რუსთავის საკრებულო – ბოიკოტი და სრული ჰარმონია სხდომებზე
რუსთავის საკრებულოს აქტიური ოპოზიციონერი წევრები ბოიკოტის რეჟიმში არიან. ამასობაში სხდომებზე განხილული საკითხების, დიდი ნაწილი, კითხვების და წინააღმდეგობის გარეშე იღებს მხარდაჭერას.
დღესაც, რუსთავის საკრებულო სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხს მხარი დაუჭირეს. წინააღმდეგი არავინ ყოფილი და განსხვავებული აზრიც არ გაჟღერებულა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულოს ამ დრომდე არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. შესაბამისად, სხდომებზე დასწრების მსურველს ან ვისაც აინტერესებს, თუ რას საქმიანობის თავისი ქალაქის საკრებულო, კვლევა-ძიების ჩატარება სოციალური მედიით უწევს.
QvemoQartli.ge