„ სკოლაში ფანჯრების უმეტესობა დაზიანებულია, გათბობის სისტემაც არ გვაქვს და შეშის ფეჩზე ვართ დამოკიდებული“ – მოსწავლე ბოლნისის სკოლიდან
ხარისხიანი განათლება აუცილებელი და მნიშვნელოვანია ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქისთვის, მაგრამ განათლების სამინისტრო უფრო მეტად არის პასუხისმგებელი სასკოლო პერიოდში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაზე, რადგან ადამიანის პიროვნული განვითარების საფუძველი სწორედ ამ სასკოლო ასაკში ყალიბდება.
თუ გვინდა არაკომპლექსური და სიახლეებისთვის გახსნილი, დემოკრატიული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ტოლერანტული, თანასწორი საზოგადოება შევქმნათ, მაშინ ვალდებულნი ვართ, რომ ხარისხიანი და თანამედროვე სასკოლო პირობები შევქმნათ.
როგორც ვიცით, საქართველოში სკოლების დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს ინფრასტრუქტურული და ფუნქციონალური თვალსაზრისით.
ქვემო ქართლის სკოლებში ბევრი დაბრკოლებაა, რაც მოსწავლეებში საშუალო და უმაღლესი განათლების მიღების მოტივაციას ამცირებს. დაბრკოლებები, რომლებიც მოსწავლეებს აშორებს სკოლას ან განათლებას არის: ინფრასტრუქტურის ნაკლებობა – რეგიონში ბევრი სკოლა საჭიროებს რემონტს; გათბობის სისტემის არარსებობა -რეგიონებში ჯერ კიდევ ბევრი სკოლა იყენებს შეშის ღუმელს; სასწავლო პროცესის დაბალი ხარისხი და მოტივაციური აქტივობების ნაკლებობა.
შეიძლება ითქვას, რომ რეგიონის ზოგიერთი სკოლა სწავლებას მხოლოდ მე-9 კლასამდე ახდენს და მოსწავლეების უმეტესობა, მე-9 კლასის შემდეგ, საშუალო სკოლას ვერ აგრძელებენ – სიშორის ან ხელმისაწვდომი ტრანსპორტის არ არსებობის გამო.
ნ.ა (ინიციალები შეცვლილია) ბოლნისის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეა. საუბრობს იმ დაბრკოლებებზე, რომელიც სწავლის დროს ხვდება.
„ სკოლაში სწავლისას ჩემი დაბრკოლება ის არის, რომ გარკვეული პირობები არ გაგვაჩნია სკოლაში, რაც საჭირო სასკოლო პროცესისთვის. სკოლაში ფანჯრების უმეტესობა დაზიანებულია, გათბობის სისტემა არ გვაქვს და შეშის ფეჩზე ვართ დამოკიდებული. ეს ფეჩიც კარგად ვერ ათბობს კლასს. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ ხარისხიანი გაკვეთილები არ ტარდება ჩვენს სკოლაში.
მოკლედ, რომ გითხრათ, ვფიქრობ სასკოლო სისტემა დისციპლინურად უნდა ჩამოყალიბდეს. მოსწავლემ არ უნდა გატეხოს ნივთები, მასწავლებლობის მიმართ პატივისცემით უნდა იყოს.
როგორც, პირობები, ძალიან ბევრი ნაკლებობა გვაქვს სკოლაში, არ ვარ კმაყოფილი ჩემი სკოლის პირობებით.
ჩემს მომავალს რაც შეეხება, ძალიან მინდა ექიმობა, რადგან მიყვარს როდესაც ვეხმარები ხალხს, თუმცა ზუსტად ჩამოყალიბებული არ მაქვს, რისი ექიმი ვიქნები”
არასრულწლოვანებზე ზრუნვა და მათი პიროვნულად ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანა თითოეული ჩვენგანის ძირითადი მოვალეობაა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო პირობების ამაღლება და ხარისხიანი განათლების შეთავაზება მოსწავლეებისთვის.
ფოტო: შერჩეულია თემატურად, წყარო:რადიო თავისუფლება
QvemoQartli.ge-ე აღნიშნულ საკითხზე, უახლოეს პერიოდში, სიღრმისეულ მასალას შემოგთავაზებთ.
ავტორი: ელლადა რიზალი
სტატია მომზადდა “ქალთა ფონდის საქართველოში” და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)” მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია „ქვემო ქართლის მედია“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.