ჩეჩნები საქართველოში – ლტოლვილის სტატუსის მნიშვნელობა ადამიანის წამებისგან დასაცავად/ Chechens in Georgia – The importance of refugee status in protecting a person from torture
რამზან ახიადოვის საქმე
ეს სტატია ქალაქ რუსთავში იწერება. რამდენიმე თვის წინ ამავე ქალაქის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღმოჩნდა რუსეთის მოქალაქე, ეთნიკური წარმომავლობის ჩეჩენი, რომელიც საქართველოს მთავრობას ლტოლვილის სტატუსს სთხოვდა. ამ სტატუსთან ერთად კი ითხოვდა, რომ არ მომხდარიყო მისი ექსტრადაცია რუსეთის ფედერაციაში, სადაც თავისი (და არა მხოლოდ) ღრმა რწმენით, წამება და არაადამიანური მოპყრობა ელოდა.
39 წლის რამზან ახიადოვი, საქართველოში სამი წლის წინ ჩამოვიდა და ქალაქ ქუთაისში, მეუღლესთან და ოთხ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. ეთნიკურად ჩეჩენ ახიადოვს რუსეთის ფედერაცია ტერორისტული მოქმედებების ხელშეწყობაში და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობაში სდებდა ბრალს. ახიადოვის, ადვოკატის მედიაში გაჟღებული ინფორმაციით, იგი თავდაპირველად არასწორი პარკირების გამო დააკავეს ქუთაისში, შემდეგ კი გაირკვა, რომ რუსეთის ფედერაცია მას, ზემოთ ხსენებული ბრალდებით, ინტერპოლით ეძებდა. ადვოკატი ხაზგასმით ამბობდა, რომ ახიადოვმა არაფერი იცოდა ამ ბრალდების შესახებ.
რამზან ახიადოვი საქართველოს ხელისუფლებისგან ლტოლვილის სტატუსს უშედეგოდ ითხოვდა. სტატუსის და ექსტრადიციის საკითხების განხილვა სასამართლომდე მივიდა.
რამზან ახიადოვს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე, განიხილა მისი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების დასაშვებობის საკითხი და ის დასაშვებად ჩათვალა. სასამართლოს განმარტებით რამზან ახიადოვის შემთხვევაში ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ იგი ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევის მსხვერპლი გახდებოდა. ამასთან ერთად, სასამართლომ მიუთითა, რომ რამზან ახიადოვის მიმართ უფლებების დარღვევის რისკი არ არსებობდა, რამდენადაც წარმოდგენილი იყო რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის გარანტია, რომ ახიადოვი არ დაექვემდებარებოდა წამებასა და არასათანადო მოპყრობას.
ამ პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ახიადოვი თავისი ადვოკატის დახმარებით მედიით ავრცელებდა განცხადებას იმის თაობაზე, რომ მას რუსეთის ფედერაციაში წამება ელოდა და ითხოვდა ლტოლვილის სტატუსს. ახიადოვის ადვოკატი, რომელმაც შეისწავლა ექსტრადიციისთვის რუსეთის ფედერაციიდან გამოგზავნილი მასალები განმარტავდა, რომ ექსტრადიციის საქმეში მტკიცებულება, რომ ახიადოვი ტერორიზმთან არის დაკავშირებული არ არსებობდა.
„ EMC მიიჩნევს, რომ ახიადოვის მიმართ მიღებულ სასამართლო აქტებში და იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებაში სათანადოდ არ არის დასაბუთებული რამზან ახიადოვის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მაღალი რისკის არ არსებობა. სასამართლო და იუსტიციის სამინისტრო ეყრდნობიან მხოლოდ ფორმალურ მითითებებს, რომ რუსეთის ფედერაციას აღებული აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საერთაშორისო ვალდებულები და წარმოადგინეს უფლების დაცვის შესახებ გარანტია. საქართველოს კომპეტენტური უწყებების ამგვარი განმარტებები განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო დონეზე განსაკუთრებით ხშირად მახვილდება ყურადღება რუსეთის ფედერაციაში ადამიანთა უფლებების მასობრივ, მძიმე დარღვევებზე და საპატიმრო დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე“- ვკითხულობთ, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებაში.
