ციხეში, სადაც სააკაშვილი გადაიყვანეს, ხვალ 85-ე საარჩევნო უბანი იმუშავებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებრივი მდგომარეობის გასაცნობად, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სახალხო დამცველი შედის. ციხესთან სააკაშვილის თანაპარტიელები, მხარდამჭერები და მედიის წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზე შეინიშნება ძალოვანი უწყებების მობილიზებაც.
ამავე დაწესებულებაში, ხვალ 07:00 საათზე, მუშაობას იწყებს 85-ე სპეციალური საარჩევნო უბანი.
QvemoQartli.ge