ქვემო ქართლში ფემინისტური მოძრაობის გასაძლიერებლად პროექტი მიმდინარეობს

ასოციაცია „მრავალეროვანი საქართველოს ქალები“ ქვემო ქართლში ფემინისტური მოძრაობის გასაძლიერებლად პროექტს ახორციელებს.  ინიციატივის სახელწოდებაა „ მე ვარ ძლიერი ქალი!  – ფემინისტური მოძრაობისთვის უსაფრთხო სივრცის შექმნა რუსთავში, მარნეულსა და გარდაბანში.“

პროექტის ფარგლებში ტრენინგი რუსთავში გაიმართა. ღონისძიებას მასპინძლობა სოციალურმა კაფე-ბარმა პროფესიომ გაუწია.

პროექტის მიზნებზე ინფორმაციას ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს ქალები“ გვიზიარებს.

პრობლემის აღწერა

 ინტერსექციური ფემინიზმი თანამედროვე ფემინიზმის ერთ-ერთი მიმდინარეობაა, რომელიც ეფუძნება ინტერსექციურობის კონცეფციას და დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმების გადაკვეთის თეორიებს. პოტენციურად ყველა ქალი  გენდერული ძალადობის  საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. ქალებს შორისაც არიან, ზოგადად მაღალი რისკის ჯგუფები მათი წარმოშობის, სექსუალური ორიენტაციის, ეთნიკური  და რელიგიური წარმომავლობის, შეზღუდული  შესაძლებლობების – უნარების, ასევე  ინდივიდუალური  ცხოვრებისეული პირობების  გამო.

სწორედ, ამიტომ მნიშვნელოვანია პროექტის ბენეფიციარებისთვის ინფორმაციის მიწოდება ქალთა უფლებების, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის როგორც საკანონმდებლო ისე, საგანმანათლებლო მიმართულებით.

 პროექტის მიზანია

 საქართველოში, კერძოდ ქვემო ქართლში (მარნეულსა და გარდაბანში) ფემინიზმის შესახებ ქალების უხილავი და უთქმელი გამოცდილების, შეხედულებებისა და მოსაზრებების შესწავლა. ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების, იძულებით გადაადგილებული, შშმ პირებსა და ეკომიგრანტებს შორის ფემინისტური მოძრაობის განვითარებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა.

პროექტის მიზნის მისაღწევად განხორციელდება სხვადასხვა საქმიანობა და აქტივობები:

 ქალების უხილავი და გაუჟღერებელი ინდივიდუალური გამოცდილებების, მათი ისტორიების დამოკიდებულებებისა და მოსაზრებების შესწავლა;

  • ფემინისტური საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელება;
  • ადვოკატირება და ლობირება კანონმდებლობის, რათა დაიცვას სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენელი ქალების ინტერესები;
  • არსებულ სხვადასხვა მოძრაობებს შორის (ფემინისტური, გარემოსდაცვითი, შრომის სამართალი და ა.შ.) თანამშრომლობის დამყარების ხელშეწყობა, ასევე კომუნიკაცია მუნიციპალურ ხელისუფლებასთან, სამთავრობო უწყებებთან, მედიასთან და ა.შ;
  • ფემინისტების, აქტივისტების, ქალთა ორგანიზაციების/ჯგუფების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა მათი ინიციატივების სისრულეში მოსაყვანად;
  • პროექტის მასალის პროაქტიური გამოქვეყნება Facebook-ის სპეციალურ გვერდზე.

პროექტის ფარგლებში შერჩეული იქნება ადგილობრივი აქტიურ ქალები, რომლებიც გაივლიან სპეციალურ ტრენინგს და  თავიანთ თემებში გახდებიან  მომზადებული კადრები, რომლებიც იმუშავებენ ინტერვიუერებთან; მონაწილეობას მიიღებენ ფოკუს ჯგუფებში; ადვოკატირების კამპანიებში და ორგანიზაციას მიაწვდიან ქალთა ზეპირ ისტორიებს.

 პროექტს ავტორი:  ასოციაცია „მრავალეროვანი საქართველოს ქალები“ – თავმჯდომარე ალლა ბეჟენცევა.  პროექტის პარტნიორები:   აზერბაიჯანელი  ახალგაზრდების ასოციაცია – თავმჯდომარე ლეილა მამედოვა; „საქართველოს აქტიურ აზერბაიჯანელ ქალთა ორგანიზაცია“ – გიულტაკინ მუსაევა.

პროექტი ხორციელდება „ ქალთა ფონდის საქართველოში” და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)” მხარდაჭერით.

 

QvemoQartli.ge