გასული წლის 19 სექტემბერს, ახიადოვის ექსტრადიციის დილას, განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გააკეთა:
„რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ყველამ იცის, რომ ჩემთვის პირადად, როგორც სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი იურისტისთვის, თითოეული ჩეჩენის, თითოეული ქისტი ჩვენი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქის უფლებები იყო და არის პრიორიტეტი. ამიტომ, ვიდრე მიუხედავად ძალიან მძიმე მუხლებისა, ექსტრადიციაზე დავთანხმდებოდით, რუსეთის ფედერაციისგან მივიღეთ წერილობითი გარანტიები, რომ ეს პირი იქნება მოთავსებული ადამიანურ პირობებში საპატიმროში და მას არ დაემუქრება არავითარი ის პრობლემა, რაც შეიძლება დაკვალიფიცრდეს ევროპული კონვენციის რომელიმე მუხლით – ეს არის წამების აკრძალვის მუხლი, რომელიც უნდა იყოს დაცული, სიცოცხლის უფლება და ა.შ… როგორც ამას ამბობს სტრასბურგის სტანდარტი, არავითარი ეჭვი არ არსებობს ხოლმე, რომ ასეთ გარანტიებში, რომელიც გენერალური პროკურატურიდან მომდინარეობს, ეჭვი იქნას შეტანილი”, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
გაურკვევლობა ახიადოვის ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით და უფლებადამცველთა მცდელობები
დღეს რუსულ მედიაში არაფერი იწერება რამზან ახიადოვის შესახებ. იხდის თუ არა სასჯელს ადამიანურ პირობებში, ეს კითხვა უპასუხოდ რჩება. საქართველოში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციები არ წყვეტენ ამ საქმეზე მუშაობას და პირველ რიგში, საქართველოს მთვარობის პასუხიმსგებლობას უსვამენ ხაზს, რომელმაც არც ლტოლვილის სტატუსი მისცა ახიადოვს და არც მისი თხოვნა გაითვალისწინა ექსტრადიციის პროცესის შეჩერებაზე.
ორმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ – ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRC) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან საჯარო ინფორმაცია სასამართლოს ძალით მოითხოვა.
კერძოდ კი, ორგანიზაციებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს – მას შემდეგ, რაც სამინისტრომ მათ რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებული ეთნიკურად ჩეჩენი პატიმრის, რამზან ახიადოვის თაობაზე, გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდა.
საქმე შემდეგში მდგომარეობდა, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს მოთხოვნით, მოეწოდებინა მათთვის საჯარო ინფორმაცია, განახორციელა თუ არა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მინისტრის მიერ დაპირებული მონიტორინგი, თუ რამდენად სრულდება რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული სამართლებრივი გარანტიები რამზან ახიადოვის მიმართ. კონკრეტულად კი უფლებადამცველები ცდილობენ გაარკვიონ იხდის თუ არა სასჯელს ახიადოვი ადამიანურ პირობებში და ახდენს თუ არა ამ საკითხის მონიტორინგს ქართული მხარე.
რადგან უფლებადამცველებმა ვერ მიიღეს აღნიშნული ინფორმაცია, დაიწყეს სამართებლივი დავა საჯარო უწყებებთან.
რატომ არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ახიადოვი შესაძლოა გამხადრიყო წამების მსხვერპილი რუსეთის ფედერაციაში და რატომ იყო საჭირო მისთვის ლტოლვილის სტატუსის მიცემა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ერთადერთი ადმინისტრაციული ორგანოა, რომელიც პასუხისმგებელია თავშესაფრის მაძიებელი პირის განცხადების მიღებაზე, განხილვასა და გადაწყვეტილების მომზადებაზე. ლტოლვილის/ჰუმანიტარულ სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოში არეგულირებს ჟენევის 1951 წლის კონვენცია ,,ლტოლვილის სტატუსის შესახებ“, 1967 წლის ოქმი ,,ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ და საქართველოს კანონი ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“.
