ციფრული უსაფრთხოება
ეს მასალა მოგიმზადეთ „თბილისის ადამიანია უფლებათა სახლის“ გზამკვლევის მიხედვით. მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ გაიგოთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ონლაინ კომუნიკაციისას.
ტექნიკის შემოწმება
აუცილებელია ტექნიკა (ლეპტოპი, პერსონალური კომპიუტერი, მობილური და ა.შ.) 6 თვეში ერთხელ მაინც შემოწმდეს. მაგალითად, ხომ არ საჭიროებს რომელიმე პროგრამა განახლებას, მუშაობს თუ არა ტექნიკა გამართულად (ბატარეა, პროცესორი). ეს საჭიროა ტექნიკის მოულოდნელად მწყობრიდან გამოსვლის თავიდან ასაცილებლად.
- ახალი ტექნიკის შეძენის შემთხვევაში აუცილებელია ტექნიკა შემოწმდეს. დარწმუნდით, რომ ახალ ტექნიკას აქვს ყველა ფუნქცია, რომელიც თქვენ დაგჭირდებათ უსაფრთხო მუშაობისთვის.
- იმ შემთხვევაში, თუ ახალი ტექნიკა ლეპტოპი ან პერსონალური კომპიუტერია,
შეძენის შემდეგ დააყენეთ Windows ან სხვა ოპერაციული სისტემა და ყურადღება მიაქციეთ, რომ ოპერაციული სისტემა იყოს ლიცენზირებული. ლიცენზირებული ოპერაციული სისტემის დაყენების შემდეგ დაშიფრეთ კომპიუტერი და დააყენეთ სხვა საჭირო პროგრამა. ასევე, დარწმუნდით რომ გაქვთ აქტიური და სანდო ანტივირუსი.
დაშიფრული კომუნიკაცია
ყოველდღიური, რუტინული მიმოწერისთვის სასურველია ისარგებლოთ Gmail-ის საშუალებით. თუ თქვენ სარგებლობთ Gmail-ით და თქვენს Google Drive-ზე არსებული ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აუცილებელია
დააყენოთ Gmail-ზე ორსაფეხურიანი ავტორიზაცია. ორსაფეხურიანი ავტორიზაციის საშუალებით თქვენი ელექტრონული ფოსტა Gmail-ზე მიებმება სხვა მეორე ელექტრონულ ხელსაწყოს (მობილურს), რომელზეც Gmail-ზე შესვლისას მოგივათ შეტყობინება, ნამდვილად თქვენ ხართ თუ არა ის პირი, რომელიც თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე ცდილობს შესვლას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გაქვთ Gmail, სენსიტიური ინფორმაციის ელექტრონული ფოსტის საშუალებით გასაზიარებლად გამოიყენეთ Mailvelope (თავსებადია Gmail-თან, Yahoo mail-თან) ან დაშიფრული ფოსტის სისტემა Protonmail.
სენსიტიური ინფორმაციის მიმოწერისას გამოიყენებთ მხოლოდ ისეთი მობილური აპლიკაციები, როგორიცაა Signal ან WhatsApp, არ გამოიყენოთ Facebook Messenger, sms მიმოწერა და სატელეფონო ზარები.