როგორ დავიცვათ კონფიდენციალურობა Instagram-ზე
CyberSTAR-ის ქსელი გვთავაზობს რჩევენს პერსონალური ინფრომაციის დასაცავად სოციალურ მედიაში.
Instagram-ის პროფილი თქვენს შესახებ იმაზე გაცილებით მეტ პირად ინფორმაციას გასცემს, ვიდრე ნებისმიერი სხვა სოციალური ქსელი. თუ არ შეცვლით კონფიდენციალურობის ნაგულისხმევ პარამეტრებს Instagram-ზე, სერვისი ეცდება, რაც შეიძლება მეტ ადამიანს აჩვენოს ყველაფერი, რასაც აზიარებთ. ამის გამო ზოგმა Instagram-ანგარიში საერთოდ წაშალა. გამოსავალი არსებობს. ქვემოთ აღწერილი რამდენიმე პატარა და მარტივი ცვლილება დაგეხმარებათ, უკეთ დაიცვათ თქვენი კონფიდენციალურობა Instagram-ზე.
გადაიყვანეთ თქვენი ანგარიში პრივატულ რეჟიმზე
თუ არ არის იმის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ Instagram -ზე საჯარო ანგარიში გქონდეთ, მაშინ კარგი იქნება თუ გააკონტროლებთ, ვის შეუძლია თქვენს მიერ გამოქვეყნებული ფოტოებსა და ისტორიებს ნახვა. ნაგულისხმევად, ყველა Instagram-ანგარიშს აქვს ჩართული საჯარო რეჟიმი. ანუ ნებისმიერ ადამიანს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სულ რომ არ ჰქონდეს Instagram-ანგარიში, შეუძლია ნახოს ყველაფერი, რაც კი ოდესმე გაგიზიარებიათ.
თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი ფოტოებისა და ისტორიების მნახველების ვინაობა, თუ გადაიყვანთ თქვენს ანგარიშს პრივატულ რეჟიმზე. შედეგად, “არამიმდევრებს” თქვენი ფოტოების და ისტორიების სანახავად, ჯერ დამატების თხოვნის გამოგზავნა მოუწევთ. სანამ არ დაიმატებთ, ვერაფერს ნახავენ.
თქვენი Instagram-ანგარიშის პრივატულ რეჟიმზე გადასაყვანად, შეეხეთ თქვენი პროფილის სურათს ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში. ეს თქვენს პროფილზე გადაგიყვანთ. აქ შეეხეთ სამხაზიან ხატულას მენიუს ზედა მარჯვენა კუთხეში და აირჩიეთ პარამეტრები. გადადით განყოფილებაში კონფიდენციალურობა და ჩართეთ პირადი ანგარიში. დაადასტურეთ, რომ გსურთ გადაერთოთ პირად ანგარიშზე.
მართეთ თქვენს მიერ დადასტურებული მიმდევრები
როცა ანგარიშს გადაიყვანთ პრივატულ რეჟიმზე, მიმდევრები თქვენი პოსტების ნახვას მაინც შეძლებენ. ამიტომ კარგი აზრია გადაამოწმოთ, ვინ მოგყვებათ და წაშალოთ ისინი ვისაც არ იცნობთ, ან ვისთანაც არ გსურთ თქვენი ფოტოების ან ისტორიების გაზიარება.
ყველა მიმდევარის სანახავად, შეეხეთ თქვენი პროფილის სურათს ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში და გადადით თქვენს პროფილზე. აქ შეეხეთ ღილაკს მიმდევრები თქვენი პროფილის ფოტოს გვერდით და გადახედეთ ყველას, ვისაც უფლება აქვს ნახოს, რას აზიარებთ. მომხმარებლის თქვენი მიმდევრების სიიდან ამოსაშლელად, შეეხეთ ღილაკს წაშლა მისი პროფილის სურათისა და სახელის გასწვრივ.
დაბლოკეთ ხალხი, რომ ვეღარ ნახონ თქვენი პოსტები
თუ გსურთ საჯარო ანგარიში გქონდეთ, შეგიძლიათ დაბლოკოთ ცალკეული მომხმარებლები, რათა თქვენი პოსტები და ისტორიები ვერ ნახონ. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია, თუ შეხება გაქვთ ტროლებთან ან ადამიანებთან, რომლებიც წერენ შეურაცხმყოფელ ან თქვენთვის მიუღებელ კომენტარებს.
ვინმეს დასაბლოკად, ჯერ გადადით მის პროფილზე. მათი პროფილის გვერდზე, შეეხეთ სამი წერტილის ხატულას მენიუს ზედა მარჯვენა კუთხეში. ჩამოსაშლელ მენიუში შეეხეთ ღილაკს დაბლოკვა.
გამორთეთ აქტივობის სტატუსი
თქვენი აქტივობის სტატუსი უმხელს სხვა Instagram-მომხმარებლებს იმას, თუ როდის ხართ ონლაინ. თქვენ შეგიძლიათ გამორთოთ ეს ფუნქცია, თუ არ გსურთ, რომ სხვა მომხმარებლებმა გაიგონ, როდის შედიხართ აპლიკაციაში. გაითვალისწინეთ, რომ თუ გამორთავთ აქტივობის სტატუსს, ვერ იმას დაინახავთ, სხვები როდის არიან.
Instagram-ზე თქვენი აქტივობის სტატუსის გამოსართავად, შეეხეთ თქვენი პროფილის სურათს ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში, და გადადით თქვენს პროფილზე. აქ შეეხეთ სამხაზიან ხატულას მენიუს ზედა მარჯვენა კუთხეში და აირჩიეთ პარამეტრები. გადადით განყოფილებაში კონფიდენციალურობა, შემდეგ გადადით ქვემოთ და შეეხეთ ღილაკს აქტივობის სტატუსი. გამორთეთ აქტივობის სტატუსის ჩვენება.