სიძულვილი „სიყვარულის“ სახელით – მარტყოფში ფილმის ჩვენება გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, „ქვემო ქართლის მედიის“ მომზადებული დოკუმენტური ფილმის:  სიძულვილი „სიყვარულის“ სახელით, ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას მასპინძლობა „მარტყოფის ახალგაზრდულ ცენტრმა“ გაუწია. ჩვენება მარტყოფის მე-2 საჯარო სკოლაში შედგა.

ქსენოფობია, ჰომოფობია, მიზოგენია – ეს ის საკითხები იყო, რაზეც ფილმის ჩვენების შემდეგ ახალგაზრდებმა გაამახვილეს ყურადღება და დასვეს კითხვები.  დისკუსიას ულტრამემარჯვენე ჯგუფების მკვლევარი, ქეთევან მურღულია უძღვებოდა. ახალგაზრდები განათლების და კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. აქცენტი გაკეთდა, როგორც სამოქალაქო სექტორის ასევე, პირველ რიგში, სახელმწიფოს როლზე – გააკეთოს მაქსიმუმი, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისთვის.

შეგახსენებთ, რომ „ქვემო ქართლის მედია”-მ ულტრამემარჯვენე ნარატივების და საფრთხეების შესახებ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო. მასში საუბარია რადიკალური ჯგუფების საქმიანობაზე და იმ წინააღმდეგობაზე, რომელსაც მათ სამოქალაქო სექტორი უწევს ქვემო ქართლის რეგიონში.

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

ოპერატორი: ვახტანგ ბუაჩიძე

თარგმანი: აინურა ალიევა, თამარ ჩერქეზიშვილი

ფილმის რესპონდენტები არიან: მკვლევარი ქეთევან მურღულია, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ სამხარაძე და უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა.

ფილმი მომზადდა „ფიფლ ინ ნიდ“-ის (PIN) მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.  მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია“ და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

QvemoQartli.ge