,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, იმყოფება საქართველოში, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
შიშის საფუძველი
რუსეთის ფედერაცია საკუთარ ციხეებში (და არა მხოლოდ ციხეებში) ადამიანების წამებისთვის არა ერთხელ სცნო დამნაშავედ ევროპულმა სასამართლომ. ასეთი საქმეების სათავეშია, მაგნიცკის საქმე რუსეთის წინააღმდეგ. ამ მხრივ არსებულ არა ერთ საყურადღებო დარღვევებზე ვკითხულობთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, Amnesty International და Human rights Watch-ის ანგარიშებში.
“ არსებობს მრავალი ანგარიში იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) მხრიდან ადგილი ჰქონდა ახალგაზრდა ანარქისტ და ანტი-ფაშისტ აქტივისტების წამების ფაქტებს, რომლებიც თითქოსდა ჩართულნი იყვნენ „ტერორისტულ“ და „ექსტრემისტულ“ აქტივობებში. ხოლო რამოდენიმე ბრალდებულს, რომლებიც ხელისუფლების მტკიცებით გეგმავდნენ ტერორისტულ აქტებს, მანამდე უცნობი ე.w ორგანიზაციების „ქსელისა“ და „ახალი სიდიადის“ სახელით, სასტიკად გაუსწორდნენ, სცემეს და ელექტროშოკით აწამეს თითქოსდა აღიარების მოპოვების მიზნით”- ვკითხულობთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, 2018 წლის ანგარისში.
ანგარიშების გარდა, რუსეთის ციხეებში პატიმართა წამების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება მედიით და სოციალური ქსელებით.
ორი წლის წინ, მედია ორგანიზაციამ “ნოვაია გაზეტა” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც იაროსლავლის ციხეში პატიმრის წამებას ასახავს. პატიმარს ციხის თანამშრომლები ფიზიკურად უსწორდებიან. გამოცემის ცნობით, ვიდეოჩანაწერი ჟურნალისტებს “საზოგადოებრივი ვერდიქტის” ადვოკატებმა მიაწოდეს.
გარდა იმისა, რომ რუსეთის ფედერაციაში მასობრივად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რამზან ახიადოვს, შიშის სხვა საფუძველიც ჰქონდა.
„ რუსეთის ციხეებში მძიმე პირობებისა და სასტიკი მოპყრობის გავრცელებული პრაქტიკების მიღმა, რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემა კიდევ უფრო მკაცრი და დაუნდობელია ჩეჩენი წარმოშობის პირების მიმართ, რომლებიც ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის ავტორიტარულ პოლიტიკური სისტემაში პოლიტიკურ ან რელიგიურ “მტრებად” განიხილებიან. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ რამზან ახიადოვის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში ხაზგასმით არის მითითებული, რომ ის “ვაჰაბიზმის” მცდარი იდეოლოგიის ჭეშმარიტებაში დარწმუნებული პირია და ტერორიზმთან არის დაკავშირებული“- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.
ამავე ორგანიზაციის შეფასებით, არსებობდა სამართლებრივი შესაძლებლობა იმისი, რომ ახიადოვის საქმის შესწავლა საქართველოში მომხდარიყო და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას სასჯელი აქ მოეხადა.
რამზან ახიადოვი არ არის ერთადერთი ეთნიკური ჩეჩენი, რომელიც თავშესაფრს საქართველოში ითხოვდა და უარი უთხრეს.
„საქართველოში ჩეჩენი ლტოლვილები კვლავ რუსეთში გაძევების შიშით ცხოვრობენ, სადაც ისინი შესაძლოა აღმოჩნდნენ წამებისა თუ სხვა უხეში, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობისა თუ დასჯის მსხვერპლნი. ზოგი მათგანი ასევე შესაძლოა, დაბრუნების შემთხვევეაში, დასაჯონ გაუსამართლებლად“- ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში: „დუმილი კლავს: ჩეჩენ ლტოლვილთა უფლებების შელახვა საქართველოში“.
„არც ერთმა მონაწილე სახელმწიფომ არ უნდა გააძევოს, დააბრუნოს ან გადასცეს პირი სხვა სახელმწიფოს, სადაც მისი წამების საშიშროების რეალური საფუძველი არსებობს. იმის დასადგენად, არსებობს თუ არა საფუძველი, უფლებამოსილმა ორგანოებმა მხედველობაში უნდა მიიღონ ყველა სათანადო ფაქტორი, მათ შორის მოცემულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა მასიური, დაუდევარი და მძიმე დარღვევების შესაბამისი პრაქტიკის არსებობა“ – წამების საწინააღმდეგო კონვენციის მესამე მუხლი.
