საჯარო მმართველობის რეფორმის გამოწვევები -სახელმწიფო სერვისების მიწოდება და ადგილობრივი თვითმმართველობა

6 სექტემბერს, 12:00 საათზე, ონლაინ ფორმატით გაიმართება შეხვედრა თემაზე: საჯარო მმართველობის რეფორმის გამოწვევები – სახელმწიფო სერვისების მიწოდება და ადგილობრივი თვითმმართველობა. მომხსენებელი გახლავთ, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, დავით ლოსაბერიძე.

ონლაინ შეხვედრა გაიმართება პროექტის ფარგლებში:
„საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში, თვითმმართველობების გაძლიერებისა და საჯარო სერვისების გაუმჯობესების მიზნით, დასახული ამოცანების შესრულების ხარისხის მონიტორინგი.“ პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია “ქვემო ქართლის მედიის მიერ”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” და ” ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” მხარდაჭერით – ევროკომისიის გრანტის ფარგლებში.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ ქვემო ქართლის საჯარო სექტორის წარმომადგენლებს აღნიშნული ბმულის დახმარებით:

https://us02web.zoom.us/meeting/register/tZMvc-2grDMsGN3pbpRLYVs2OvZ76Phvijqv

საკონტაქტო პირები:

პროექტის მენეჯერი მანონ ბოკუჩავა (593 123 182)

კოორდინატორი ირმა ზურაბაშვილი (599 98 24 16)