ციფრული უსაფრთხოება
ეს მასალა მოგიმზადეთ „თბილისის ადამიანია უფლებათა სახლის“ გზამკვლევის მიხედვით. მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ გაიგოთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ონლაინ კომუნიკაციისას.
დაშიფრული კომუნიკაცია
ყოველდღიური, რუტინული მიმოწერისთვის სასურველია ისარგებლოთ Gmail-ის საშუალებით. თუ თქვენ სარგებლობთ Gmail-ით და თქვენს Google Drive-ზე
არსებული ინფორმაცია განსაკუთრებით პერსონალურია, აუცილებელია დააყენოთ Gmail-ზე ორსაფეხურიანი ავტორიზაცია.
ორსაფეხურიანი ავტორიზაციის საშუალებით თქვენი ელექტრონული ფოსტა Gmail-ზე მიებმება სხვა მეორე ელექტრონულ ხელსაწყოს (მობილურს), რომელზეც Gmail-ზე შესვლისას მოგივათ შეტყობინება, ნამდვილად თქვენ ხართ თუ არა ის პირი, რომელიც თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე ცდილობს შესვლას.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გაქვთ Gmail, სენსიტიური პერსონალური ინფორმაციის ელექტრონული ფოსტის საშუალებით გასაზიარებლად გამოიყენეთ Mailvelope (თავსებადია Gmail-თან, Yahoo mail-თან) ან დაშიფრული ფოსტის სისტემა Protonmail.
სენსიტიური ინფორმაციის მიმოწერისას გამოიყენებთ მხოლოდ ისეთი მობილური აპლიკაციები, როგორიცაა Signal, არ გამოიყენოთ Facebook Messenger, sms მიმოწერა და სატელეფონო ზარები.
ინტერნეტ ანონიმურობა და VPN
საკუთარი პერსონალური მონაცემების დაცვას და ინტერნეტ ანონიმურობას, რომელიც გულისხმობს საკუთარი IP კვალის დაფარვას (მაგალითად, სენსიტიური ინფორმაციის ძებნისას და ა.შ.) და ელექტრონულ პროდუქტზე წვდომაში, რომელიც თქვენი ქვეყნისთვის არაა ხელმისაწვდომი დაგეხმარებათ VPN.
VPN – ის (ვირტუალური პირადი ქსელი) ძირითადი მიზანი არის თქვენი მონაცემებისთვის უსაფრთხო გვირაბის შექმნა, რომელიც გადაეცემა სერვერებს ინტერნეტში გადასვლამდე და სხვა სერვერის მეშვეობით თქვენ მოგეწოდებათ სასურველი ინფორმაცია.
VPN თქვენი კომპიუტერისთვის- CyberGhost; VPN Free Proxy (Google Chrome extension)
VPN თქვენი მობილურისთვის- ProtonVPN app.