რუსთავში 700 ლიფტი რეაბილიტაციის მოლოდინშია

ქალაქის თვითმართველობა ლიფტების რეაბილიტაციას, მოსახლეობასთან ერთად თანადაფინანსების პრინციპით განაგრძობს. პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე მარტივი და საშუალო დაზიანების მქონე ლიფტების რეაბილიტაცია იგეგმება. თანადაფინანსების პრინციპის თანახმად, მერია 90%-ს,  ხოლო თითოეული მოსახლე, თანხის 10 % იხდის. რაც დაახლოებით 80-90 ლარს შეადგენს.

რუსთავის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის, გიორგი არჩვაძის განცხადებით, ქალაქში სულ 1100 ლიფტია, საიდანაც ამ ეტაპზე რეაბილიტირებული მხოლოდ 400-ია. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ლიფტების აღდგენა თანადაფინანსების პრიციპით ხდება, ერთ ოჯაზე გადასახადელი თანხა მაინც ბევრია.

” ჯერ ჩვენ ბინამდე არავინ მოსულა, მაგრამ დავითვალეთ, რომ ლიფტის აღდგენის შემთხვევაში თითოეულ ოჯახს 80-90 ლარის გადახდა მაინც მოგვიწევს.  ამას ისიც ემატება, რომ სადარბაზოში ზოგიერთი ბინა  დაკეტილია და არავინ ცხოვრობს, ზოგს კი ფინანსურად ძალიან უჭირს.   ასეთი კატეგორია ფულს ვერ დებს, შესაბამისად, გამოდის, რომ  ეს თანხები ისევ  ჩვენი დასადებია.  ჩვენ კი ამდენის საშუალება ნამდვილად, არ გვაქვს.   ქალაქის ხელმძღვანელობას ვთხოვთ გაითვალისწინოს ეს საკითხი და ბიუჯეტიდან დაფაროს ასეთი ოჯახების ‘-ამბობს 21 მიკრორაიონში მცხოვრები ნელი გავაშელი.

როგორც ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი, გიორგი არჩვაძე  kk.press.ge- სთან საუბარში ამბობს, პროგრამის ფარგლებში მერია ლიფტების რეაბილიტაციისთვის ხარჯების 90 %-ს  იხდის.  რაც შეეხება ზედმეტ თანხებს, რომლის გადახდაც მოსახლეობას სადარბაზოში დაკეტილი ბინის ან სოციალურად დაუცველი ოჯახის გამო უწევთ,  სამსახურში განსჯის საკითხია. თუმცა მისივე თქმით,  რუსთავში ამ დრომდე 400-მდე ლიფტის რეაბილიტაცია მოხდა, მერიას კი ასეთი პრეცენდენტი  არ დაუშვია.

მოსახლეობა კი ამ საკითხის გარდა, სხვა ინფორმაციის გარკვევაც სურს: ‘მარტივი დაზიანების კატეგორიის ლიფტების გარდა ქალაქში ისეთებიცაა,   რომელიც სულ გაპარტახებულია. ალბათ,  მათი აღდგენა შეუძლებელი გახდება, რადგან ხალხი ისეა გაჭირვებული ვერც 10% -ს  გადაიხდის. გარდა ამისა რუსთავში მე-17 მიკრო რაიონში რამდენიმე ლიფტი სრულიად უფასოდ გაკეთდა, რასაც მივესალმებით, მაგრამ გვაინტერესებს რატომ მაინცდამაინც ეს უბანი და ეს ბინები? მაინცდამაინც კახა გურგენიძის მაჟორიტარულ ოლქში უნდა ვცხოვრობდე, რომ ლიფტი უსასყიდლოდ გაგვიკეთონ?’

ამ თემაზე კითხვით  ჩვენ  ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსსს, არჩვაძეს მივმართეთ. . ,, საბიუჯეტო თანხებით, თანადაფინანსების გარეშე მე-17 მიკროში და არც სხვაგან, ლიფტი არ გაკეთებულა „ – გვპასუხობს  არჩვაძე.

რუსთავში ლიფტების პრობლემაზე, თვითმმართველობის საიტზე ქალაქის მერის, ზაქარია დარჩიაშვილის კომენტარია გამოქვეყნებული.  ქალაქის მერი ,,ვარაუდობს”, რომ 2012 წელს ლიფტი რუსთავში პრობლემა არ უნდა იყოს.

‘მინდა ავღნიშნო, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ამ ეტაპზე 88 მარტივი დაზიანების კატეგორიაში არსებული ლიფტის აღდგენა იგეგმება. აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ კი გადავალთ საშუალო სირთულის დაზიანების მქონე ლიფტებისა და რთულ კატეგორიაში მოხვედრილი ლიფტების განხილვაზე. სავარაუდოდ, 2012 წლის ბოლომდე ლიფტების პრობლემა ძირითადად მოგვარებული იქნება’ – საუბრობს დარჩიაშვილი.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=49