ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით, ტრენინგების კურსი შექმნა

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად:

„ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, ქართული ღვინის გილდიამ ფერმერთა და მცირე საოჯახო მეურნეობების წარმომადგენელთა მხარდაჭერისა და საქამიანობისათვის საჭირო ცოდნის გაღრმავების მიზნით, სპეციალური ტრენინგკურსები დაგეგმა.

ორდღიან კურსზე „ენოლოგია“ დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტრესებულ პირს. ტრენინგი ჩატარდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით“,- წერია უწყების განცხადებაში.

განცხადებას ახლავს ილუსტრაცია, სადაც კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ ტრენინგების კურსის ინიციატორი გუბერნატორია.

არსებული კანონმდებლობით, სახელმწიფო რწმუნებულს მხოლოდ მაკოორდინირებელი უწყების ფუნქცია აქვს და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების განკარგვა, მის უფლებამოსილებას სცდება.

ინფორმაციის/ფოტოს წყარო: ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ოფიციალური ვებგვერდი.

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ ვებგვერდის მითითებით.