სოფელი ჯორჯიაშვილი – პროტესტის მცირე შედეგი და უცვლელი დიდი პრობლემა
მოსახლეობის აღწერის ბოლო მონაცემებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჯორჯიაშვილის დასახლებაში 721 ადამიანი ცხოვრობს. სოფელი, დღეს, წყლის პრობლემის წინაშე დგას.ადგილობრივები მართავენ აქციებს, ჰყვებიან თავიანთ პრობლემებზე და ელიან დახმარებას. სანამ ხელისუფლება, სოფლის წყლით უზრუნველყოფისთვის, ბოლოსდაბოლოს, შედეგიან პროექტს განახორციელებს – ჯორჯიაშვილში წყლის მოპოვების საკუთარ გზებზე ფიქრობენ.
ადგილობრივი, მედია ხუციშვილი, სასმელ წყალს ზოგჯერ ყიდულობს, ზოგჯერ კი მისთვის ახლობლებს მოაქვთ. „ მე პირადად და ჩემი ოჯახი ვერ ვსვამთ ამ წყალს.ვყიდულობ 10 ლიტრს 3.50 თეთრად. ერთხელ მოვადუღეთ და ვიფიქრეთ ყავის მოსამზადებლად მაინც გამოვიყენებთ-მეთქი, მაგრამ საშინელი გემო ჰქონდა და ვერა.. ძნელია ასე ცხოვრება, მუდმივად გვჭირდება დასალევად და საკვების მოსამზადებლად წყლის მომარაგება. რაც შეეხება ამ სარწყავ წყალს, გასულ კვირას ორჯერ გამოუშვეს, მაგრამ ახლა უკეთ მოდის, არ ვიცი აქცია რომ მოაწყვეს ადგილობრივებმა ამ თემაზე იმის გამო, თუ ნალექის მოსვლის გამო.
ტექნიკურ წყალს ბაკებში ვაგროვებთ, როცა მოდის და ისე ვიყენებთ. ზოგიერთი ამ წყალს ასხამს სარეცხ მანქანაში, მაგრამ მე არ ვიცი ეგ როგორ კეთდება. თან თუ მივზიდავ სარეცხმანქანამდე, მერე ნელ-ნელა ჩავასხამ, მაგას მირჩევნია ავდგე და ხელით გავრეცხო.გამოსავალი?! ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ადგილობრივები ამბობენ, რომ დაჰპირდნენ 2020 წელს ახალი პროექტის განხორციელებას, რომელიც სოფელს სასმელი წყლით უზრუნველყოფს ,“- საუბრობს ადგილობრივი მედეა ხუციშვილი.პროტესტი ჯორჯიაშვილში გასულ თვეს გამოხატეს. მაშინ, სოფელში ჩამოსულ საზოგადოებრივ მაუწყებელს წყლის პრობლემაზე ადგილობრივები დარეჯან პაპიაშვილი და ნაირა ობგაიძე ესაუბრნენ. ეს ადამიამები სასმელ წყალთან ერთად, ტექნიკური წყლის მიწოდების კუთხით არსებულ პრობლემაზეც ჩიოდნენ.
სოფელში ჩვენი ყოფნის დროს, ტექნიკური წყალი არა თუ ოჯახებში, ჯორჯიაშვილის შიდა ქუჩებშიც მოედინებოდა, როგორც სახლების წინ არსებულ ე.წ არხებში, ასევე დაზიანებული მილებიდან.ადგილობრივები აღნიშნავდნენ, რომ როგორც წესი ტექნიკური წყალი ასეთი კარგი გრაფიკით არ მიეწოდებათ და ეს უჩვეულო მოვლენაა. გვიხსნიდნენ, რომ სამწუხაროდ ამ წყალს ზოგი მოსახლე არაკეთილსინდისერად იყენებს, რასაც მრიცხველების არ არსებობაც უწყობს ხელს.ვუბრუნდებით სასმელი წლის თემას.
დასახლებაში აღნიშნულ საკითხზე, რამდენიმე ოჯახს ვესაუბრეთ. მათგან ყველა აღნიშნავდა, რომ წყალს რომელიც მიეწოდებათ სასმელად არასდროს უყენებენ. დასძენდნენ, რომ ამ ტექნიკურ წყალსაც ყოველდღე ვერ იღებენ.შესაბამისად, ადვილი შესამჩნევია, ადგილობრივების ეზოებში თავმოყრილი წყლის ბაკები და სხვადასხვა მოცულობის ბიდონებია.ამით მიიქცია ჩვენი ყურადღება ადგილობრივის ციალა ფხოველიშვილის სახლმაც. ქალბატონ ციალასაც წყლის შესანახი ე.წ ავზი და მრავალი ჭურჭელი აქვს.„მე 44 წელია აქ რძალია ვარ და ეს წყალი არასდროს დამილევია. სასმელი წყალი ჩვენ ტბისიდან მოგვაქვს. ზოგი ყიდულობს. ნუ, რას ვზიამთ აბა?! სარწყავ წყალს კი ვაგროვებთ და ისე ვიყენებთ. ეს დღეებია კარგად გვაქვს“, – ამბობს, ადგილობრივი ციალა ფხოველიშვილი.სოფელში, წყლის პრობლემაზე სხვა ადგილობრივებიც საუბრობენ, მაგრამ საკუთარი ვინაობის დასახელება არ სურთ. ეს მოვლენა ჩვენ არ გვიკვირს, რადგან ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშშიც, ასეთი ვითარება დაგვხვდა. ადგილობრივების ნაწილს, თეთრიწყაროში, ეშინია ისაუბრობს საკუთარი სოფლის ყველაზე მწვავე პრობლემაზეც კი..
ეს ადამიანები, პირად საუბრებში აღნიშავდნენ, რომ მოსაწესრიგებელია სახლების წინ არსებული ე.წ არხები, რომელიც ანტისანიტარიის და მძაფრი სუნის წყაროა.ამ ე.წ არხებში ახლა ტექნიკური წყალი მიედინება, მძრაფრი-უსიამოვნო სუნი კი ნამდვილად შეიგრძნობა.ჯორჯიაშვილის წყლის პრობლემაზე კითხვებით, თეთრიწყაროს ადგილობრივ თვითმმართველობას მივმართეთ. მუნიციპალიტეტს პასუხები ამ დრომდე არ მოუწოდებია.მასალა მომზადდა “კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის” (CENN) მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში: “ინფორმაცია ცვლილებებისთვის – წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის სტანდარტების პოპულარიზაცია დმანისის, მარნეულის, წალკის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში.სQvemoQartli.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით