ტენდერი – ქართულიდან აზერბაიჯანულ ენაზე თარგმანის მომსახურება

დასახელება: ქართულიდან აზერბაიჯანულ ენაზე თარგმანის მომსახურება
მომწოდებელი: ა(ა) იპ ქვემო ქართლის მედია
გამოქვეყნდა: 1 თებერვალი, ბოლო ვადა: 7 თებერვალი
ა(ა) იპ ქვემო ქართლის მედიაწარმოადგენს საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც 2013 წლიდან მუშაობს ქვემო ქართლის რეგიონში. ორგანიზაციის მისიაა ჟურნალისტიკის, როგორც ინსტრუმენტის გამოყენებით ადგილობრივი დემოკრატიის მხარდაჭერა.

ტენდერი იმართება პროექტის ფარგლებში: რეგიონული მედიის გაძლიერება, მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე, ადგილობრივი აზერბაიჯანული თემის ინფორმირებისთვის.

გრანტის ნომერი:ENI/2020/421-052

ხელშეკრულების ნომერი: 2023 / 2

ქართულიდან აზერბაიჯანულ ენაზე თარგმანის მომსახურება

მომსახურების შესყიდვის მიზანი:

ქართულიდან აზერბაიჯანულ ენაზე თარგმანის მომსახურება

** ქართულ ენაზე შექმნილი ჟურნალისტური ნამუშევრების თარგმნა;

** თარგმანის უზუნელყოფა, სათარგმნი მასალის (არა უმეტეს ორი გვერდისა) მიღებიდან, არა უგვიანეს 3 საათში;

ტენდერში მონაწილე დაინტერესებულმა პირებმა/ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, უახლესი ამონაწერი რეესტრიდან);
** ხარჯთაღრიცხვა/ინვოისი (შენიშვნა: ერთეულის ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას დღგს-ს გადასახადის ჩათვლით), რომელიც ასახავს ერთი 4A ფორმატის გვერდის (შრიფტი 11) თარგმანის ღირებულებას;

** თარგმნილი მასალის ნიმუში;

შემოთავაზებული ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ-ს ჩათვლით.

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს თარგმანის მომსახურება 7 თვის  (კონკრეტული ვადები განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ) განმავლობაში.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 7 თებერვალი

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: qvemoqartli2022@gmail.com; elene.kopadze@yahoo.com და გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ: ტენდერი აზერბაიჯანულ ენაზე თარგმანის მომსახურება.