ა(ა) იპ ქვემო ქართლის მედია – წარმოადგენს საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც 2013 წლიდან მუშაობს ქვემო ქართლის რეგიონში. ორგანიზაციის მისიაა ჟურნალისტიკის, როგორც ინსტრუმენტის გამოყენებით ადგილობრივი დემოკრატიის მხარდაჭერა.
ტენდერი იმართება პროექტის ფარგლებში: რეგიონული მედიის გაძლიერება, მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე, ადგილობრივი აზერბაიჯანული თემის ინფორმირებისთვის.
გრანტის ნომერი:ENI/2020/421-052
ხელშეკრულების ნომერი:2023 / 2
ორენოვანი (ინგლისური და აზერბაიჯანული) ვერსიების დამატება ვებგვერდისთვის QvemoQartli.ge
მომსახურების შესყიდვის მიზანი:
ორენოვანი (ინგ.აზე) ვერსიების დამატება ვებგვერდისთვის QvemoQartli.ge
** ვორდპრესის პლატფორმის ფარგლებში მომზადებული ვებგვერდისთვის QvemoQartli.ge
ორენოვანი (ინგ.აზე) ვერსიების დამატება;
** ორგანიზაციისთვის კონსულტაციის გაწევა, ტენდერის ფარგლებში მომზადებული ორენოვანი ვერსიების მართვის და მასალების განთავსების კუთხით.
ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, უახლესი ამონაწერი რეესტრიდან);
** ხარჯთაღრიცხვა/ინვოისი (შენიშვნა: ერთეულის ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას დღგს-ს გადასახადის ჩათვლით).
** მსგავსი სამუშაოს შესრულების ამსახველი ნიმუში;
შემოთავაზებული ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ-ს ჩათვლით.
კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევა, ხელშეკრულების დადებიდან, 1 თვის (კონკრეტული ვადები განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ) განმავლობაში.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 7 თებერვალი.
დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: qvemoqartli2022@gmail.com; elene.kopadze@yahoo.com და გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ: ტენდერი ინგლისურ ენაზე თარგმანის მომსახურება. |