ავტორი: მანონ ბოკუჩავა
ფოტოს წყარო: ფოტო შერჩეულია სიმბოლურად და პირდაპირი კავშირი არ აქვს სტატიაში ასახულ მოვლენებთან.
The case of Ramzan Akhiadov
This article is being written in Rustavi city. A few months ago, a Russian citizen, Chechen of ethnic origin, was accommodated in Penitentiary Establishment # 6 in the same city, asking the Georgian government for refugee status. Along with this status, he required not to be extradited to the Russian Federation, where he (and not only he) is deeply assured that torture and inhuman treatment awaited him.
39 years old Ramzan Akhiadov arrived in Georgia three years ago and lived in Kutaisi with his wife and four minor children. Ethnic Chechen Akhiadov was accused by the Russian Federation of promoting terrorist acts and collaborating with the Islamic State. According to the information spread in the media by the lawyer of Akhiadov, he was initially detained in Kutaisi for improper parking, and then it turned out that he was wanted by Russian Federation on Interpol on the above-mentioned charges. The lawyer emphasized that Akhiadov did not know anything about these accusations.
Ramzan Akhiadov asked the Georgian authorities for refugee status in vain. Status and extradition issues reached the court.
Akhiadov was denied refugee status. The Tbilisi City Court also considered the admissibility of his extradition to the Russian Federation and considered it admissible. According to the court, in the case of Ramzan Akhiadov, no evidence was presented to convince the court that he would have been a victim of a violation of Articles 2 and 3 of the European Convention. Also, the court noted that there was no risk of violation on Ramzan Akhiadov’s rights, as long as there was a guarantee from the General Prosecutor’s Office of the Russian Federation that Akhiadov would not be subjected to torture and ill-treatment.
In parallel to this process, Akhiadov, with the help of his lawyer, reported to the media that he would be tortured in the Russian Federation and was requiring refugee status. Akhiado’s lawyer, who examined the materials sent for extradition from the Russian Federation, explained that there was no evidence in the extradition case that Akhiadov is involved in terrorism.
“EMC considers that the existence of a high risk of torture and inhuman treatment of Ramzan Akhiadov is not properly justified in the court acts against Akhiadov and in the decision of the Ministry of Justice. The Court and the Ministry of Justice rely only on formal indications that the Russian Federation has undertaken international obligations in the field of human rights and provides a guarantee of human rights protection. “Such definitions by the competent authorities of Georgia are particularly problematic in the light of the growing international attention to mass human rights violations in the Russian Federation and cases of torture and ill-treatment in prisons”- we read in the statement of the Center for Human Rights Education and Monitoring (EMC).
In the morning of extradition of Akhiadov, on September 19 of last year, the Minister of Justice of Georgia made the following statement: “What about human rights, everyone knows that for me personally, as a former lawyer of the Strasbourg court, the rights of every Chechen, every Kist, our citizens and the citizens of other countries were and are a priority. Therefore, before we agree to extradition despite very severe articles, we have received written assurances from the Russian Federation that this person will be placed inhumane conditions in a prison and will not face any of the problems that can be qualified with any article of the European Convention – this is an article prohibiting torture, protecting the right to life, etc.… As the Strasbourg standard envisages, there is no reason the guarantees from the General Prosecutor’s Office put under any doubt” – said the Minister of Justice of Georgia Tea Tsulukiani.
Uncertainty over Akhiadov’s current condition and attempts by Human Rights Defenders
Today nothing is written in the Russian media about Ramzan Akhiadov. The question whether he services his sentence in the human conditions remains unanswered. Human rights organizations operating in Georgia do not stop working on this case and, first of all, they emphasize the responsibility of the Georgian government, which didn’t grant refugee status to Akhiadov and didn’t take into account his request to suspend the extradition process.
Two human rights organizations – Human Rights Center (HRC) and the Center for Human Rights Education and Monitoring (EMC) – requested public information from the Ministry of Justice of Georgia through the court. In particular, the organizations filed a lawsuit in Tbilisi City Court – after the Ministry did not provide them with the requested public information about Ramzan Akhiadov, an ethnic Chechen prisoner extradited to the Russian Federation.
