ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო საზოგადოებისთვის, სოციალური პოლიტიკის წარმოებაზე, ტრენინგი მიმდინარეობს

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ორგანიზებით მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე: ,,სოციალური პოლიტიკის წარმოება ადგილობრივ დონეზე“.

ტრენინგი ხორციელდება ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მოქმედი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის (CDP) ფარგლებში.

ტრენინგი მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა:

  • სოციალური პოლიტიკა საქართველოში: ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიდგომები;
  • ცენტრალური და ადგილობრივი სოციალური სერვისებისა და პროგრამების ფორმები და მათი ტიპოლოგია (კლასიფიკაცია);
  • სოციალური სერვისებისა და პროგრამების მოცულობა, მრავალფეროვნება და ხარისხი;
  • მუნიციპალიტეტის სოციალური სერვისები და პროგრამები;
  • სოციალური სერვისების/ საბიუჯეტო პროგრამების შემუშავება: დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება;
  • სოციალური სერვისებისა და პროგრამების ადგილობრივი და საერთაშორისო მაგალითები და საუკეთესო პრაქტიკა;
  • და სხვა.

ტრენინგი დღეს დაიწყო და 26 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ღონისძიება მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: „სამოქალაქო საზოგადოების განვითარება ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს (CTC), ქვემო ქართლის მედიასა  (KKM) და ორგანიზაცია: „პირველ ევროპელთან“ ერთად (FE).

QvemoQartli.ge