რუსთავში საბავშო ბაღების რეაბილიტაციას ნული ლარით გეგმავენ

რუსთავის საკრებულომ, დეკემბრის ბოლოს 2012 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტში სხვადასხვა ხარჯების გვერდით ნახსენები იყო საბავშო ბაღების რეაბილიტაციაც. თუმცა ამ საქმისთვის გამოყოფილი თანხა ნულ ლარს არ აღემატება.

ქალაქის მთავრი საფინანსო დოკუმენტის თანახმად, სწორედ, ნული ლარით გეგმავს რუსთავის თვითმმართველობა, 2012 წელს, ბაღების შენობების მოწესრიგებას. 

რუსთვაში მოქმედი ბაღების დიდი ნაწილი ძველ და სარემონტო შენობაში ფუნქციონირებს. ბოლო წლებში რუსთავში, მხოლოდ, 5 ბაღის შენობა შეკეთდა. სარემონტო სამუშაოები განხორციელდა პროგრამა ,,ნაბიჯ-ნაბიჯის“ ფარგლებში.

რუსთავის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ ვეფხვაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ბაღების რეაბილიტაციისთვია ნული ლარია გამოყოფილი, თვითმმართველობა პირობას დებს, რომ რამდენიმე ბაღში მიმდინარე წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებენ.

” მართალი გითხრათ წარმოდგენილ ბიუჯეტში, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა, ბაღების რემონტისთვის გათვალისწინებული თანხა ნულ  ლარს შეადგენ, თუმცა მოსახლეობას პირობას ვაძლევ, რომ როგორც კი რაიმე თანხა გამოიძებნება ამ საკითხის მოსაგვარებლად,  ვიზრუნებთ’ – ამბობს ვეფხვაძე.

 საბავშო ბაღების მიმართ ყურადღების გამოჩენას თვითმმართველობას მშობლები სთოვენ. პირად საუბრებში ამბობენ, რომ ბაღების მთავრი პრობლემა მოუწესრიგებელი საპირფარეშოებია: 

‘ნაციონალების  დადებული პირობები ჩვენ კარგად გვახსოვს… მათ  არ უნდა დაავიწყდეთ, რომ როცა საქმე ბავშვებს ეხებათ აქ ყველას მეტი პასუხისმგებლობა მართებს.  როგორ უნდა უხაროდეს ბავშვს საბავშო ბაღში მისვლა, როცა უფროსებსაც კი არ გვსიამოვნებს მოუწესრიგებელ გარემოში ყოველ დილით ბავშვის მიყვანა. ჩემი შვილი 32 ბაღში დადიოდა და  ვიცი, რომ  შესაკეთებელი აქვთ სახურავი და სველი წერტილები. „  

 32-ე ბაღის გამგე, ბელა ბერიძის განცხადებით კი ამ ეტაპზე საბავშო ბაღში ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს დაზიანებული ფანჯრებია. 

 ‘ნამდვილად არ ვიცი მიმდინარე წლის ბიუჯეტში ბაღების რეაბილიტაციისთვის თანხა გამოყოფილია თუ არა. ამ ეტაპზე ჩვენს ბაღში გამოსაცვლელია ფანჯრები და და ეს საკითხი თვითმმართველობისთვის უცხო არ არის. ისიც კარგად მოგვეხსენება, რომ რუსთავს დედაქალაქთან შედარებით გაცილებით მცირე ბიუჯეტი აქვს და ყველა პობლემა  ერთდროულად ვერ მოგვარდება. ვიმედოვნებთ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ წლის ბოლომდე  შეძლებისდაგვარად დაგვეხმარებიან’ – საუბრობს რუსთავის 32-ე ბაღის გამგე, ბელა ბერიძე.

32-ე  ბაღში 160 ბავშვი ირიცხება. მათგან განსხვავებით ბავშვების სიმრავლეა 33-ე ბაღში. სადაც ერთ ჯგუფში დაახლოებით 35 ბავშვია. თითქმის გვერდი-გვერდ მოქმედი ბაღებიდან რატომ ირჩევენ მშობლები სწორედ, 33-ე ბაღს?  ჩვენ ამ ბაღის აღსაზრდელების მშობლებსაც ვესაუბრეთ, ისინი ამბობენ რომ ეს ბაღი აირჩიეს, რადგან თვლიან, რომ სხვებთან შედარებით მოწესრიგებული გარემო დახვდათ.

რუსთავის თვითმმართველობის წარმომადგენლები 32-ე ბაღში, რამოდენიმე კვირის წინ იმყოფებოდნენ. საბავშვო ბაღს სათამაშოები, მაგიდები და სკამები საჩუქრად გადასცეს. შესაბამისად, მათთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია უნდა იყოს, აღნიშნული ბაღის შენობის პრობლემები.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=33