The matter was as follows: The Human Rights Center requested the Minister of Justice of Georgia to provide public information on whether the Ministry of Justice of Georgia had carried out the monitoring promised by the Minister on the fulfillment of the legal guarantees issued by the Russian Federation regarding Ramzan Akhiadov. More precisely human rights defenders are trying to find out whether Akhiadov is serving his sentence inhumane conditions and whether the Georgian side is monitoring the issue. Since the human rights defenders could not get the mentioned information, they commenced a legal dispute with the public agencies.
Why there is a suspicion that Akhiadov might have been a victim of torture in the Russian Federation and why it was necessary to grant him refugee status
The Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Accommodation and Refugees of Georgia is the only administrative body responsible for receiving, reviewing and preparing the asylum application. Decisions on refugee / humanitarian status in Georgia are regulated by the 1951 Geneva Convention Relating to the “Status of Refugees”, the 1967 Protocol on Refugee Status and the Law of Georgia on “Refugees and Humanitarian Status”.
According to the Law of Georgia on “Refugees and Humanitarian Status”, the refugee status is granted to a person who is not a citizen of Georgia or a stateless person permanently residing in Georgia, who has a reasonable fear that he or she may be persecuted for his or her race, religion, confession, nationality, Due to affiliation to a certain social group or political views, and can’t or does not want to return to his/her country of origin or receive protection of that country out of such fear.
The ground of fear
The European Court has repeatedly found the Russian Federation guilty of torturing people in its prisons (and not only in prisons). At the forefront of such cases is Magnitsky’s case against Russia. We read about several notable violations in this regard in the reports of US State Department, Amnesty International and Human rights Watch.
“There were multiple reports of the FSB using torture against young anarchist and anti-fascist activists who were allegedly involved in several “terrorism” and “extremism” cases. Multiple defendants, whom authorities alleged were planning terrorist attacks under the auspices of previously unknown supposed organizations called “the Network” and “New Greatness,” alleged they were subjected to torture to coerce confessions, including severe beatings and electric shocks” – we read in the report of the US State Department of 2018.
In addition to reports, information about the torture of prisoners in Russian prisons has been disseminated through the media and social networks. Two years ago, the media organization “Novaya Gazeta” published a video showing the torture of a prisoner in Yaroslavl prison. The prisoner is physically assaulted by prison staff. According to the publication, the video was provided to the journalists by the lawyers of the “Public Verdict”.
Ramzan Akhiadov had other reasons for fear..
„ Beyond the harsh conditions in Russian prisons and the widespread practice of ill-treatment, the Russian penitentiary system is even stricter and more ruthless towards individuals of Chechen origin who are considered political or religious “enemies” in the authoritarian political system of the Chechen Autonomous Republic.In this regard, it is noteworthy that in the case of Ramzan Akhiadov, the documents submitted by the Russian Federation emphasize that he is a person convinced of the truth of the false ideology of “Wahhabism” and is associated with terrorism”, – the Center for Human Rights Education and Monitoring.
According to the assessment of the same organization, there was a legal possibility the case of Akhiadov to have investigated in Georgia and if convicted, to be sentenced here.
Ramzan Akhiadov is not the only ethnic Chechen to seek asylum in Georgia and has been refused.
“Chechen refugees in Georgia still live in fear of deportation to Russia, where they may be victims of torture or other cruel, inhuman or degrading treatment or punishment. “Some of them may also be punished without trial if they return.” – Report of the Human Rights Center: “Silence Kills: Violation of the Rights of Chechen Refugees in Georgia”.
„ No State Party shall expel, return (“refouler”) or extradite a person to another State where there are substantial grounds for believing that he would be in danger of being subjected to torture. For the purpose of determining whether there are such grounds, the competent authorities shall take into account all relevant considerations including, where applicable, the existence in the State concerned of a consistent pattern of gross, flagrant or mass violations of human rights “- Convention against Torture and Other Cruel, Inhuman or Degrading Treatment or Punishment.
Author: Manon Bokuchava
Photo: The photo is selected symbolically and has no direct connection with the events reflected in the article.