სოფელ ვახტანგისში ციფრულ უსაფრთხოებაზა ვორქშოფი ჩატარდა (ვიდეო)
15 სექტემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში, პროექტის „სიმართლის ადვოკატირება: ახალგაზრდული ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება დემოკრატიული მდგრადობისთვის“ ფარგლებში, ჩატარდა ვორქშოფი ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის. ღონისძიებაში მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა ციფრული და მედიაწიგნიერების საკითხებზე, ასევე კიბერჰიგიენის მნიშვნელობაზე.
ღონისძიებას ორგანიზებას უწევდა სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი, გარდაბნის ახალგაზრდულ ცენტრთან თანამშრომლობით.
პროექტის მიზანია საქართველოს ევროინტეგრაციის ხელშეწყობა, დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია და დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ახალგაზრდებში მედია წიგნიერებისა და ადვოკატირების უნარების განვითარების გზით. პროგრამა ხორციელდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.