ფოტოაპარატები, ობიექტივები – გარდაბნის მერიის 22 000 ლარიანი შენაძენი
გარდაბნის მერიამ შპს „ემ კა ეს“- ისგან 2 ფოტოაპარატი 15 130 ლარად შეიძინა. ასევე, ამავე კომპანიისგან იყიდა ორი, საერთო ჯამში 6 800 ლარიანი ობიექტივი და მეხსიერების ბარათები.
ამ დროისთვის, გარდაბნის მერიის ოფიციალური ვებგვერდი და გვერდი სოციალურ მედიაში, რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი ყველა ნაკლებად ინფორმაციულია. თვითმმართველობის ინდექსის, 2023 წლის შედეგების თანახმად, გარდაბნის მერია საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის და ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისთვის, სრულყოფილად არ იყენებს თავის საინფორმაციო პლატფორმებს. კერძოდ, არ აქვეყნებს ინფორმაციებს ადმინისტრაციულ ხარჯების შესახებ. ასევე, არ აქვს სრულყოფილად წარმოდგენილი მონაცემები მუნიციპალური შპს-ებისა და აიპების შესახებ – არ აქვეყნებს საერთო კრების ოქმებს და სამოქალაქო მრჩეველთ საბჭოს ოქმებს. ამასთან ერთად, მხოლოდ 30%-ით არის შეფასებული სხდომის ოქმების გამოქვეყნება.
ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან ერთად, მუნიციპალიტეტის აქტივობების ან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, შესაბამისი სამსახურის მომზადებული მასალები ხშირად ინფორმაციულად მწირია.
ფოტო: გარდაბნის თვითმმართველობა
QvemoQartli.ge