რუსთაველებს ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“ ელით –

რუსთავში ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი” იწყებს მუშაობას. პროექტი, რომელიც ,,ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს” დაფინანსებით ხორციელდება  დემოკრატიული პროცესების ხელისშეწყობას ისახავს მიზნად.

ცენტრი, ოფიციალურად დაახლოებით ორ კვირაში გაიხსნება. მანამდე კი მისი პირველი სტუმარი ეროვნულ დემოკრატიული პარტია იყო. ედპ-ე ადგილობრივ აქტივისტებს, სწორედ, ცენტრის ერთ-ერთ დარბაზში შეხვდა. ,, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ნეიტრალურები და მზად ვართ ჩვენი სივრცე დავუთმოთ ნებისმიერი სამოქალაქო საზოგადოების, თუ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს. ცენტრი მის კუთვნილ სივრცეს ორ დარბაზს ( დიდი ბარბაზი იტევს 100 კაცამდე, პატარა დარბაზი – 30 კაცამადე) შეხვედრებისთვის და დისკუსიებისთვის სთავაზობს საზოგადოებას. ამ სივრცის დაჯავშნა ჩვენი ვებსაიტითაა  შესაძლებელი. პროცედურა საკმაოდ მარტივია” – საუბრობს ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი”-ს რუსთავის ოფისის კოორდინატორი, ეკა ტუღუში.

 მისი თქმით, მსურველი საზოგადოებრივი, თუ პოლიტიკური ჯგუფებისთვუს სივრცის დათმობის გარდა, ცენტრს საკუთარი ინიციატივებიც ექნება. ,, ჩვენ თვეში ორჯერ  აქტუალურ თემებზე მოვაწყობთ დისკუსიებს – ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და საზოგადოებას შორის „ – დასძენს ცენტრის კოორდინატორი.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=139