რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, „რუსული კანონის“ მხარდაჭერის შემდეგ, საზოგადოებაში გამწვანების აქციით გამოჩნდა

რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი,  „რუსული კანონის“ მხარდაჭერის შემდეგ, საზოგადოებაში გამწვანების აქციით გამოჩნდა. მან რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, ქალაქის ერთ-ერთ უბანში ხეები დარგო.

შეგახსენებთ, რომ „რუსული კანონის“ მხარდაჭერას საპროტესტო აქციები მოჰყვა. საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, კანონის მხარდაჭერა აქტიურად ახალგაზრდებმა გააპროტესტეს. აღნიშნული კანონის სასარგებლოდ განცხადებები რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთო, ხოლო კანონის, ქვეყნის განვითარებისთვის, საზიანო შედეგზე ევროკავშირმა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით