რუსთავი-თბილისის ჩქაროსნული გზის პროექტს მოსახლეობის განსახლების გეგმა, ჯერაც, არ აქვს
დღეს, მუნიციპალური გავითარების ფონდში, რუსთავის-თბილისისი ჩქაროსნული გზის მშენებლობის, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის (გზშ) საჯარო განხილვა შედგა. შეხვედრას ორი დაინტერესებული მოქალაქე, ფონდის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივა” და ,,ორჰუსის ცენტრი” ესწრებოდა.
,, ჩემს სამეზობლოში არავინ იცოდა ამ შეხვედრის შესახებ. განხილვის თაობაზე ინფორმაცია ინტერნეტში შემთხვევით ვნახეთ” – საუბრობდა, თამარ ბახურაული. მუნიციპალური გავითარების ფონდში ის იმის გასარკვევად მივიდა ღირდა, თუ არა მისი მშენებარე სახლის მშენებლობის გაგრძელება. ბახურაულს აინტერესებდა გზის გაფართოების გეგმაში მისი სახლი თუ მოხვდა.
შეხვედრაზე დაინტერესებული მოქალაქეების სიმცირემ ეჭვის საფუძველი გაუჩინა არასამთავრობო სექტორს. ,, მე ძალიან მეეჭვება, რომ მოქალაეებს ჰქონდათ ინფორმაცია აღნიშნული განხილივის შესახებ და არ მოვიდნენ”- საკუთარ ეჭვებს გამოთქვამდა ,,მწვანე ალტერნატივა”-ს წარმომადგენელი, ირინა სვანიძე.
მუნიციპალური განვითარების ფონდი საჯარო განხილვისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. განხილვის მსვლელობისას გაირკვა, რომ ჯერ კიდევ მომზადების ეტაპზეა მოსახლეობის განსახლების გეგმა და განხილვაზე აღნიშნული დოკუმენტი არ იქნება წარმოდგენილი.
,, მოსახლეობა, ალბათ, ამიტომაც არ ესწრება ჩვენ შეხვედრას. მათ ძირითადად განსახლების საკითხი აინტერესებთ. ეს დოკუმენტი 10 დღეში გახდება საჯარო და დაინიშნება მისი საჯარო განხილვის დღე „ – საუბრობდა მუნიციპალური გავითარების ფონდის მომხსენებელი, ირაკლი კავილაძე.
,,ორჰუსისი ცენტრის” კითხვაზე, რატომ არ მომზადდა განსახლების გეგმა გზშ-სთან ერთად კავილაძე პასუხობდა: ,,სად წერია, რომელ კანონში, რომ გზშ-ს განხივა არ შეიძლება განსახლების გეგმის გარეშე?” – კითხვით იგერიებდა ,,ორჰუს”-ს კავილაძე.
მას არ უნდოდა იმის მოსმენა, რომ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი ბუნებრივად მოიცავდა თავის თავში განსახლების საკითხსაც.
წესით, გზშ-ს მეშვეობით უნდა გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი გასახლების საკითხები: ვადები, კომპენსაციის რაოდენოდა და კონკრეტული სია, თუ ვის მოუწევს საცხოვრებლის ან ბიზნესის შეცლა.
ერთადერთი რაზეც მუნიციპალური განვითრების ფონდმა საკუთარი შეცდომა აღიარა კომპენსაციის საკითხს ეხებოდა.
,, გზშ-ს 5:3 თავში წერია, რომ კომპენსაცია არ გაიცემა იმ მოქალაქეებზე ვისაც საკუთრებაში არ აქვთ აღნიშნული ქონება. ეს თქვენ გიწერიათ იმ პროექტის გზშ-ში, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. თქვენ ხომ, იცით, რომ ასეთი დაფინანსებისას პროექტზე ქვეყნის კანონმდებლობის გარდა აზიის განვითარების ბანკის კანონებიც მოქმედებს. სწორედ, მათი კანონების თანახმად გზშ-ში ამ პუნქტის არსებობა შეცდობაა, რადგან აზიის განვითარების ბანკის კანონების მიხედვით კომპენსაცია გაიცემა იმ ქონებაზეც, რომელიც მოსარგებლე პირს საკუთრებაში იურიდიულად არ აქვს” – საუბრობდა, ,,მწვანე ალტერნატივა”-ს წარმომადგენელი, ირინა სვანიძე.
მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები მას დაეთანხმნენ და დაპირდნენ, რომ აღნიშნული პუნქტს გზშ-დან ამოიღებდნენ.
განხილვაზე ბევრი კითხვა პასუხგაუცემელ დარჩა. მგფ-ს მომხსენებელი ვერ აკონკრეტებდა გზის გაფართოებასთან დაკავშირებით ტექნიკურ კითხვებს. ,,მე არ ვიცი სამწუხაროდ, გზა მარჯვნივ გაფართოვდება, თუ მარცხნივ. ის ადამიანი ვისაც უნდა წარემართა აღნიშნული განხილვა ავად გახდა. მე კი ასეთი დეტალური ინფორმაცია არ მაქვს” – აცხადებდა მგფ-ს მომხსენებელი.
განხილვის დასრულების შემდეგ საკონფერენციო დარბაზში ფონიჭალის მცირე ბიზნესის წარმომადგენლები მოვიდნენ. მათ განსახლების გეგმა და კომპენსაციები აინტერესებდათ. მათი კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა.
საზოგადოების ეს ნაწილი და არასამთავრობო სექტორი განსახლეობის გეგმის გამოქვეყნების მოლოდინშია.
დღეისთვის მომზადებულია რუსთვის-თბილისის ჩაროსნული გზის პროექტი, რომელიც სამ პირობით სექციადაა დაიყოფილი და, შესაბამისად, პროექტი სამი ქვეპროექტისგან შედგება. პირველი ქვეპროექტი გულისხმობს თბილისსა (გულუას ხიდი) და ქვემო ფონიჭალას შორის გზის მონაკვეთის. მეორე ქვეპროექტი უშუალოდ ფონიჭალის დასახლებას ეხება – ეს ქვეპროექტი ამჟამად დამუშავების სტადიაშია. მისი გზშ-ს ჯერ-ჯერობით საზოგადოება არ იცნობს. მესამე ქვეპროექტი ითვალისწინებს ფონიჭალა-რუსთავის არსებული მონაკვეთის გაგანიერებას 2-ზოლიანიდან 4-ზოლიანამდე. ამ მონაკვეთების გზშ ამ დრომდე განსახლეობის გეგმის გარეშეა.
მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=82