ცესკო, ქვემო ქართლში, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევ კონკურსებს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:

№20 რუსთავის  საოლქო საარჩევნო კომისია, 3 წევრი – თანამდებობრივი სარგო 1 397  ლარი;

№21 გარდაბნის  საოლქო საარჩევნო კომისია, 3 წევრი – 1 330 ლარი;

№22 მარნეულის  საოლქო საარჩევნო კომისია, 3 წევრი – 1 330  ლარი;

№23 ბოლნისის  საოლქო საარჩევნო კომისია, 3 წევრი – 1 330  ლარი;

№24 დმანისის  საოლქო საარჩევნო კომისია, 3 წევრი – 1 197 ლარი;

№25 წალკის  საოლქო საარჩევნო კომისია, 3 წევრი – 1 197 ლარი;

№26 თეთრიწყაროს  საოლქო საარჩევნო კომისია, 3 წევრი – 1 197 ლარი;

განაცხადება მატერიალური სახით მიიღება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (მის: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №138), 2024 წლის 28 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

განცხადება (ივსება ადგილზე);

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;

უმაღლესი განათლების (აგრეთვე აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი;

ავტობიოგრაფია ან Curriculum Vitae (CV);

კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება);

ორი ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4;

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ფოტოასლი.

მატერიალურად საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს დიპლომისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დედნები ან ნოტარიულად დამოწმებული ასლები, რომელთა ასლების შესაბამისობის დადგენის შემდგომ დოკუმენტაცია უბრუნდება კანდიდატს.

საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს 21 წლის ასაკიდან.

შენიშვნა: საკონკურსო საბუთების მიიღება 2024 წლის 28 აგვისტოდან 29 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, 0131, დავით აღმაშენებლის ხეივანი 138, ასევე, განმცხადებელმა საკონკურსო დოკუმენტაცია შესაძლებელია წარადგინოს სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge)  საშუალებით.

კითხვების არსებობის ან დაზუსტებების საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კონტაქტ-ჰაბს ნომერზე: 251 00 51.

QvemoQartli.ge