რეპრესიული კანონების გამო ბელარუსში 8 000-მდე ქალზე განხორციელდა პოლიტიკური დევნა

უფლებადაცვითი ორგანიზაცია “Вясна” ყოველდღიურად მუშაობს იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმის და მის ხელთ არსებული რეპრესიული კანონების გამო ისჯებიან. მათ რიცხვში 8 000-მდე რეპრესირებული ქალია. “Вясна”-ს მონაცემების თანახმად, მხოლოდ 2020 წელს, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე გამოსვლისთვის, სადაც აკრიტიკებდნენ ბელარუსის ხელისუფლებას, დაახლოებით 1 033 ქალი დააპატიმრეს, აქედან ცნობილია, რომ 242 კოლონიაში გაამწესეს, 497-ს სახლში პატიმრობა მიუსაჯეს, 5 დააპატიმრეს, დანარჩენებს კი იძულებითი მკურნალობა დაუნიშნეს.

“Вясна”-სთან საუბარში ყოფილი პოლიტპატიმარი ქალი იხსენებს:

„ ახლა იწყება ჩემი ისტორიის არც თუ მხიარული ნაწილი. დაკავებისთანავე წამართვეს ტელეფონი და დაიწყეს მასში ქექვა. დამიწყეს დაშინება, თუმცა ეს არც იყო საჭირო, მე ისედაც შეშინებული ვიყავი. მანამდეც სტრესის გამო, ორი დღე საკვებიც არ მიმიღია ნორმალურად და ისედაც არ ვიყავი კარგად. დაკითხვის დროს, რომელსაც ქალი გამომძიებელი წარმართავდა, სხვა თანამშრომელიც ესწრებოდა. სწორედ ეს ადამიანი დაკითხვის დროს გადმოიხარა ჩემკენ, მაგინა და მითხრა, რომ შემდეგში ასე არ დამელაპარაკებოდნენ. მან მიმანიშნა, რომ ფიზიკურად გამისწორდებოდნენ. ეს იყო საძაგლობა. დაკითხვის შემდეგ კი გამომძიებელმა ქალმა მითხრა, რომ ჩემს მიმართ სიძულვილი სულ უფრო უმძაფრდება ყველაზე რთული მშობლების მდგომარეობა იყო, მათ ვერ წარმოედგინათ რომ მიმისჯიდნენ და პატიმრობაში ვიქნებოდი.

უშუალოდ პატიმრობას რაც შეეხება, ჩვენ ერთი კამერიდან მეორეში გვაგდებდნენ. ამით დამატებით სტრესს გვიქმნიდნენ. გვიყურებდნენ ვიდეო კამარებიდან და როგორც კი გოგოები ერთმანეთთან დავილაპარაკებდით, ან რამეზე უცებ გაგვეღიმებოდა, შემოდიოდნენ და გვაშორებდნენ ერთმანეთს. ისინი აკეთებდნენ ყველაფერს იმისთვის, რომ ადამიანებმა აღარ იღიმებოდნენ. არაფერს ვამბობ იმაზე ელემენტარული ჰიგიენის დაცვის შესაძლებლობა არ გვქონდა, თავს ადამიანებად არ გვაგრძნობინებდნენ“ – 2020 ქციაზე მონაწილეობისთვის დაპატიმრებული ქალი.

QvemoQartli.ge