებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება, რასაც ხშირად ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობის თემის მიმართ არსებული წინასწარგანწყობები და სტერეოტიპული დამოკიდებულება. მსგავს შემთხვევებზე არასათანადო რეაგირება ახალისებს ამგვარ დანაშაულს და შესაძლო დამნაშავეებს უქმნის განწყობას, რომ ჩადენილი ქმედებისთვის მათ მიმართ პასუხისმგებლობა არ დადგება.

მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქვემო ქართლის რეგიონში, ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევაში, გოგოს ბედს სოფლის უხუცესები (აღსაკალები) წყვეტენ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთ დროს რეაგირება დროში ჭიანურდება და უშედეგოა, რაც, შესაძლოა, ადგილობრივი გავლენის მქონე პირებისთვის ანგარიშის გაწევითაც აიხსნას“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში.

ადრეული ქორწინების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან მსგავსი კავშირები ხშირად არ არის სამართლებრივად რეგისტრირებული. მიუხედავად ამისა არსებობს კვლევები, რომელიც გვეხმარება პრობლემის მასშტაბის დანახვაში.

გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებმა საზოგადოებას ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ პირველი ეროვნული კვლევა, ჯერ კიდევ 2017 წელს ჩაატარეს. მასში მონაწილეობას იღებდა 12-დან 34 წლამდე ასაკის 342 ადამიანი, მათ შორის ეთნიკური უმცირესობები – როგორც სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა, ისე ქისტებისა და ავარიელების ეთნიკური ჯგუფი.

კვლევის თანახმად 20-24 წლის ასაკის ქალთა 14 % აღნიშნავს, რომ ოჯახი 18 წლის ასაკამდე შექმნა. ადრეული ქორწინების საქართველოს მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

ფოტოს/გრაფიკის წყარო: გამოცემა „ბათუმელები“.

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Related Posts

სოფელი ჯორჯიაშვილი – პროტესტის მცირე შედეგი და უცვლელი დიდი პრობლემა

მოსახლეობის აღწერის ბოლო მონაცემებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჯორჯიაშვილის დასახლებაში 721 ადამიანი ცხოვრობს. სოფელი, დღეს, წყლის პრობლემის წინაშე დგას.ადგილობრივები მართავენ აქციებს, ჰყვებიან...

„განახლებული რეგიონები“ და მმართველი გუნდის კანდიდატების საარჩევნო კამპანია

[ნინო ლაცაბიძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა] 26 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში...

„ანიდაბანი“ ქართული ენის შემსწავლელი აპლიკაცია

„ანიდაბანი“ ქართული ენის შემსწავლელი აპლიკაციაა, რომელიც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის შეიქმნა. იდეის ავტორი 33 წლის გვანცა სიხარულიძეა. აპლიკაციის შესახებ, ის...

მარნეულში ადგილობრივი ოპოზიციონერები სამართლიან არჩევნებს ითხოვენ

მარნეულში ,, ქართული ოცნების” ოფისმა დაიწყო მუშაობა. მის ოფიციალურ გახსნას ჟურნალისტები არ დასწრებიან, რადგან ინფორმაცია ამის შესახებ მედიას არ ჰქონდა....

მუნიციპალური ინსპექციის უფლებები შესაძლოა გაიზარდოს

პარლამენტში „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ. კანონპროექტი ითვალისწინებს კონკრეტულ სამართალდარღვევებზე მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების გაზრდას. კერძოდ ინიციატივის თანახმად...

,,კარდაკარმა” ბინა რუსთავის მერიაში დაიდო

დღეს, რუსთავში ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შეხვედრა შედგა. კომისიამ ბინა რუსთავის მერიის შენობაში დაიდო.  ,, ქვემო ქართლი რთული რეგიონია,...

სარეზერვო ფონდის ხარჯვა პანდემიის დროს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შეისწავლა საქართველოს‌ ‌მთავრობის‌ ‌სარეზერვო‌ ‌ფონდის‌ ‌ხარჯვა‌ ‌პანდემიის‌ ‌დროს. კვლევის ძირითადი მიგნებების თანახმად, ‌ ‌სარეზერვო ფონდის...

საარჩევნო უბნებთან უცნობი პირები დგანან (ვიდეო)

რუსთავის ინტერნატების დასახლებაში, მე-17 საარჩევნო უბანთან უცნობი პირები დგანან. მათი ნაწილი თავს არიდებს გადაღებას, ნაწილი კი აცხადებს, რომ ახლობელს ელის....

ადამიანის უფლებები საქართველოში

ადამიანის უფლებათა ცენტრის 2018 წლის ანგარიში  საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების ჭრილში მიმოიხილავს საქართველოში 2018 წელს განვითარებულ მოვლენებს. ანგარიშის ყურადღების ცენტრშია:...

საჯარო მოხელეები საოლქო საარჩევნო კომისიაში – ოპოზიცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ

პარტია „ევროპული საქართველო”-ს რუსთავის ორგანიზაციის წევრები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პოზიცია, როგორც ოლქის წევრობაა,...

თეთრიწყაროში შშმ ბავშვებისთვის დღის ცენტრის შექმნის საჭიროებაზე საუბრობენ

პროფესიით იურისტი, ბელა გაზდელიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ცხოვრობს. ბელა თეთრიწყაროს სკოლაში მანდატურად მუშაობს. გავლილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან...

პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება – რეალური თვითმმართველობისთვის

QvemoQartli.ge-ე აგრძელებს მუშაობას საჯარო მმართველობის რეფორმის მიმდინარეობის  შესასწავლად. დღეის მდგომარეობით არსებობს რეფორმისმხოლოდ გასული წლების, 2019-2020 წლების, სამოქმედო გეგმა. შესაბამისად,ყურადღებასაც მის...

„საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ინიციატივით სასამართლოს გუშაგთა ქსელი შეიქმნა

დღეს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ინიციატივით სასამართლოს გუშაგების ქსელის  შეხვედრა გაიმართა რუსთავში. შეხვედრას სასამართლო თემით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროექტში...

„ზედაპირული დამოკიდებულება, პოლიტიკის შემუშავების ფორმალისტური ხასიათი“ – საჯარო მმართველობის რეფორმის წარუმატებლობის მიზეზები

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ალტერნატიული ანგარიში, სახელმწიფო სერვისების მიწოდება თაობაზე, მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *