„წითელი ხიდი“ – ქვემო ქართლში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაცია

მარნეულის მუნიციპალიტეტში 2020 წლიდან ორგანიზაცია „წითელი ხიდი“ ფუნქციონირებს. მისი წარმომადგენლები გვიყვებიან, რომ მათი მიზანი ახალგაზრდების განათლებაზე, განვითარებასა და ინტეგრაციაზე ზრუნვაა.

„წითელი ხიდის“ დაარსების იდეაზე, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნატალია ჯალაღონია გვიყვება:

ორგანიზაციის დაფუძნების იდეა უნივერსიტეტის პერიოდში გაჩნდა, როდესაც ერთ სასწავლო სივრცეში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ვსწავლობდით. სამწუხაროდ, მაშინაც და ახლაც, საკმაოდ შესამჩნევია დისკრიმინაცია, გარიყვა და . ძალიან მალე, ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა და ქართველებმა დავაარსეთ ორგანიზაცია, რომლის მიზანსაც სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრა და ისეთი ქვეყნის აღმშენებლობაში თანამონაწილეობა წარმოადგენს, სადაც ადამიანები არ იჩაგრებიან.“

„წითელ ხიდს“ სულ ექვსი დამფუძნებელი ჰყავს. მათ შორის ერთ-ერთია ჯეიჰუნ მუჰამედალი.

ჯეიჰუნი ორგანიზაციის მუშაობაში აქტიურადაა ჩართული. მისი თქმით, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების სხვადასხვა მიმართულებით ხელშეწყობა მნიშვნელოვანია. „წითელი ხიდი“-ს საშუალებით მათ აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ უფრო ფართო საზოგადოებას.

ამ მიზნით ვიდეობლოგები მომზადდა მათი მხრიდან და აქტიური ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები საზოგადოებამ გაიცნო.

წარმატებით განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას ჯეიჰუნ მუჰამედალი გამოყოფს ფილმს სახელწოდებით – „მაღიარე.“

„წითელი ხიდის“-ს მიერ გადაღებულ ამ ფილმს 4 გმირი ჰყავს. ისინი საქართველოში მცხოვრები შშმ პირები არიან. როგორ ცხოვრობენ ისინი, როგორია მათი ყოველდღიურობა – ეს ფაქტები კადრებზეა ასახული.

ასევე, ორგანიზაციამ სამოქალაქო განათლების სკოლა დააფუძნა. 30 ეთნიკურად აზერბაიჯანელ ახალგაზრდას საშუალება მიეცა, 6 თვის განმავლობაში, სამოქალაქო განათლებისა და მედიის მიმართულებით ცოდნა, სფეროს პროფესიონალებისგან მიეღო. ჯეიჰუნ მუჰამედალი საუბრობს, რომ კურსის დასრულების შემდეგ 2 მოსწავლეს სტიპენდია დაენიშნა, ორი მათგანი კი საკანონმდებლო ორგანოში დასაქმდა.

ამ აქტივობებთან ერთად, ორგანიზაციამ ერთ-ერთ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ქართული ენის შემსწავლელი ონლაინ კურსები ჩაატარა. როგორც ჯეიჰუნი აღნიშნავს ქართული ენის კარგად ცოდნა, სამოქალაქო უფლებებზე ინფორმაციის ფლობა და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით განვითარება, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია, მერე ყველაფერი ადვილია“.

„წითელი ხიდი“- მიერ განხორციელებული პროექტების შედეგებზე საუბრობს ნატალია ჯალაღონიაც. ამბობს, რომ ახალგაზრდების ცხოვრება მრავალფეროვანი გახდა:

როგორც ახალგაზრდებიც აღნიშნავენ, აქტივობებმა, უპირველესად, მათი ცხოვრება გაამრავალფეროვნა. ასევე, გაამდიდრა მათი ცოდნა უფლებების, პასუხისმგებლობების, სამოქალაქო აქტივიზმის, მედიაგანათლების შესახებ. იმისთვის, რომ არსებული დისკრიმინირებული გარემო შეცვალონ, უკვე აქვთ შესაბამისი ცოდნაც და გამოცდილებაც.“

მიზანს მიღწეულად მიიჩნევს ჯეიჰუნ მუჰამედალიც:

ჩვენი მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათ ცხოვრებაში ცვლილებები უკეთესობისკენ და ეს გამოგვივიდა.“

ავტორი: გურანდა ფუტკარაია

აზერბაიჯანული თარგმანი: ჩიჩაკ გუსეინოვა

ინგლისური თარგმანი: თამარ ჩერქეზიშვილი

სტატია შექმნილია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების  ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.