სოლიდარობას ვუცხადებთ მედიაჯგუფს ,, აჭარა p.s”
6 აპრილს მედიაჯგუფ ,,აჭარა p.s”-მა გამოქვეყნა ვიდეოკადრები, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ აღნიშნული მედიაგამოცემის ჟურნალისტს, სულხან მესხიძეს პროფესიულ მოვალეობის შესრულებისას ხელს ქობულეთის შსს-ს წარმომადგენლები უშლიან.
კადრები გადაღებულია ქობულეთში, სადაც ,,აჭარა p.s”-ის ინფორმაციით საბანკო კრედიტებს შეწირული ოჯახების გამოსახლების სერია გრძელდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ამჯერად გამოსახლებისთვის ძალოვანები მზევინარ მანელიშვილის ოჯახს ესტუმრნენ.
ჩვენი რედაქცია, სოლიდარობას უცხადებს მედიაჯგუფ ,,აჭარა p.s”-ს და მოუწოდებს ქობულეთის შსს-ს ხელმძღვანელობას, სამაგალითოდ დასაჯოს სამართალდამცავი, რომელიც ჟურნალისტს მუშაობის საშუალებას არ აძლევდა.