„ფიზიკურად გამისწორდნენ და უბნიდან გამომაძევეს“, – დამკვირვებელი მარნეულიდან

მარნეულში 50-ე  და 48-ე საარჩევნო  უბანზე დარღვევებსა და ძალადობაზე  საუბრობს „ ჩემი ხმის” დამკვირვებელი გურამ ჩუხრუხიძე.

„ უბანზე არსებული დარღვევების გადაღების საშუალება არ მომცეს.  რეგისტრატორებს საერთოდ არ გვაკარებდნენ. მეუბნებოდნენ, რომ გარეთ გამაგდებდნენ. ცდილობდნენ ჩემზე ფსიქოლოგიურად ეძალადათ. შემოდიოდნენ ადამიანები ბეიჯის გარეშე და მთხოვდნენ გარეთ გავყოლოდი. ჩვენს დამკვირვებელს რამდენიმე კაცი, რომლებსაც  დამკვირვებლის  ბეიჯი ეკეთათ, ფიზიკურად  უსწორდებოდა. შემდეგ სოციალურ ქსელში დავწერე ამასთან დაკავშირებით. ალბათ, ნახეს გაიგეს და მემუქრებოდნენ “, – გურამ ჩუხრუხიძე, დამკვირვებელი, „ჩემი ხმა“.

მისივე თქმით: „უბანზე ტელეფონში ჰქონდათ პირადობის ფოტო და ისე აძლევდნენ ხმას,  სარეგისტრაციო აპარატებზე დიდი ალბათობით ხმები აქვთ დაწეული და სიგნალიზაციას ძალიან ხმადაბლა გამოსცემს. ტოტალური განუკითხაობაა.”

რაც შეეხება, 48-ე უბანზე არსებულ ვითარებას, „ მოქალაქეს პასპორტში ჰქონდა ჩაკრული სხვა  ადამიანის სურათი და ისე აძლევდა ხმას, მინდოდა ამის უფლება არ მიმეცა, ფიზიკურად გამისწორდა 20 -30 ადამიანი და უბნიდან გამომაძევეს“, – გურამ ჩუხრუხიძე, დამკვირვებელი, „ჩემი ხმა“.

QvemoQartli.ge